ჰიპერჰიდროზი – ჭარბოფლიანობის მკურნალობა

ბოტულინოტოქსინის ინექციები ჭარბოფლიანობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია. პრეპარატი ბოტულინოტოქსინი დროებით ადუნებს ნერვის იმპულსების გატარებას, რითაც აფერხებს საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის გამოყოფას. პრეპარატი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს საოფლე ჯირკვლებზე და მათ სტრუქტურაზე, პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ ნერვის სიგნალის მიწოდება აღდგება და ჯირკვლები ისევ აქტიური ხდებიან. 

პროცედურის ზონა:
ინექციის მიკროდოზები ტარდება უშუალოდ კორექციის არეში. 

პროცედურის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელიც ფლობს პრეპაატის ინექციირების სპეციალურ ცოდნას და შესაბამის სერტიფიკატს.

პროცედურის ჩატარების ჩვენებებს წარმოადგენს:

  • ჭარბოფლიანობა იღლიების არეში; 
  • ფეხის ან ხელის გულებზე;
  • შუბლის არეში.

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, არ საჭიროებს გამაყუჩებელი კრემის გამოყენებას. 

პროცედურის ხანგრძლივობაა 30 წუთი.
შედეგი სახეზე 4-6 თვემდე ნარჩუნდება, სხეულზე – 1 წლამდე.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.