სახის კანის წმნედა

კანის პროფესიონალური წმენდა – საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი, ლამაზი კანის შენარჩუნებასა და მცირე ნაკლოვანებების კორექციისათვის. წმენდა, შეიძლება როგორც დამოუკიდებელ პროცედურად, ასევე სხვა პროცედურების მოსამზადებელ ეტაპად, ჩატარდეს. სახის კანის საფუძვლიანი წმენდა მას თანაბარ ფერს, სიგლუვეს სძენს, ფორების შევიწროვებას ხელს უწყობს, კანის ტურგორს და დერმის ელასტიურობას ზრდის. ასევე კანი შავი წერტილების, გამონაყარისგან და სხვა მცირე დეფექტებისგან თავისუფლდება. 

წმენდის სრული პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 

სპეციალისტის კონსულტაცია

კოსმეტოლოგი კანს ვიზუალურად ათვალიერებს, აკვირდება ანამნეზს, რადგან შესაძლოა კანის დერმატოლოგიური პრობლემები გამოვლინდეს. ასევე წმენდისა და თერაპიის ოპტიმალურ მეთოდს არჩევს. 

გასუფთავება და დემაკიაჟი. სკრაბი ან/და ალმასური დერმაბრაზია

ამ ეტაპზე ეპიდერმისის რქოვანა შრის ჩამოფცქვნა ხდება. მნისვნელოვანია ფორების დარბილება სპეციალური ნიღბის საშუალებით, რაც წმენდის მომდევნო ეტაპების ეფექტურობას ზრდის. 

უშუალოდ წმენდა

ექიმის დანიშნულების მიხედვით შეირჩევა მექანიკური, ვაკუუმური, ქიმიური, ლაზერული, ულტრაბგერითი ან კომბინირებული წმენდის მეთოდი. ამ დროს ზედმეტი ცხიმის, ღია და დახურული კომედონების, მილიუმის კვანძების მოცილება ხდება. 

დამატებითი აპარატული მოვლა

ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარსონვალიზაცია, მიოსტიმულაცია, მიკრომასაჟი დაინიშნოს, რაც სისხლის მიმოქცევისთვის, ლიმფოდრენაჟისთვის და კანის რეზისტენტული თვისებების გაუმჯობესებისთვის არის სასარგებლო. 

დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება

ნიღაბი, საცხი, შრატი – კანის ტიპის მიხედვით შეირჩევა. აღნიშნული მანიპულაციების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია კანზე სიწითლე აღინიშნებოდეს, რაც უახლოესი საათის განმავლობაში გაივლის. 

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური წმენდა სახლის პირობებში წმენდასთან შედარებით მისი კვალიფიციური მეთოდიკით და ეფექტურობით გამოირჩევა, ასევე მნიშვნელოვანი ჰიგიენური ასპექტის გათვალისწინება. ასეპტიკის და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვის პირობებში დამატებითი ინფექციის შეტანის რისკი მცირდება. გამოყენებული იარაღები სპეციალურ დეზინფექციას ექვემდებარება, უმეტესი წილი კი ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. 

პროცედურა 20 წუთიდან 1,5 საათამდე გრძელდება. 

პერიოდულობა: 

წმენდის ჩატარება ჩვენების მიხედვით არის რეკომენდირებული. პრობლემური ან ცხიმიანი კანის შემთხვევაში, პროფილაქტიკური მიზნებისთვის პროცედურა მიზანშეწონილია წელიწადში 1-2 ჯერ ან მეტჯერ.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.