სახის აპარატურული წმენდა Hydrafacial

Hydrafacial – კანის მოვლის უნიკალური პროცედურაა. მას უნიკალურობას სძენს VORTEX-FUSION ტექნოლოგია, რაც გულისხმობს სპირალური ფორმის თავაკის საშუალებით ვაკუუმით და სპეციალური ხსნარებით კანის გაწმენდას და ფორების

გასუფთავებას. სახის კანის წმენდა Hydrafacial – კანის გაახალგაზრდავების არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც თვალსაჩინო, ეფექტურ შედეგს იძლევა! სახის წმენდა აღარ არის დაკავშირებული ტკივილთან, დისკომფორტთან და კანის სიწითლესთან. Hydrafacial პროცედურის შემდეგ კანი სუფთა, დატენიანებული და მბზინვარე ხდება. 

კლასიკური პროცედურა 3 ძირითადი ეტაპისგან შედგება:

  1. კანის განახლება, გაწმენდა და ექსფოლიაცია (კანის ზედაპირული გასუფთავება);
  2. ექსტრაქცია (კანის ღრმა გასუფთავება და ზედაპირული სებორეგულაცია);
  3. ანტიოქსიდანტური თერაპია და დატენიანება, კანის გაჯერება ჰიალურონის მჟავით – დეტოქსი, განახლება და გაახალგაზრდავება.

შერჩეული პროცედურის და კონკრეტული პაციენტის ჩვენების მიხედვით, დამატებითად შესაძლოა გამოყენებული იქნას:

  • ლიმფური დრენაჟი;
  • ალმასური მიკროდერმაბრაზია;
  • ქიმიური პილინგი;
  • ანტიასაკობრივი შრატი;
  • წითელი ან ცისფერი შუქით LED თერაპია.

კლინიკური კვლევებით დადასტურებელი Hydrafacial  ტექნოლოგიის ეფექტურობა შემდეგი პრობლემების მკურნალობისთვის:

  • აკნე (I-II ხარისხის);
  • პოსტაკნე;
  • ცხიმიანი და გაფართოებული ფორებით კანი;
  • მშრალი და გაუწყლოვანებული კანი;
  • ჰიპერპიგმენტაცია;
  • დისკერატოზი;
  • სახის შეშუპება;
  • კანის დაბერება (წვრილი ნაოჭები).

პროცედურა არ საჭიროებს გაყუჩებას, არ გააჩნია სარეაბილიტაციო პერიოდი. ხანგრძლივობა 30 წუთიდან დამატებითი ეტაპების მიხედვით.  შესაძლოა ერთჯერადად ჩატარდეს როგორც ექსპრეს პროცედურა მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, პროფილაქტიკის მიზნით ჩვენების მიხედვით ან პრობლემური კანის მკურნალობისთვის. უკანასკნელ შემთხვევაში თერაპიის კურსი (6-8 პროცედურა გარკვეული ინტერვალებით) ექიმის მიერ ინიშნება. 

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.