რინოპლასტიკა, იგივე ცხვირის ოპერაცია არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ცხვირის ფორმის ან ზომის შეცვლას.
აღნიშნული ოპერაციის საფუძველი შესაძლოა იყოს: კოსმეტიკური ასპექტი, ცხვირის გარეგნული მახასიათებლების გაუმჯობესება და სახის სიმეტრიის დაცვა.
სამედიცინო მიზეზების თვალსაზრისით ოპერაციის საჭიროება დგება ისეთი ანამნეზის დროს, როგორიცაა: სუნთქვის პრობლემები და ტრავმის ან თანდაყოლილი ინვალიდობის შედეგად გამოწვეული დეფორმაციები.
არსებობს სხვადასხვა ტიპის რინოპლასტიკა და ოპერაციის სტილი განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია შედგეს კვალიფიციურ პლასტიკურ ქირურგთან, რათა საფუძვლიანად იყოს განხილული როგორც პაციენტის მიზნები, ისე ჯანმრთელობის მონაცემები და განისაზღვროს ქირურგიული პროცედურის მაქსიმალური შედეგი.