პლაზმათერაპია (პლაზმალიფტინგი) პლაზმალიფტინგი არის მეზოთერაპიის ერთ-ერთი სახეობა – ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც, სამკურნალო ზონაში გამოიყენება ადამიანის საკუთარი სისხლის პლაზმა.
საინექციო მასალა – პლაზმა – გამდიდრებულია თრომბოციტებით და ვიტამინების ბუნებრივი კომბინაციით. ეს გახლავთ ბუნებრივი ,,ახალგაზრდობის ელექსირი“.
ინოვაციური ინექციური პროცედურა კანის ღრმა დატენიანებისთვის, სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და გაახალგაზრდავებისთვის სხეულის სხვადასხვა უბანზე ტარდება:
- სახე
- ყელი
- დეკოლტე
- ხელის მტევნები
- მუცლის არე (სტრიების მკურნალობა)
ასევე ძალიან ეფექტურია თმის ცვენის სამკურნალოდ, რადგან პლაზმის შემცველობა უზრუნველყოფს ანგიოგენეზის გააქტიურებას, უჯრედების პროლიფერაციას (უჯრედების ზრდის სტიმულირებას).
სისხლის პლაზმა ააქტიურებს კოლაგენის, ჰიალურონის და თმის ფოლიკულების ზრდას. ხდება კანის სტრუქტურის და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება,ასევე აქტიურდება თმის მიძინებული ფოლიკულები.
პლაზმათერაპიას ფაქტობრივად არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. პლაზმოლიფტინგის მეთოდები პაციენტის საკუთარი ბიომასალის გამოყენებიდან გამომდინარე გამორიცხავს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
- კანის და სახის ოვალის ასაკობრივი ცვლილებები
- აკნეს და პოსტაკნეს ნაწიბურების კომპლექსური მკურნალობა
- ფოტოდაბერების ნიშნები, პიგმენტაცია, ცელულიტი
- სებორეული დერმატიტის კომპლექსური მკურნალობა
- კანის არათანაბარი ფერი და რელიეფი
- თმის ცვენის მკურნალობა
პლაზმოლიფტინგის პროცედურების რაოდენობა, დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე. როგორც წესი, კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ინტერვალებით.
რა შემთხვევაში არ შეიძლება ჩატარდეს პლაზმოლიფტინგის პროცედურა?
- დაავადების გამწვავების ეტაპი
- ორსულობა და ლაქტაცია
- ინფექციური პროცესები
- სიმსივნური დაავადებები და მათი გარეგნობის ტენდეცია
- აუტოიმუნური დაავადება
- კანის დაავადებები