13 მარტი, 2020 5393 ნახვა

შპს „ტოტალ შარმ“-ის დირექტორის განცხადება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის

უზრუნველყოფის მიზნით, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძვლები

 

ქ. თბილისი                                                                                                                                                                                              13.03.2020

 

  1. შპს „ტოტალ შარმ“, უფლებამოსილია უარი განუცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე იმ პირს:

ა) რომელიც იმყოფებოდა, თუნდაც ტრანზიტით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ და შემდგომში მაღალი რისკის შემცველად აღიარებულ სხვა ქვეყნები) და საქართველოში დაბრუნდნენ კლინიკაში მომართვამდე 14 დღის განმავლობაში.

ბ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზემოთ მოცემული ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ/კონტაქტში არსებულ პირთან;

გ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი ანდა სავარაუდო შემთხვევასთან, ან მუშაობდა, ან იმყოფებოდა (ვიზიტით) ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც კორონავირუსის დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევებს მკურნალობდნენ.

დ) რომელსაც დაუფიქსირდა ტემპერატურული რეაქცია და აღენიშნება სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის ნიშნები (სურდო, ხველა, სისუსტე და სხვა) ან ტემპერატურული რეაქცია არ დაუფიქსირდა, მაგრამ აღენიშნება სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები (სურდო, ხველა, სისუსტე და სხვა).

  1. პაციენტი ვალდებულია, მომართვისთანავე შეავსოს სათანადო ფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს „ტოტალ შარმ“ უარს განაცხადებს სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია, პროცედურა, ოპერაცია) გაწევაზე.
  2. პაციენტის მიერ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, შპს „ტოტალ შარმ“ პასუხისმგებლობას იხსნის პაციენტისათვის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

შპს „ტოტალ შარმ“

დირექტორი

კონსტანტინე სულამანიძე

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback