30 ივლისი, 2019 5763 ნახვა

მეზოთერაპია – არის მცირე დოზის მედიკამენტების შეყვანა უშუალოდ კანქვეშ. მეზოთერაპიის ეფექტი მიიღწევა როგორც პრეპარატის სამკურანალო თვისებების დამსახურებით, ასევე კანზე მდებარე ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულაციით. მეზოთერაპია ძალიან სასარგებლო, პროფილაქტიური და სამკურნალო პროცედურაა. მე-20 საუკუნის შუაში მეთოდის გამოგონების შემდეგ მსოფლიო ესთეტიკური მედიცინის განვითარებასთან ერთად მეზოთერაპიის სხვადასხვა მეთოდების უფრო ფართო გამოყენების გზები და სფეროები გაჩნდა. მას იყენებენ ტრავმატოლოგიაში, დერმატოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ნევროლოგიაში და ესთეტიკურ მედიცინაში.

კერძოდ ესთეტიკურ მედიცინაში მეზოთერაპია გამოიყენება სახის და სხეულის კანის სამკურნალოდ, სტრიების, ნაწიბურების კორექციისთვის, ჭარბი კანქვეშა ცხიმის მოსაჭორებლად. მეზოთერაპიის ჩვენებები ასევე არის:

? ცელულიტი
? კანის დაბერების პროცესის პროფილაქტიკა და შენელება
? სხვადასხვა ტიპის ნაწიბურები (ატროფიული, კელოიდური, ჰიპერტროფიული)
? აკნე
? ალოპეცია
? წინასაოპერაციო მომზადება
? პოსტოპერაციული რეაბილიტაცია
? აგრესიულ კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდგომი რეაბილიტაცია

მეზოთერაპიას არა მხოლოდ სილამაზის და ახალგაზრდობის, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლია ასაკობრივი ცვლილებების გამოვლინებების პრევენციისთვის:

? ნაოჭები
? პიგმენტაცია
? კანის ტონუსის აღდგენა
? ღაბაბი მოცილება
? ოვალის მკვეთრი კონტურის აღდგენა
? თვალის ქვემოთ სიმუქის და შეშუპების მკურნალობა
? კანის ფერის და ტექსტურის გათანაბრება
? კანის დატენიანება და გამკვრივება

მაგრამ ეს ეფექტები მხოლოდ სწორად შერჩეული კოქტეილების და ინექციის მეთოდით მიიღწევა. ამიტომ პროცედურა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტის მიერ, რომელიც კარგად ერკვევა როგორც კანის ანატომიაში, ასევე პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების მოქმედების პრინციპში.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback