Total Charm School

ტოტალ-შარმის სკოლა გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ სასწავლო კურსებს.

სკოლის შესახებ

ტოტალ-შარმის სკოლა დაარსდა 2021 წელს, რომელიც პლასტიკური ქირურგიის, დერმატო-კოსმეტოლოგიის, APTOS ძაფების და აპარატურული პროცედურების შესწავლის საშუალებას იძლევა. 

სწავლების პროცესი გულისხმობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

სასწავლო კურსს უძღვებიან კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები: პლასტიკური ქირურგები და დერმატო – ვენეროლოგები.

ტოტალ-შარმის სკოლა სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გასცემს სერტიფიკატს.

სწავლება კადავერ მასალის კომპონენტით

ტოტალ შარმის სკოლა ატარებს კადავერ სწავლებებს ესთეტიკური და პლასტიკური მიმართულებით.

კურსის მონაწილეებს უმაღლესი ხარისხის ბიოლოგიურ მასალასთან აქვთ წვდომა და აქამდე მიღებული თეორიული ცოდნის რეალობაში გადმოტანისა და მაქსიმალურად ათვისების საშუალება ეძლევათ. 

კადავერ კურსის ხელმძღვანელი არის მსოფლიოში აღიარებული პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგი, APTOS ძაფების შემქმნელი, ბატონი მარლენ სულამანიძე.

ტოტალ-შარმის კადავერ ჰაბში სტუდენტებსა და ექიმებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ:

  • კლასიკური და ორიგინალური პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიული ჩარევები და მანიპულაციები სახესა და სხეულზე;
  • პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიული ჩარევები და მცირე ინვაზიური პროცედურები ინტიმური ზონებისთვის;
  • მინი ინვაზიური APTOS ძაფების ქირურგიული მეთოდები;
  • პარალელური და სინქრონული კადავერული დისექციები ცოცხალი ოპერაციებით და მანიპულაციებით იქნება წარმოდგენილი.

კურსი ითვალისწინებს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების მოწვევას.

ტოტალ-შარმის სკოლა გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ სასწავლო კურსებს.

ეწვიეთ ჩვენს კლინიკებს ან შეავსეთ ფორმა

ჩვენი გამოცდილება

თქვენი სილამაზის და ჯანმრთელობის გარანტია

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.