ოტოპლასტიკა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ყურის ოპერაცია, არის კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც შექმნილია ყურების ფორმის, პოზიციის ან პროპორციის გასაუმჯობესებლად. ეს ოპერაცია ხშირად ტარდება ამობურცული ყურების ან ყურის სხვა დეფორმაციის გამოსასწორებლად, რაც უზრუნველყოფს უფრო ბუნებრივ და ჰარმონიულ გარეგნობას.
ოტოპლასტიკის სახეები:
ყურის ფორმის და მდებარეობის შეცვლა: ეს პროცედურა გულისხმობს ხრტილის შეცვლას უფრო ბუნებრივი ფორმის შესაქმნელად და ისეთი დარღვევების აღმოფხვრას, როგორიცაა: ზედმეტად დიდი, გამოშვერილი ყურები და დეფორმაციები.
ყურის ბიბილოს ქირურგია: ასწორებს ყურის ბიბილოს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ჩახეული, დიდი ან დაჭიმული ყურის ბიბილოები ან სხვა დარღვევები.
ტექნიკა:
ოტოპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, კონკრეტული მიზნების და პაციენტის ანატომიის გათვალისწინებით.
რეაბილიტაციის პერიოდი:
ოტოპლასტიკიის ოპერაციის რეაბილტაციის პროცესი ჩვეულებრივ მოიცავს გარკვეულ შეშუპებას, სისხლჩაქცევებს და დისკომფორტს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან – კვირამდე.
მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია შედგეს კვალიფიციურ პლასტიკურ ქირურგთან, რათა საფუძვლიანად იყოს განხილული როგორც პაციენტის მიზნები, ისე ჯანმრთელობის მონაცემები და განისაზღვროს ქირურგიული პროცედურის მაქსიმალური შედეგი.