ალოპეციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური ფაქტორი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტების მიღება, რკინის, თუთიის, მანგანუმის ან სელენის ნაკლებობა, სტრესი და სიცივეც კი. მაგრამ თმის ცვენასთან ბრძოლის ნამდვილად ეფექტური მეთოდები არც თუ ისე ბევრია. ერთ-ერთი მათგანი არის მეზოთერაპია.
მეზოთერაპია არის თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც მიკროცირკულაციის გაუმჯობესებასა და თმის ფოლიკულურ ნივთიერებებთან ერთად ნუტრიენტებით გამდიდრებას უწყობს ხელს.
პროცედურა მოიცავს სპეციალური მედიკამენტების ინექციას, რომელიც ხელს უწყობს თავის თმიანი საფარის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას. გარდა ამისა, პროცედურა არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ასუფთავებს სკალპს და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას.
როგორც მეზოთერაპიის ერთ-ერთი სახეობა ასევე გამოიყოფა პლაზმალიფტინგი, რომლის დროს სხვადასხვა ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველი მეზოკოქტეილის ნაცვლად კანში პაციენტის სისხლიდან აღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა გამოიყენება.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
- თმის სეზონური დასუსტება და ცვენა, რომელიც სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული;
- სებორიული დერმატიტის მიერ გამოწვეული კანის პრობლემები;
- თმის ცვენა რეგულარული სტრესის ან დეპრესიის შედეგად;
- ჰორმონალური დარღვევების პროვოცირება -ენდოკრინული ჯირკვლების შეფერხება;
- ავიტამინოზით გამოწვეული თმის ცვენა;
- ინტენსიური თმის ცვენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
პროცედურა ტარდება დერმატოლოგიურ კაბინეტში წინასწარი კონსულტაციის და თმის ცვენის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ.
მეზოთერაპია ან პლაზმალიფტინგი შეიძლება დაინიშნოს როგორც თმის ცვენის მკურნალობის ერთ-ერთი თერაპიული საშუალება კომპლექსური მკურნალობის დროს. მკურნალობაში შეიძლება ჩართული იყოს ექიმი ტრიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვა. შესაბამისად, თერაპიაც ინიშნება კოსმეტოლოგიური, მედიკამენტური და კვებითი ასპექტების, ასევე სტრესის მინიმუმამდე დაყვანილი შედეგების გათვალისწინებით.
პროცედურა 15-30 წუთი გრძელდება და არ მოითხოვს ანესთეზიას. მკურნალობის ხანგრძლივობა, პროცედურების რაოდენობა და ინტერვალები ინდივიდუალურია.
თმის პლაზმოთერაპია
თმის ცვენის მკუნალობის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ადამიანის საკუთარი პლაზმის შეყვანა კანქვეშ.
პლაზმა ააქტიურებს კოლაგენის, ჰიალურონის და თმის ფოლიკულების ზრდას, ხდება კანის სტუქტურის და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რის შედეგადაც აქტიურდება მიძინებული ფოლიკულები და პროცედურის შედეგად იზრდება ხშირი და ჯანსაღი თმა.
თმის ცვენის მკურნალობა ლაზერული მეთოდით – Fotona SP Dynamis
აღნიშნული პროცედურა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია თმის ცვენის სამკურნალოდ. პროცედურა ტარდება ინოვაციური, არაინვაზიური ლაზერული აპარატით, Fotona SP Dynamis.
პროცედურის დროს ერბიუმის ლაზერული სხივი ღრმად აღწევს კანში და ააქტიურებს თმის ფოლეკულებს, ასტიმულირებს და აღადგენს მათ შესუსტებულ ფუნქციას.
პროცედურის შედეგად:
- ჩერდება თმის ცვენა;
- აქტიურდება თმის ფოლიკულების ფუნქციონირება;
- იზრდება ჯანსაღი და ხშირი თმა.