ელექტროკოაგულაცია – ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება მაღალი სიხშირის ელექტრული დენი, რის შედეგადაც კანზე მიიღწევა მაღალი ადგილობრივი ტემპერატურა, აღნისნული პროცესი თავის მხრივ იწვევს დასამუშავებელი ქსოვილის კოაგულაციას – მოწვას.
ელექტროკოაგულაცია ხორციელდება სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით.
მეთოდი ფართოდ გამოიყენება მრავალი სახის წარმონაქმნების მოსაშორებლად, მათ შორის:
- მეჭეჭები;
- ფიბრომები;
- ქსანთელაზმები;
- ქსანთომები;
- მილიუმები;
- კომედონები;
- ხალები;
- პაპილომები და ა.შ.
ელექტროკოაგულაციის მანიპულაციის დროს არის მსუბუქი წვის შეგრძნება. ადგილობრივი ანესთეზია საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მუშავდება უფრო დიდი წარმონაქმნები. თითოეული ჩვენგანი ატარებს სხეულზე კანის სხვადასხვა სახის წარმონაქმნს. ბევრი მათგანი პატარა და უვნებელია, რის გამოც არ არის საჭირო მათთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. თუმცა არის შემთხვევები, როგორც სამედიცინო, ასევე ესთეტიკური მიზეზების გათვალისწინებით, დგება კანის გარკვეული დეფექტების მოცილების აუცილებლობა.
წარმონაქმნის მოცილებამდე უნდა მოხდეს მისი დიაგნოსტირება-მონიტორინგი ექიმ დერმატოლოგის მიერ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იზრდებიან ზომაში, იცვლიან გარეგნულად ფერს, ფორმას ან ქმნიან დისკომფორტს პაციენტისთვის.