ალმასური დერმაბრაზია

ალმასური დერმაბრაზია არის კანის გაახალგაზრდავების და მოვლის არაინვაზიური მეთოდი. 

პროცედურის მიმდინარეობისას აპარატის ალმასური თავაკით ხდება კანის მექანიკური აბლაცია, რის შედეგადაც ფორები იწმინდება ზედმეტი ცხიმისგან, მტვრისგან და მკვდარი უჯრედებისგან. პროცედურის შემდეგ, წარმოიშვება ახალი უჯრედები, რაც კანს გლუვ, მბზინავ და ჯანსაღ იერს სძენს. 

ჩვენებები: 

  • მცირე ხაზები“ და ნაოჭები;
  • პოსტაკნე და პოსტტრავმული ნაწიბურები;
  • გაფართოებული ფორები;
  • თეთრი და შავი კომედონები;
  • ჰიპერპიგმენტაცია;
  • კანის არათანაბარი სტრუქტურა და ფერი.

დერმაბრაცია სახესა და სხეულზე ტარდება დამოუკიდებელ პროცედურად ან კურსებად, როგორც ღრმა კომპლექსური წმენდის ერთ-ერთი ეტაპი ან სხვა პროცედურებისთვის კანის მოსამზადებლად.

უკუჩვენება: 

  • კანზე ანთებითი ელემენტები;
  • ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებები. 

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე და პროცედურის დანიშნულებაზე.

მთლიანი სახის დამუშავება საშუალოდ, 15-30 წუთი გრძელდება. 

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.