ბიორევიტალიზაცია არის პროცედურა, რომელიც კანს გაახალგაზრდავებს მიკროინექციების საშუალებით.
ბიორევიტალიზანტები განსხვავდება შემადგენლობის მიხედვით:
- მხოლოდ ჰიალურონის მჟავას შემცველი პრეპარატები, რომლებიც კეთდება კურსის სახით, 3-4 პროცედურა ორკვირიანი ინტერვალით;
- ე.წ “ ბუსტერები” შეკავშირებული ჰიალურონის მჟავით, რომელთაც აქვთ ხანგრძლივი მოქმედება 6-9 თვე და კეთდება ერთჯერადად.
ბიორევიტალიზაციის პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს კომბინირებული პრეპარატებით: ჰიალურონს დამატებული ენზიმები და ვიტამინები.
ცალკე ჯგუფს წარმოადგენს პოლინუკლეოტიდების შემცველი პრეპარატები, რომელიც იდეალურია დაზიანებული კანის დროს, აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ და ცხიმიანი კანისთვის.
ბიორევიტალიზანტების კიდევ ერთ ჯგუფს წარმოადგენს კოლაგენსტიმულატორები, პოლირძემჟავას შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე ხანგრძლივი მოქმედებით. პროცედურა აღნიშნული ჯგუფით განკუთვნილია 40წლის ზემოთ მყოფი პაციენტებისთვის ისეთ შემთხვევაში, სადაც გვხვდება გამოხატული ფიტოზი.
პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, კანის ტიპისა და პრობლემის მიხედვით.
ბიორევიტალიზაციის მიზანია : კანის გაჯანსაღება, გამკვრივება, დატენიანება, ფერისა და სტრუქტურის გაუმჯობესება, წვრილი ნაოჭების გასწორება, ფტოზის შემცირება და პრევენცია.