მიკრონიდლინგი

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ფიბრობლასტების მიერ მცირდება  ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავება, რაც იწვევს კანის დაბერებას, ჩნდება წვრილი ნაოჭები, მცირდება კანის ელასტიურობა. საჭირო ხდება კოლაგენის სტიმულაცია, რასაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს მიკრონიდლინგის პროცედურა. 

პროცედურის დროს კანზე მინიმალური ინვაზიით, ნემსების ზემოქმედებით ხდება კანის მთლიანობის მექანიკური დაზიანება, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნას.

მიკრონიდლინგის პროცედურა ტარდება აპარატით, რომელსაც აქვს მიკრო ნემსები. ინდივიდუალურ და ერთჯერად თავაკს აქვს სხვადასხვა რაოდენობის  ნემსი, რომელიც ექიმის მიერ რეგულირებადი სიჩქარით და სიღრმით მოქმედებს კანის ზედაპირზე.

პროცედურა ტარდება შემდეგი ჩვენებისას:

  • ნაოჭების მკურნალობა;
  • გაფართოვებული ფორების და პოსტაკნე ნაწიბურების გაფერმკრთალება;
  • პიგმენტაციის დარღვევების მკურნალობა;
  • თავზე – თმის ცვენის დროს, ფოლიკულის სტიმულაციისთვის.

პროცედურა ტარდება როგორც სახეზე, ასევე ყველა იმ ზონაზე, რომელიც საჭიროებს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას: 

  • მუცელი;
  • ზურგი;
  • დეკოლტე;
  • ხელები;
  • ფეხები;
  • სტრიები;
  • ნაწიბურები – ქირურგიული, არაქირურგიული, დამწვრობის შემდეგი ნაწიბური; 
  • მოდუნებული კანი.

პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს პლაზმოთერაპიასთან ან მეზოთერაპიასთან კომბინაციაში.

პროცედურის ხანგრძლივობაა 1 საათი (აქედან ანესთეზიის დრო – 30 წუთი).

პროცედურას თან ახლავს მინიმალური დისკომფორტი და ტკივილი. კანის აღდგენის პერიოდი დამოკიდებულია დამუშავებული კანის სიღრმეზე.

პროცედურის შედეგად:

  1. კანი ხდება უფრო გლუვი;
  2. უმჯობესდება კანის სტრუქტურა;
  3. კანის ფერი ხდება ერთგვაროვანი;
  4. მცირდება ფორების და წვრილი ნაოჭების სიღრმე
  5. თავის კანზე სტიმულირდება თმის ზრდა.

გაფრთხილება: 

პროცედურა არ ტარდება კანზე ანთებითი ელემენტების არსებობის შემთხვევაში, რათა არ მოხდეს კანის მეორადი დაინფიცირება.

რეკომენდირებულია 4-6 პროცედურის ჩატარება 3-4 კვირიანი ინტერვალით.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.