ჩვენ შესახებ

,,ტოტალ შარმი“

Total Charm

,,ტოტალ შარმიპლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის  კლინიკების საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტებით და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით თუ მეთოდოლოგიით.

 

ისტორია

კლინიკის ისტორია 1996 წელს იწყება. ,,ტოტალ შარმიმაღალი პროფესიონალიზმით მცირე დროშივე საერთაშორისო ბრენდად იქცა, რის დასტურსაც წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კლინიკის ფილიალები.

კლინიკა ,,ტოტალ შარმისაქართველოში 2006 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან დღემდე, მოწინავე ადგილს იკავებს როგორც პლასტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატოკოსმეტოლოგიის მიმართულებით.


საქართველოში კლინიკის დაარსება ექიმებისმარლენ, კონსტანტინე და გიორგი სულამანიძეების სახელს უკავშირდება. ასევე მათ სახელთან ასოცირდება მსოფლიო მედიცინაში აღიარებული ,,აპტოსძაფების შექმნა.

პროფესიონალიზმი და უმაღლესი სტანდარტები

კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური წამყვანი ექიმებით, ქირურგებით და დერმატოკოსმეტოლოგებით, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხზე ორიენტირებული მომსახურებით და პროფესიონალიზმით. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, ატარებენ სასწავლო ტრენინგებსა და ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კლინიკის პროფილებს წარმოადგენს როგორც ქირურგიული, ასევე დერმატოკოსმეტოლოგიური განყოფილება.

კლინიკის ქირურგიული ნაწილი არის აღჭურვილი უახლესი თაობის აპარატურით, რაც ჩვენი პაციენტების სიმშვიდის გარანტიაა. პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სტაციონარი კი, მაქსიმალურად არის მორგებული პაციენტების კომფორტზე.

პლასტიკური ქირურგების მიერ პლასტიკურ და ესთეტიკურ მედიცინაში წლების განმავლობაში დანერგილი უახლესი მეთოდებით, ჩატარდა არაერთი წარმატებული ოპერაცია.


კლინიკაში არსებული დერმატოკოსმეტოლოგიური განყოფილება, მრავალწლიანი გამოცდილებით და წამყვანი სპეციალისტებით, გთავაზობთ როგორც დერმატოლოგიური და კოსმეტოლოგიური, ასევე ინექციური და აპარატურული პროცედურების ჩატარებას. კლინიკაში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პრეპარატები და უახლესი თაობის ორიგინალი აპარატები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ FDA და CE სამარკო ნიშნები.

კლინიკა ტოტალ შარმში დაგხვდებათ მშვიდი და მყუდრო გარემო, უმაღლესი სტანდარტი და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან იზრუნონ თქვენს სილამაზეზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პროფესიონალიზმი და უმაღლესი სტანდარტები

Total Charm School

,,ტოტალ შარმმა“ რამდენიმე წლის წინ დაარსა კიდევ ერთი მიმართულება – “Total Charm school”სადაც შესაძლებელია, ქირურგიული, დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურების თეორიულ/პრაქტიკული შესწავლა და კადავერ კურსის გავლა.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.