22 სექტემბერი, 2019 135 ნახვა

სახის და სხეულის კანის დაჭიმვა Aptos ძაფებით არის ასაკობრივი ცვლილებების და რბილი ქსოვილების ფტოზის ეფექტური პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაციის, ნარკოზისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის გარეშე. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახის და სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. პრაქტიკულად, ნებისმიერ მეთოდში შესაძლებელია როგორც გაუწოვადი, ასევე გამწოვი ძაფების გამოყენება. პროცედურის ჩატარების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ სპეციალური სწავლების გავლის და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ აქვს.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მოშვებული კანი სახესა და სხეულზე
  • ჩამოწეული წარბის კუთხეები
  • ღრმა ნაკეცები და ნაოჭები სახის შუა მესამედზე
  • სახის ოვალის კონტურის დარღვევა
  • გამოწეული ყურები
  • ცხვირის მცირეინვაზიური კორექცია
  • მოშვებული კანი კისრის არეში
  • კანის არმირება

გარდა ასაკობრივი ცვლილებების კორექციისა, კომპანია Aptos მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახის ნერვის დაზიანებით გამოწვეული ასიმეტრიის აღდგენას პაციენტებს სრულიად უფასოდ სთავაზობს!

სახის ნერვის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც დაავადებებით ან ტრავმებით, ასევე სხვადასხვა ქირურგიული ჩარევით (ნეიროქირურგიული, ყბა-სახის ან პლასტიკური ოპერაციები), რაც იწვევ კუნთების სისუსტეს ან სრულ პარალიზებას და სახის ასიმეტრიას.

სამწუხაროდ მედიკამენტური, ფიზიოთერაპიული ან ქირურგიული მკურნალობით სასურველი შედეგი ხშირად ვერ მიიღწევა, ასეთი მკურნალობის ღირებულება საკმაოდ მაღალია, და ყველა პაციენტს არ აქვს საშუალება მსგავსი ჩარევები ჩაიტაროს.

როგორც წესი პაციენტები მკაფიოდ გამოხატული სახის ასიმეტრიით რთულად ადაპტირდებიან სოციუმში. მათ უმრავლესობას ჩაკეტილი ცხოვრების წესი, სოციალური დეზადაპტაცია და დეპრესიული მდგომარეობა ახასიათებთ. ხშირად სახის ასიმეტრია ბევრად რთული შესაგუებელია, ვიდრე მიმიკური აქტივობის დაკარგვა.

Aptos მეთოდები სახის ნერვის დაზიანებით გამოწვეული ასიმეტრიის კორექციისთვის

Aptos ძაფების ლიფტინგის მეთოდები მოშვებული კანის აწევის და ფიქსირების საშუალებას იძლევა. მეთოდის შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა და ხშირად უფრო მდგრადია ვიდრე პაციენტებისთვის ასაკობროვივი ცვლილებების კორექციის დროს, რადგან სახის დაზიანებულ მხარეს მიმიკური აქტივობა შემცირებულია ან სრულად შეწყვეტილია.

Aptos მეთოდების დახმარებით, უკვე 10 წელზე მეტია, ექიმებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეხმარონ სახის ნერვის დაზიანების შედეგად სახის ასიმეტრიის მქონე პაციენტებს მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

უფასო პროცედურების პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა:

  • ნევროლოგის დასკვნა დიაგნოზის დადასტურებით
  • ელექტრონეირომიოგრაფიის შედეგები
  • თანხმობა ფოტოგადაღებაზე სამეცნიერო გამოცემებში პუბლიკაციისთვის

საქართველოში, Aptos მეთოდების საშუალებით, სახის ნერვის დაზიანებით გამოწვეული ასიმეტრიის კორექციის უფასო პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ მეთოდის ავტორებთან კლინიკა „ტოტალ შარმში“

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback