მინიფლებექტომია

ვარიკოზის მკურნალობის ერთერთი ყველაზე ეფექტური და მარტივი პროცედურაა. ვარიკოზული ვენების რთული და ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები თანამედროვე მკურნალობის მეთოდების განვითარების დამსახურებით მცირეინვაზიურ პროცედურებმა ჩაანაცვლა. რაც ნიშნავს, რომ მანიპულაცია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას, მნიშვნელოვნად მცირეა გვერდითი მოვლენების განვითარების შანსი.

მანიპულაცია ტარდება საოპერაციოში სისხლძარღვთა ქირურგის მიერ. ხანგრძლივობა 20-40 წუთი. არ საჭროებს განაკვეთებს, ზოგად ნარკოზს და ჰოსპიტალიზაციას. შესაძლოა ინექციურ სკლეროთერაპიასთან ან ვენის ლაზერულ აბლაციასთან კომბინირება.
ვარიკოზული ვენები წარმოადგენენ ზომაში გაზრდილ, რელიეფურ, დაგრეხილ სისხლძარღვებს, როგორც წესი ქვედა კიდურებზე, რაც იწვევს ტკივილს, ქავილს, სიმძიმეს და შეშუპებას ფეხებში და სხვა ტიპის დისკომფორტს. ასევე ვარიკოზული ვენები ესთეტიკურ პრობლემასაც წარმოადგენს. სწორედ ამ შემთხვევებში შეგიძლიათ მიმართოთ ინექციურ სკლეროთერაპიას.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.