სპეციალისტები
მარლენ სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში

დაიბადა საქართველოში 1947 წელს. სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ქალაქ ირკუტსკში 1972 წელს. 1974 – 1984 წლებიდან დაკავდა ყბა-სახის ქირურგიით, სპეციალიზაციის შემდგომ კი მისი მოღვაწეობის მთავარ მიმართულებად იქცა პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია ჯერ საქართველოს კლინიკებში, 1993 წლიდან კი – მოსკოვში. ამ პერიოდში მან ჩაატარა 20 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის, 5 ათასზე მეტი ცხვირის ფორმის დეფორმაციის პლასტიკაში და 7 ათასი აპტოსის მეთოდებით.

გახლავთ IPRAS -ის, რუსეთისა და საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრი. ASPS-ს ამერიკის და საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრი. 2001 წლიდან – საფრანგეთის ესთეტიკურ ქირურგთა ნაციონალური საზოგადოების ღირსეული წევრი, 2005 წლიდან – ამერიკის დერმატო-ქირურგების საზოგადოების წევრი, 2007 წლიდან – იაპონიის ლიპოსაქციის საზოგადოების ღირსეული პრეზიდენტი.

გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეებთან ერთად, გვევლინება აპტოს ძაფებისა და მეთოდების იდეის ავტორად.

გამოაქვეყნა 70 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 20 – წამყვან საერთაშორისო გამომცემლობებში.

გამოცდილება
1986
1988
1996
1997
1997
1999
2001
2002
2002
2003
2003
2004
2004
2004
2004
2006
შეიმუშავა კონტურის კომპრესიის მეთოდი რინოპლასტიკაში.
შეიმუშავა რბილი ქსოვილების კანქვეშა დისექციის მეთოდი და 1996 წელს, დააპატენტა შესაბამისი ხელსაწყო "Wire Scalpel", პირველად მსოფლიოში!
Ultra-Pulse-5000C ახალი თაობის CO-2 ლაზერის დახმარებით შეასრულა ტრანსკონქუნქციული ბლეფაროპლასტიკის ოპერაცია. (CO-2 ლაზერები Ultra-Pulse 5000C, Coherent, აშშ). პირველად რუსეთში!
ესთეტიკურ ქირურგიაში გამოიყენა კომპიუტერული მოდელირება Alter Image პროგრამის ფარგლებში. პირველად რუსეთში!
დააპატენტა ქირურგიული ჭრილობების უნასკვო შეერთების მეთოდი კბილანებიანი ძაფების მეშვეობით. პირველად პლასტიკური ქირურგიის პრაქტიკაში.
შეიმუშავა სახის დაწეული რბილი ქსოვილების მინიმალურად ინვაზიური დაჭიმვის მეთოდი კბილანებიანი ძაფების მეშვეობით.
წარადგინა "ჰორიზონტალური მამოპლასტიკის" მეთოდი.
დააპატენტა Aptos მეთოდი. პირველად ესთეტიკური ქირურგიის პრაქტიკაში.
დააპატენტა მკერდის ენდოპროტეზები (იმპლანტები) კბილანებით კუთხეებზე.
სავჩენკოსთან თანაავტორობით, მან შეიმუშავა ორიგინალური ტექნიკა აუტოლიპოფილინგის შესრულებისათვის.
ორიგინალური დიზაინის ბიუსჰალტერი ქალის დიდი მკერდისთვის და სამკერდე ჯირკვლების ფიქსაციისთვის.
დააპატენტა Aptos Spring და შეიმუშავა "ცხვირ-ტუჩის ნაოჭების"ელასტიური დაჭიმვის მეთოდი.
დააპატენტა Aptos Needle და შემოგვთავაზა მინიმალურად ინვაზიური მეთოდები: სახის და კისრის რბილი ქსოვილების პტოზის; ქალის მკერდის პტოზის; მხრების შიდა ზედაპირების ჩამოწევის დასაჭიმად.
შეიმუშავა ცხვირის "ტრაპეციული ფორმის" კორექციის მეთოდი.
შეიმუშავა ცხვირის ფრთების სიგანის შევიწროვების მეთოდი L- ისებური კვეთის გამოყენებით.
დააპატენტა შეტყუპებული ნემსი და ძაფის კბილანების ახალი დიზაინი, ასევე შეიმუშავა ქირურგიული ჭრილობების და დავარდნილი ქსოვილების გაკერვის შესაბამისი მეთოდები.
კითხვის დასმა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback