ჩვენ შესახებ
,,ტოტალ შარმი“

ისტორია
კლინიკის ისტორია 1996 წელს იწყება. ,,ტოტალ შარმი“ მაღალი პროფესიონალიზმით მცირე დროშივე საერთაშორისო ბრენდად იქცა, რის დასტურსაც წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კლინიკის ფილიალები.
კლინიკა ,,ტოტალ შარმი“ საქართველოში 2006 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან დღემდე, მოწინავე ადგილს იკავებს როგორც პლასტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო–კოსმეტოლოგიის მიმართულებით.
საქართველოში კლინიკის დაარსება ექიმების – მარლენ, კონსტანტინე და გიორგი სულამანიძეების სახელს უკავშირდება. ასევე მათ სახელთან ასოცირდება მსოფლიო მედიცინაში აღიარებული ,,აპტოს“ ძაფების შექმნა.

პროფესიონალიზმი და უმაღლესი სტანდარტები
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური წამყვანი ექიმებით, ქირურგებით და დერმატო–კოსმეტოლოგებით, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხზე ორიენტირებული მომსახურებით და პროფესიონალიზმით. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, ატარებენ სასწავლო ტრენინგებსა და ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კლინიკის პროფილებს წარმოადგენს როგორც ქირურგიული, ასევე დერმატოკოსმეტოლოგიური განყოფილება.
კლინიკის ქირურგიული ნაწილი არის აღჭურვილი უახლესი თაობის აპარატურით, რაც ჩვენი პაციენტების სიმშვიდის გარანტიაა. პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სტაციონარი კი, მაქსიმალურად არის მორგებული პაციენტების კომფორტზე.


პლასტიკური ქირურგების მიერ პლასტიკურ და ესთეტიკურ მედიცინაში წლების განმავლობაში დანერგილი უახლესი მეთოდებით, ჩატარდა არაერთი წარმატებული ოპერაცია.
კლინიკაში არსებული დერმატო–კოსმეტოლოგიური განყოფილება, მრავალწლიანი გამოცდილებით და წამყვანი სპეციალისტებით, გთავაზობთ როგორც დერმატოლოგიური და კოსმეტოლოგიური, ასევე ინექციური და აპარატურული პროცედურების ჩატარებას. კლინიკაში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პრეპარატები და უახლესი თაობის ორიგინალი აპარატები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ FDA და CE სამარკო ნიშნები.
კლინიკა ტოტალ შარმში დაგხვდებათ მშვიდი და მყუდრო გარემო, უმაღლესი სტანდარტი და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან იზრუნონ თქვენს სილამაზეზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პროფესიონალიზმი და უმაღლესი სტანდარტები
Total Charm School
,,ტოტალ შარმმა“ რამდენიმე წლის წინ დაარსა კიდევ ერთი მიმართულება – “Total Charm school”, სადაც შესაძლებელია, ქირურგიული, დერმატო–კოსმეტოლოგიური პროცედურების თეორიულ/პრაქტიკული შესწავლა და კადავერ კურსის გავლა.

