სახის ლიფტინგის ოპერაცია, იგივე რიტიდექტომია, არის პლასტიკური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს სახისა და კისერზე დაბერების ხილული ნიშნების შემცირებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა დაბერებული კანის, ზედაპირული და ღრმა ნაოჭების ლოკალიზებისტვის, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდულ იერს.
სახის ლიფტინგის დროს, ქირურგი, როგორც წესი, აკეთებს ჭრილობებს თმის ხაზის გასწვრივ ან ყურების გარშემო, რისი საშუალებითაც ქაჩავენ სახის და კისრის მოშვებულ ქსოვილებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ჭარბი ცხიმი შეიძლება მოიკვეთოს ან გადანაწილდეს სახის სხვა ზონაში ჰარმონიული იერის მიღების მიზნით.
სახის ლიფტინგის ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, როგორიცაა სახის ქვედა ნაწილი, შუა სახე ან კისერი, ეს დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე.
აღნიშნული ოპერაცია ხშირად კომბინაციაშია ისეთ პროცედურებთან, როგორიცაა: ქუთუთოების ქირურგია (ბლეფაროპლასტიკა), წარბების ლიფტინგი ან კისრის ლიფტინგი სახის გაახალგაზრდავებისთვის.
სახის ლიფტინგის ოპერაციიდან რეაბილიტაციას როგორც წესი, რამდენიმე კვირა სჭირდება, ამ დროის განმავლობაში პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს შეშუპება, სისხლჩაქცევები და დისკომფორტი.
აუცილებელია ოპერაციის შემდგომი ინსტრუქციების დაცვა, რაც დადებითად აისახება შეხორცების დინამიკასა და ოპტიმალურ შედეგზე.
მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია შედგეს კვალიფიციურ პლასტიკურ ქირურგთან, რათა საფუძვლიანად იყოს განხილული როგორც პაციენტის მიზნები, ისე ჯანმრთელობის მონაცემები და განისაზღვროს ქირურგიული პროცედურის მაქსიმალური შედეგი.