სახისა და და სხეულის კონტურული პლასტიკა

კონტურული პლასტიკა არის არაქირურგიული, ინექციური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება კანქვეშ სპეციალური ნივთიერების -ჰიალურონის მჟავის შემცველი ფილერების შეყვანა, რომელიც დაბერების ნიშნების მოცილების საშუალებას იძლევა. კერძოდ, შესაძლებელია სახის და სხეულის კონტურების ცვლილება, ნაოჭების კორექცია და კანქვეშ არსებული დეფექტების გასწორება. 

ჰიალურონის მჟავა – ეს არის ბუნებრივი შემავსებელი, რომელიც კანის ქსოვილის ნაწილია, იგი სრულიად ბიოთავსებადია და არ იწვევს გვერდით მოვლენებს. ეფექტი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე. 

ჰიალურონის მჟავას თვისებაა: 

  • გაააქტიუროს ბუნებრივი პროცესები კანქვეშ;
  • აღადგინოს კანის მთლიანობა და რელიეფი;
  • აღმოფხვრას ნაოჭები; 
  • უზრუნველყოს ქსოვილების დატენიანება. 

სახის კონტურირების საშუალებით შესაძლებელია სახის სასურველი კონტურული შედეგის მიღწევა ინექციური კოსმეტოლოგიის გამოყენებით. პროცედურის შედეგად აღმოფხვრილია ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები და შეინიშნება ლიფტინგის აჭიმვის ეფექტიც. 

კონტურული პლასტიკა გამოიყენება: 

  • ტუჩების ფორმისა და მოცულობის შესაცვლელად;
  • ასიმეტრიის კორექციისთვის; 
  • სახის ოვალის კორექციისთვის; 
  • ცხვირის ან ნიკაპის ფორმის მოდელირებისათვის; 
  • ისეთი ნაოჭების საკორექციოდ და შესავსებად როგორიცაა: “ვენერას რგოლები”, მარიონეტის ნაოჭები, ნაზოლაბიალური ნაკეცები; 
  • სახის შუა მესამედის კორექცია და მოცულობის შევსება სახის მიდამოებში. 

კონტურული პლასტიკა ფართოდ გამოიყენება სხეულის საკორექციოდაც: 

  • მრუდე წვივების კორექცია; 
  • საჯდომის ფორმის შეცვლა; 
  • ბარძაყის და საჯდომზე არსებული დეფექტების, ცელულიტების საკორექციოდ;
  • მხრის არეებში ძლიერი სიგამხდრის გამო გამოწვეული მხრის ძვლის თავის დასაფარად;
  • გულმკერდის ზონაში არსებული ე.წ “ქათმის გულმკერდის” საკორექციოდ და ა.შ. 

პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და ეფექტის ხანგრძლივობა მოიცავს 3-5 წელს.

სახის და სხეულის კონტურირება უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც ხორციელდება კლინიკის პირობებში.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.