მეზოთერაპია არის ინექციური პროცედურა, რომელიც გულისხმობს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობას სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ვიტამინების და ფერმენტების კოქტეილებით.
პროცედურა მოიცავს აღნიშნული ნივთიერებების კანქვეშ შეყვანას, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, გამომუშავდება კოლაგენი და ელასტინი, ტენიანდება და მკვრივდება კანი. პროცედურის ანტიოქსიდანტური თვისებების გამო კანი იძენს ჯანმრთელ ფერს და იერსახეს.
პროცედურის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ ზონებზე:
- სახე;
- ყელი;
- დეკოლტე;
- ხელები;
- ცხიმოვანი შრის საკორექციოდ;
- თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.