4 აპრილი, 2019 715 ნახვა

ასაკის მატებასთან ერთად გრავიტაციის გავლენა უფრო შესამჩნევი ხდება თითოეული ჩვენგანის სახეზე. ქსოვილები სუსტდება და  იწყებს დაშვებას, კანქვეშა ცხიმოვანი შრე განილევა, ყბის სადა და სწორი კონტური ეშვება ნიკაპისკენ, სახის ქვედა მესამედისა და კისრის კანი დუნდება და ნაოჭდება. აღნიშნულ მოდუნებისა და დაშვების პროცესს ექიმები ფტოზს უწოდებენ.

ტრადიციულად, ასაკობრივი ცვლილებების გამოვლენა სახეზე  ზრდის პლასტიკურ ქირურგებთან ვიზიტების რაოდენობას, თუმცა დღეისათვის უკვე არსებობს ნაკლებად ინვაზიური (ტრავმული) პროცედურები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა სახის კონტურის სისადავის აღდგენა, სახის, ყელისა და სხეულის კანის დაჭიმვა მათთვის, ვისაც სურს მინიმალური ან ზომიერი ცვლილებების შეტანა თავის გარეგნობაში.

ძაფებით კანის დაჭიმვის მეთოდი არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც ხდება სახისა და სხეულის კანის დაჭიმვა სპეციალურად დამუშავებული ძაფებით, განაკვეთის გარეშე. დაჭიმვის გარდა, ძაფები აუმჯობესებს კანის ტონუსს, სტრუქტურას, ფერს და ზრდის ტენიანობას.

ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა, მარლენ სულამანიძემ, ინოვაციური იდეა დააპატენტა. მისი აზრით, ქირურგიულ ძაფზე ამოჭრილი კბილანებით შესაძლებელი გახდებოდა რბილი ქსოვილების დაჭიმულ მდგომარეობაში დაფიქსირება. სწორედ ამ იდეამ განაპირობა აპტოსის ძაფების შექმნა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში. აღნიშნული კბილანებიანი ძაფები დღეს უკვე მრავალი პატენტისა და მსოფლიო აღიარების მფლობელია. კბილანებს მოჰყვა გლუვი, ზამბარისებური და კიდევ სხვა მრავალი ფორმის ძაფის გამოჩენა ესთეტიკურ მედიცინაში.

თუ გსურთ აპტოსის ძაფებით ჩაიტაროთ კანის დაჭიმვის პროცედურა, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია პასუხს გასცემს თქვენთვის საინტერესო კითხვებს. მართალია ის არასრულია, რადგან ბევრია დამოკიდებული თავად ექიმზე და პაციენტის სურვილზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

ვინ არიან ძაფებით კანის დაჭიმვის კანდიდატები?

ძაფებით კანის დაჭიმვის იდეალური კანდიდატები არიან 35-55 წლის პირები, მინიმალური ასაკობრივი ცვლილებებით, რომლებიც საჭიროებენ მცირე ჩარევას კორექციისთვის:

ძაფებით დაჭიმვის კანდიდატები არიან ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ

  • ქსოვილების მცირე ან ზომიერი ფტოზი (დაშვება)
  • ქსოვილების მოცულობის დაქვეითება
  • ღარებისა და ნაოჭების განვითარება სახესა და ყელზე
  • წარბების დაშვება
  • სახის შუა ნაწილის დაშვება / მოდუნება
  • ტუჩების გათხელება
  • ყბის კონტურის ცვლილება
  • თვალებისა და ყელის კანის მოდუნება და დაშვება
  • სახის ან ყელის კანის წარსულში ჩატარებული ოპერაციის შემდგომი დაშვება
  • სახის ასიმეტრია (მათ შორის დამბლის ფონზე)
  • კანის დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება)

აპტოსის ძაფები გამოიყენება სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილის სამკურნალოდ:

  • სახის კონტურები
  • ყბის კონტური
  • ლოყები და სახის შუა ნაწილი
  • წარბები
  • კისერი
  • მკერდი
  • მხრები
  • ხელის მტევნები
  • მუცელი
  • ბარძაყის შიდა ზედაპირი
  • დუნდულები
  • მუხლები

არასასურველი კანდიდატები არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ

  • ძალიან დაშვებული კანი. ასაკოვან პაციენტებში პროცედურა მინიმალური შედეგიანობით ხასიათდება
  • ჭარბი წონა ან მძიმე, უხეში ქსოვილები. ასეთ პაციენტებში შედეგი გაცილებით უმჯობესია ლიპოსაქციასთან კომბინაციაში

აპტოსის ძაფებით კანის დაჭიმვის უკუჩვენებებია:

  • ალერგია პლასტიკური და ბიო-მასალების, ფილერების მიმართ
  • აქტიური აკნე ან კანის სხვა ინფექცია
  • მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურებისადმი
  • აუტოიმუნური დაავადებები: სკლეროდერმია, სარკოიდოზი, ამილოიდოზი და სხვა
  • ანტიკოაგულანტების მოხმარება: კუმარინი, ჰეპარინი, ასპირინი
  • ჰემოფილია
  • II და III ხარისხის ჰიპერტენზია
  • მწვავე სომატური დაავადებები
  • კოლაგენოზები
  • ნერვული და ფსიქოლოგიური დაავადებები
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • ავთვისებიანი სიმსივნეები / ქიმიოთერაპია
  • ჰეპატიტი B და C, აივ ინფექცია
  • პორფირია
  • ადრე ჩაყენებული გაუწოვადი შემავსებლები (ფილერები)

რა უნდა იცოდეთ:

პროცედურამდე

  • არ არის საჭირო განსაკუთრებული მომზადება
  • აუცილებლად აუხსენით თქვენი მოლოდინები ექიმს და შეათანხმეთ ყველა დეტალი მასთან
  • შეატყობინეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებიც მიიღეთ ან მიღებასაც ახორციელებთ
  • არ მიიღოთ სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები და ვიტ. E პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში

პროცედურა

  • უნდა ჩატარდეს აპტოსის მეთოდებში სერტიფიცირებული ექიმის მიერ
  • უმტკივნეულოა და ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით. მის შემდეგ არ რჩება ნაწიბურები

20-წუთიანი პროცედურა

  • აპტოსის ძაფების ჩაყენება საჭიროებს დაახლოებით 20 წუთს და ტარდება საპროცედუროში, ასეპტიკის წესების დაცვით
  • პაციენტების უმრავლესობა სამუშაოს იმავე დღეს უბრუნდება. პაციენტებში, რომლებსაც რამდენიმე ზონა ერთდროულად გაუკეთდა, შესაძლოა აღინიშნოს უფრო მეტი დისკომფორტი
  • მკურნალობა ტარდება თქვენი სურვილების შესაბამისად და დასაშვებია მისი კომბინირება სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან

აპტოსის ძაფების უპირატესობა

  • ახასიათებს ორმაგი მოქმედება: კანის დაჭიმვა და გაახალგაზრდავება
  • არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ
  • საჭიროებს მხოლოდ 15-20 წუთს
  • შედეგი ჩანს დაუყოვნებლივ
  • პრაქტიკულად არ გააჩნია რეაბილიტაციის პერიოდი
  • ასტიმულირებს ახალი კოლაგენის წარმოქმნას და ადგილობრივად სისხლის მიმოქცევას
  • ხასიათდება ხანგრძლივი შედეგით (1,5-5 წელი, ძაფების შემადგენლობის შესაბამისად)

რა ხდება უშუალოდ პროცედურის შემდეგ?

სხვა პროცედურების მსგავსად, ძაფებით კანის დაჭიმვის დროსაც შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები დროებითია და მოიცავს:

  • ტკივილს
  • შეშუპებას
  • დროებით ასიმეტრიას
  • კანის გარდამავალ შეჭმუხნას და ჩაზნექას
  • გარდამავალ სისხლჩაქცევებს და კანის არასწორ რელიეფს

ჩამოთვლილი მოვლენები თავისთავად  ალაგდება მკურნალობიდან რამდენიმე დღეში.

მკურნალობის შემდგომი რეკომენდაციები:

  • გამოიყენეთ ყინულის საფენები პროცედურის შემდეგ
  • ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება 2-3 დღის განმავლობაში
  • არ წაისვათ მაკიაჟი 24 საათის განმავლობაში
  • დაიძინეთ გულაღმა 3-5 ღამის განმავლობაში
  • ნაზად ჩამოიბანეთ სახე ზედმეტი ზეწოლისა და მასაჟის გარეშე 5-7 დღის განმავლობაში
  • მოერიდეთ სახის კუნთების ზედმეტ მიმიკურ მოძრაობებს 2 კვირის განმავლობაში
  • მოერიდეთ მასაჟს ჩარევის ზონაზე 1 თვის განმავლობაში
  • მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს 2 კვირის განმავლობაში
  • არ ივარჯიშოთ 2 კვირის განმავლობაში
  • არ გამოიყენოთ ცხელი აბაზანები და საუნა 3 კვირის განმავლობაში
  • არ მიმართოთ სტომატოლოგს 3 კვირის განმავლობაში
  • ინფექციის განვითარების რისკის არსებობის შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს

რეკომენდებული მედიკამენტები:

  • შეშუპების მოსახსნელად გამოიყენეთ ტრაუმელის გელი, ტროქსევაზინის გელი ან სხვა საშუალებები 1-2 კვირის განმავლობაში
  • გამოიყენეთ ანტისეპტიკური ხსნარები (ქლორჰექსიდინი, მირამისტინი და სხვ) ჭრილობის დასამუშავებლად
  • ტკივილის დროს მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (კეტონალი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და სხვა)
  • ალერგიული რეაქციის თავიდან აცილების მიზნით მიიღეთ ტავეგილი, კლარიტინი და სხვ
  • ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი 5 დღის განმავლობაში
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ელასტიური ბანდაჟები 2 კვირის განმავლობაში (ექიმის რეკომენდაციით)
  • რეაბილიტაციის პერიოდის დასაჩქარებლად მიმართეთ ელექტრო მიკროსტიმულაციას. მისი საშუალებით სწრაფად აღდგება კანის სტრუქტურა და გახდება უფრო ელასტიური. რეკომენდებულია მისი დაწყება მკურნალობის მეორე დღიდან
  • ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებისგან განსხვავებული მოვლენების განვითარების შემთხვევაში (ტემპერატურის მომატება, მზარდი ტკივილი, სიწითლე და შეშუპება) მიმართეთ ექიმს

როგორ შედეგს უნდა ველოდე პროცედურის შემდეგ?

კლასიკური პლასტიკური ოპერაციისგან განსხვავებით, რომლის დროსაც განსხვავება მკვეთრად შესამჩნევია და რჩება კარგად დაფარული, მაგრამ მაინც შესამჩნევი ნაწიბურები, აპტოსის ძაფებით დაჭიმვის შემდეგ სახეზეა მინიმალური ბუნებრივი ცვლილებები, ნაწიბურების განვითარების გარეშე. თქვენ გამოიყურებით ისე, როგორც რამდენიმე წლის წინანდელ სურათებში.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback