აბდომინოპლასტიკა

აბდომინოპლასტიკა, არის კოსმეტიკური ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება მუცლის კედლიდან ზედმეტი კანისა და ცხიმის მოსაშორებლად და მუცლის კუნთების დასაჭიმად.  აღნიშნული ოპერაცია მიზნად ისახავს შექმნას უფრო გლუვი, მტკიცე მუცლის პროფილი, რომლსაც პაციენტები მიმართავენ წონის მნიშვნელოვანი დაკლების, ორსულობის ან დაბერების გამო.

აბდომინოპლასტიკის სახეები:

სრული აბდომინოპლასტიკა: მიზნად ისახავს მთელი მუცლის, როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილის ქირურგიულად ზედმეტი კანის  და ცხიმის მოკვეთას და მუცლის კუნთების გამკვრივებას.

მინი აბდომინოპლასტიკა: მიზნად ისახავს მუცლის ქვედა ნაწილში ჭიპის ქვემოთ ზედმეტი კანის და ცხიმოვანი სქოვილის მოკვეთას. მოიცავს უფრო მცირე განაკვეთს ვიდრე კლასიკური აბდომინოპლასტიკა. ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს კომბინაციაში ლიპოსაქციასთან ერთად.

რეაბილიტაცია:

საწყის ეტაპზე:  შეშუპება, სისხლჩაქცევები და დისკომფორტი ხშირია და ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე კვირაში.

აქტივობის შეზღუდვები: პაციენტებს ურჩევენ თავიდან აიცილონ მძიმე აქტივობები, მძიმე აწევა და ვარჯიში საწყის პერიოდში სასურველი შედეგის მისაღებად. კომპრესიული ტანსაცმლის ტარება შეიძლება რეკომენდებული იყოს მუცლის სასურველი შედეგის მისაღებად  და შეშუპების შესამცირებლად.

მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია შედგეს კვალიფიციურ პლასტიკურ ქირურგთან, რათა საფუძვლიანად იყოს განხილული როგორც პაციენტის მიზნები, ისე ჯანმრთელობის მონაცემები და განისაზღვროს ქირურგიული პროცედურის მაქსიმალური შედეგი.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.