2 აგვისტო, 2019 306 ნახვა

მეზოთერაპია არის აქტიური ნივთიერებების (ჰიალურონის მჟავის, ფოსფოლიპიდების, ვიტამინების, მინერალების, მჟავების და ა.შ.) ინექციები, რომელიც კოსმეტოლოგს კანის სხვადასხვა ფენაში შეყავს. თითქმის ნებისმიერი კრემი, გელი , შრატი შეიცავს ამ კომპონენტებს, მაგრამ ხშირად მათ კანის ღრმა ფენებში შეღწევა არ შეუძლია. სწორედ ამისთვის საჭიროა ხდება მეზოთერაპია, რათა საჭირო კომპონენტებმა შეაღწიონ იმ ფენებში საიდანაც მათი ათვისება მოხდება. შედეგად კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ჯანმრთელ იერს იძენს.

ფაქტი #1: არსებობს ორი ტიპის მეზოთერაპია.

მეზოთერაპიის ორი სახეობა გამოიყოფა – ალოპათიური და ჰომეოპათიური. ალოპათიური მეზოთერაპია – ყველაზე პროცედურის გავრცელებული სახეობაა, მისი სტანდარტული ტიპი. კოქტეილების შემადგენლობაში როგორც ნატურალური, ასევე სინთეზირებული კომპონენტებია. ხშირად მათ ჰიალურონის მჟავაც ემატება, რომლის უკმარისობა კანის გამოშრობას და დაბერებას იწვევს.

ჰომეოპათიური მეზოთერაპია შედარებით იშვიათად გამოიყენება, ზოგს არც კი სმენია მის შესახებ. მიზეზი ის არის, რომ ჰომეოპათიური პრეპარატების საფუძველზე კოქტეილები ძალიან დაბალი კონცენტრაციის არის. ამაში არის პლიუსები: არანაირი გვერდითი მოვლენები, მიჩვევა ან ალერგიული რეაქცია. ჰომეოპათიური მეზოთერაპია სამკურნალო მოქმედებას ახდენს და ალოპათიურისგან განსხვავებით მისი შედეგი თვალსაჩინო უფრო გვიან ხდება.

ფაქტი #2: მეზოთერაპიის ჩატარება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე არის შესაძლებელი

მეზოთერაპიას ფართო სპექტრის თერაპიული მოქმედება გააჩნია, მისი ჩატარება თმის ძირებიდან დაწყებული ქუსლებამდე შეიძლება. სახეზე მეზოთერაპია არა მხოლოდ გაახალგაზრდავებისთვის და ტონუსისთვის, არამედ ასაკობრივი ცვლილებების (ნაოჭები, ფტოზი, ლოკალური ცხიმები, კანის სიმშრალე) შემცირებისთვის ტარდება.

თავის კანის მეზოთერაპია თმის ფოლიკულის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც თმის ზრდას ასტიმულირებს და ასევე ცხიმის გამოყოფას არეგულირებს.პროცედურის შედეგი უფრო ჯანსაღი და სქელი თმა არის.

სხეულზე მეზოთერაპია ეფექტურად ებრძვის კანის დაბერებას, ცელულიტს და ლოკალურ ცხიმებს. ყველა მონაკვეთისთვის და მიზნისთვის სხვადასხვა კოქტეილი არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა.

ფაქტი #3: პრეპარატის შეყვანის სხვადასხვა ტექნიკა არსებობს

მანუალური თერაპია – ყველაზე ფართოდ გამოიყენება და კანში პრეპარატის შპრიცით გულისხმობს.

მექანიკური ტარდება მეზოინჟექტორის (სპეციალური ნემსებიანი პისტოლეტი) ან მეზოროლერის საშუალებით.

არაინექციური მეთოდით ჩხვლეტის გარეშე აპარატული იმპულსების დახმარებით შეყავთ სხვადასხვა ნივთიერებები კანის ზედაპირში.

ფაქტი #4: მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად შეირჩევა

მკურნალობის კურსის სანსაზღვრისთვის აუცილებელია კვალიფიციური ექიმის შერჩევა და წინასწარი კონსულტაციის გავლა. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია კანის საფარის მდგომარეობაზე. სასურველია აქტიური ნივთიერებებით პროფილაქტიკის დაწყება დაბერების საწყის სტადიებზე. ასევე ბევრი არის დამოკიდებული უკუჩვენებებზე კონკრეტული კოქტეილის ნივთიერებების გამოყენებისთვის და ინექციის ზონის შერჩევისთვის.

ოპტიმალური მკურნალობის კურსი მოიცავს 3-5 პროცედურას და შემანარჩუნებელ თერაპიას წლის განმავლობაში.

ფაქტი #5: მეზოთერაპიის სხვა მეთოდებთან კომბინირებაც შესაძლებელია

მეზოთერაპია და ბოტულინოტოქსინი არა მხოლოდ კომპლექსურად აგვარებს დაბერების პრობლემას, არამედ მისი პრევენციაც შეუძლია. ამისთვის პირველ რიგში მეზოთერაპია ტარდება და სემდეგ “ბოტოქსის” ინექციები. ეს თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია “ბოტოქსის” ეფექტის შენარჩუნებისთვის, რადგან კოქტეილების მიკროინექციები კანის უჯრედების და მიმიკური კუნთების ნერვული დაბოლოებების აღდგენას უწყობენ ხელს, რაც ასევე მიმიკურ აქტივობას აღადგენს.

მეზოთერაპიის კურსის შემდეგ 10-15 დღეში შეიძლება ფილერების ინექციის ჩატარება, რაც შეამცირებს გართულებების განვითარების შანსს და მისცემს საკმარის დროს კოქტეილის ნივთიერებების მოქმედებისთვის.

ფაქტი #6: მეზოთერაპიას მინიმალური რაოდენობის გვერდითი მოვლენები გააჩნია

არსებობს მითი, რომ პროცედურის ეფექტურობა დღის მონაკვეთზე არის დამოკიდებული. მაგრამ ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ციკლის პერიოდი. მეზოთერაპიის ჩატარება რეკომენდირებულია ციკლის მეორე ნახევარში, ამ პერიოდში ნაკლებია მგრძნობელობა, პროცედურა უფრო კომფორტულია და გართულებების რისკი ნაკლებია.

ინექციის კვალი მსუბუქი მეზოთერაპიის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში ქრება. მაგრამ ყველაფერი ექიმის ხელზე და პაციენტის კანზე არის დამოკიდებული, ზოგჯერ ინექციის ადგილას სიწითლე 2 საათამდე შეიძლება შენარჩუნდეს. ბიორევიტალიზაციი შემდგომი პაპულები კი 1-2 დღე შეიძლება იყოს შესამჩნევი.

ფაქტი #7: პროცედურის შემდეგ უმჯობესია თავი შეიკავოთ მაკიაჟისგან

მეზოთერაპია ყველაზე მსუბუქიც მაინც კანის დაზიანებაა, ამიტომ კოსმეტოლოგები გირჩევენ პროცედურის დღეს არ დაიტანოთ სახეზე დეკორატიული კოსმეტიკა. თუ აუცილებელია ტონალური კრემის გამოყენება, ეს შესაძლებელია ნანემსრების მოშუშების შემდეგ, ძალიან სუფთა ხელებით და ხელსაწყოებით (ფუნჯი, სპონჟი). მაგრამ იდეალურ შემთხვევაში რეკომენდირებულია 24 საათი სუფთა კანით გაატაროთ.

ფაქტი #8: მეზოთერაპიის უკუჩვენებების სია ძალიან მცირეა

პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდირებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ასევე ძირითადი უკუჩვენებებია: კანის ანთებითი პროცესები და ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, ალერგია კონკრეტული კოქტეილის მოქმედ ნივთიერებაზე.

ფაქტი #9: მეზოთერაპიის ცატარება სახლშიც შეიძლება

მეზოროლერის საშუალებით მეზოთერაპიის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. მოწყობილობის ეფექტურობას მიცი მიკრონემსების კანის ზედაპირზე ზემოქმედება განაპირობებს. სახლში გამოსაყენებელი მეზოროლერის ნემსების სიგრძე დაახლოებით 0,2-0,5 მილიმეტრია, ეს საკმარისია მკვებავი ნივთიერებების ეპიდერმისში შეყვანისთვის. მაგრამ სახლის პირობებში მოვლის შემდეგ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭიროა კანის ეპიდერმალური ფენის სიღრმეში შეღწევა, ამიტომ სახლის მეზოთერაპიის შედეგი ბევრად მცირეა ვიდრე კოსმეტოლოგის კაბინეტში ჩატარებულის. შესაბამისად მეზოროლერი მოიაზრება როგორც დამატებითი პროფილაქტიკური საშუალება ეფექტის შენარჩუნებისტვის და გახანგრძლივებისთვის და არა ალტერნატივა ინექციური მეზოთერაპიისთვის.

ფაქტი #10: მეზოთერაპიის ეფექტი ერთ წლამდე ნარჩუნდება

თუ ჩატარაბული იქნება მკურნალობის სრული კურსი (და ზოგჯერ ეს 6-8 პროცედურაც შეიძლება იყოს), თამად შესაძლებელია ვთქვათ, რომ ეფექტი 6 თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება. მაგრამ ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის და შეყვანილი კოქტეილის ტიპზე. ასევე პაციენტის ცხოვრების წესზე და სახლში მოვლის პროცედურებზე. კოსმეტოლოგს შეუძლია კანს დაეხმაროს მიყენებული ზიანის აღმოფრქვაში, საჭირო ნივთიერებების ბალანსის აღდგენაში და კანის გაჯანსაღებაში, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისევ თქვენს ხელშია. პერიოდულად შემანარცუნებელი თერაპია, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კოსმეტიკური პროცედურები, აუცილებლად სწორი მოვლა და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება დაგეხმარებათ მიიღოთ კმაყოფილება მკურნალობის პერიოდში და დიდი ხანი მის შემდეგაც!

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback