ბოტულინოთერაპია

ბოტოქსი, ანუ ბოტულინო ტოქსინი არის პრეპარატი, რომელიც ნეირომუსკულური სინაფსის დონეზე იწვევს კუნთოვანი ბოჭკოების დროებით დათრგუნვას და კუნთების დაჭიმვის რეცეპტორების აქტივობის დაქვეითებას. 

ბოტულინოთერაპია არის მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პროცედურა. ბოტულინის ტოქსინის ინექციები ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე. საჭიროებიდან გამომდინარე, პრეპარატის დოზას არჩევს თავად ექიმი. სრული ეფექტი მიიღწევა მხოლოდ 2 კვირის შემდეგ.

ბოტულინის ტოქსინი არის დოზადამოკიდებული პრეპარატი. რაც უფრო მაღალია ტოქსინის შეყვანის დოზა, მით უფრო დიდზანს გრძელდება კუნთის დროებითი ბლოკირება და ხანგრძლივია შედეგიც. თუ პაციენტს სურს, რომ გამომეტყველება ბუნებრივი ჰქონდეს, ნაკლები დოზირებაა საჭირო. 

არსებობს კიდევ ერთი კონცეფცია – წამლის მიმართ მდგრადობა. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ბოტულინის ტოქსინის მიმართ  განმეორებითი ინექციების შემდეგ ანტისხეულები წარმოიქმნება  პაციენტების 1-5% – ში, რაც განპირობებულია მოკლე ინტერვალით პრეპარატის დიდი დოზების (250 ერთეულზე მეტი) შეყვანით, ან ხშირი ინტერვალით მცირე დოზების შეყვანით. 

ბოტულინის ტოქსინის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნის შემთხვევაში გამოიყენება სხვა სეროლოგიური ტიპები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინექციებს შორის იყოს შენარჩუნებული 4-6 თვიანი ინტერვალი. პრეპარატი მეტაბოლიზდება და  მთლიანად გამოიყოფა ღვიძლიდან. 

ჩვენებები

  • წარბებს შორის ვერტიკალუი ნაოჭების კორექცია; 
  • ჰორიზონტალური ნაოჭები შუბლის მიდამოში;
  • თვალის ირგვლივ ე.წ. ,,ბატის თათები“ კორექცია;
  • ზემო ტუჩის ე.წ. ,,მწეველის ნაოჭები“;
  • ცხვირის ზურგის ნაოჭები;
  • სახის ოვალის ქვედა მესამედის კორექცია;
  • ყელის ნაოჭების – პლატიზმის კორექცია;
  • ღრძილოვანი ღიმილის დროს (ზედა ღრძილების გამოჩენა ღიმილისას)- ასიმეტრიული ღიმილი;
  • ტუჩების ხაზისა და მოცულობის კოერქცია სწორი ფონეტიკისთვის;
  • ორთოდონტიული პრობლემების დროს – საღეჭი კუნთების ჰიპერტონიულობის მოსახსნელად;
  • საღეჭი კუნთების დისფუნქციის, ბრუქსიზმის (კბილების გახეხვის) და საღეჭი კუნთების სპაზმის დროს;
  • შაკიკი;
  • ცალმხრივი ან ორმხრივი ბლეფაროსპაზმის მკურნალობა;
  • იღლიის, ხელისა და ფეხისგულების ჰიპერჰიდროზის მკურნალობა;
  • ნახევარსახის სპაზმი;
  • პარალიზური სტრაბიზმი;
  • სპასტიური ტორტიკოლისი; კუნთების ადგილობრივი სპაზმი – ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტის დროს. 

არსებობს მეთოდი სახელწოდებით ,,მეზობოტოქსი“, რომელიც არის პრეპარატის მიკროდოზების კანქვეს შეყვანის პროცედურა კანზე არსებული წვრილი ნაოჭების საკორექციოდ. 

ბოტოქსის უკუჩვენება: 

  • ჰიპერმგრძნობელობა;
  • მიასთენიური და მიასთენიის მსგავსი სინდრომები (ლამბერტ-იტონის სინდრომის ჩათვლით);
  • ამინოგლიკოზიდებთან ან სპექტინომიცინებთან ერთდროული გამოყენება;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • მაღალი მიოპია;

ინექციის შემდგომ შესაძლოა იყოს გამოხატული: 

  • თავის ტკივილი;
  • ტკივილი ინექციის ადგილზე;
  • ჰემატომა ინექციის ადგილზე. 

აღნიშნული სიმპტომები 3-5 დღეში თავისით ალაგდება.   

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.