არის სხვადასხვა ფორმის ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, დაზიანებულ სისხლძარღვში შეყავთ სპეციალური გამაღიზიანებელი ნივთიერება-სკლეროზანტი, რაც გარკვეული პირობების დაცვის შემდეგ ხელს უწყობს ვენის სრულად გაქრობას. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა, ინექციის ადგილი გადაიხვევა ელასტიური სახვევით. პროცედურის შემდეგ შეიძლება შეინიშნებოდეს პიგმენტაცია, რომელიც სრულად ალაგდება 2 კვირამდე ვადაში.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
- მცირე ზომის ზედაპირული სისხლძარვები
- გაფართოებული კაპილარები სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე
- ვენური კვანძები
- მცირე დიამეტრის კანქვეშა ვენები
პროცედურის შესრულებისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნემსი ან მინიკათეტერი. თანამედროვე სკლეროზანტები სრულიად უსაფრთხოა. სკლეროთერაპია შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეთიკურ შედეგს იძლევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან რიგ შემთხვევაში სამუდამოდ.