სახის ლაზერული გაახალგაზრდავება – FOTONA 4D

Fotona SP Dynamis  გახლავთ უახლესი და უნიკალური არაინვაზიური ლაზერული  აპარატი, რომელიც აღჭურვილია ორი  ძლიერი ლაზერული  სხივით: 
ერბიუმ Er:YAG 2940 და  Nd:YAG – 1064 ნანომეტრი.

აპარატი მულტიფუნქციურია და მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

  • კოსმეტოლოგიური;
  • ქირურგიული;
  • გინეკოლოგიური;
  • ხვრინვის და ძილის აპნოეს მკურნალობა.

FOTONA 4D – არაინვაზიური, არაოპერაციული, ლაზერული სახის პილინგი.   

Fotona4D –  პროცედურა მოიცავს ლაზერის ორი სხივის Er:YAG – Nd:YAG სხივს და 4 ეტაპს:

1D- SmoothLiftin™

Fotona4D იწყება პირის ღრუს ლაზერით დამუშავებით. შედეგად პირის ღრუ მომენტალური ეფექტით იჭიმება და პირის ღრუს ლორწოვანი ხანგრძლივ პერსპექტივაში არის გამკვრივებული.  

2D Step 2: FRAC3®

პირისღრუს დამუშავების შემდეგ იწყება სახის კანი გარედან დამუშავება მეორე ეტაპით, რომლის დროსაც უმჯობესდება სახის კანის სტრუქტურა, სტატიკური ნაოჭები და პიგმენტური ლაქები.

3D Step 3: PIANO®

მესამე ეტაპი არის კანის უსაფრთხო და სწრაფი გათბობა, შედეგად, კანი იძენს მეტ სიმკვრივეს და სტრუქტურულად უმჯობესდება.

4D Step 4: SupErficial

ბოლო ეტაპი არის მსუბუქი/ზედაპირული ლაზერული პილინგი/აბლაცია, რომელიც კანს მოაცილებს მკვდარ უჯრედებს და შედეგად ის იღებს უფრო მბზინავ/გლუვ ეფექტს.

რას უნდა ველოდოთ?

Fotona4D პროცედურა გრძელდება 30-45 წთ, რომელსაც თითქმის არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი და დისკომფორტი.

მომენტალური ეფექტის გარდა პროცედურის სრული ეფექტის დადგომას სჭირდება 1 თვიდან 3 თვემდე.

პრიორიტეტები: 

  • მინიმალური გვერდითი მოვლენები;
  • არაინვაზიურია;
  • ინვესტიცია კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაში;
  • ხანგრძლივი შედეგი.

სახის კანის ლიფტინგის შედეგად:

  • სადავდება ცხვირ-ტუჩის ნაოჭი; 
  • უმჯობესდება კანის სტრუქტურა, ხდება უფრო მკვრივი;
  • სწორდება სახის ოვალი; 
  • მცირდება ნაოჭები;
  • უმჯობესდება კანის ფერი და რელიეფი;
  • პროცედურა არაინვაზიურია, ტარდება ნემსების და ანესთეზიის გარეშე.

პროცედურა კომფორტულია და არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

FotonaXP Dynamis ლაზერის პროცედურით შესაძლებელია:

  1. კაპილარების მოცილება- როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. ჰემანგიომა, ტელეანგიექტაზიები, წითელი ხალები;
  2. ონიქომიკოზი – ლაზერით ფრჩხილის დამუშავება; 
  3. კანის წარმონაქმნების მოცილება;
  4. გამოიყენება აქტიური აკნეს და როზაცეას დროს, უზრუნველყოფს გამონაყარის გაშრობას და ალაგებას.
  5. ფრაქციული აბლაციის პროგრამა ალაგებს პოსტაკნე ნაწიბურებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. ასაკობრივი ცვლილებების მკურნალობა.
  6. თმისცვენის პრევენცია/მკურნალობა – ლაზერის სხივი ასტიმულირებს თმის ფოლიკულს, შედეგად მცირდება თმის ცვენა, მატულობს თმის ზრდა.
  7. სტრიებისა და ნაწიბურების მოცილება/მკურალობა.

კაპილარების მოცილება FotonaXP Dynamis ლაზერით

რუტინული პროცედურაა სხვადასხვა ზომის სისხლძარღვების მოსაცილებლად, როგორიცაა ჰემანგიომა, ტელეანგიექტაზიები,  port-wine ლაქა, ანგიომები.

ლაზერის გრძელი Nd:YAG სხივი, რომელი 5-6 მმ ზე აღწევს კანში, სელექციურად ახდენს სისხლძარღვის აღქმას და მოცილებას. კვლევებმა აჩვენა რომ პაციენტების 75% ში აღნიშნული მეთოდით მნიშვნელოვან შედეგს აღწევს.

ონიქომიკოზის მკურნალობა

ონიქომიკოზის სამკურნალოდ ClearSteps არის რევოლუციური მეთოდი. პროცედურა არის სწრაფი და ეფექტური.

ფორონას Nd:YAG- სხივით ღრმად თბება ფრჩხილი და მის გარშემო კანი, შეეგად ხდება სოკოს მკურნალობა ფფრჩხილის დაზიანების გარეშე. 

მეთოდის პრიორიტეტი:

პაციენტს აღარ უწევს ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მიღება. 

ხვრინვის მკურნალობა- Fotona Nightlase

პროცედურა არის არაინვაზიური Er:YAG ლაზერული მეთოდი, რომლის ჩატარების შემდეგ პაციენტს მშვიდად სძინავს. 

ლაზერის მეშვეობით მუშავდება პირის ღრუ, რბილი სასა, რაც თავის მხრივ ამკვრივებს ქსოვილს და ეტაპობრივად უმჯობესდება ღამის აპნოე, შესაბამისად, პაციენტს ღამით ნაკლებად ეღვიძება. 

პროცედურა არაინვაზიურია, ხანმოკლე და ეფექტურია.

მკურნალობა საჭიროებს საშუალოდ 3-6 პროცედურას 2-3 კვირის ინტერვალით. 

Fotona SmoothEye

Fotona SmoothEye არის ლაზერის Er:YAG სხივით თვალის გარშემო კანის დამუშავების არაინვაზიური, არააბლაციური მეთოდი. პროცედურის დროს ხდება კოლაგენის წარმოქმნის სტიმულაცია. პროცედურა კომპორტულია, მიმდინარეობს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.

რა არის SmoothEye?

ახალი არააბლაციური Fotona SMOOTH ფუნქცია, მიმართული პერიოკულარული ზონისკენ, რის შედეგადაც მცირდება წვრილი დანაოჭება და მკვრივდება კანის სტრუქტურა. პროცედურა საჭიროებს რამდენიმე სესიას, ინდივიდუალურად. 

პროცედურა მომენტალურად ამკვრივებს პერიორბიტალურ სახეს,

ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აძლიერებს ნეოკოლაგენეზს.

პრიორიტეტები:

  • არ საჭიროებს რეაბილიტაციას;
  • არაინვაზიური;
  • უსაფრთხო და ეფექტური.

Fotona HAIRestart

ფოტონა HAIRestart არის თმის ღერის სტიმულაცია ლაზერული სხივით. პროცედურა არის ინოვაციური, ეფექტური, უსაფრთხო და უმტკივნეულო. 

პროცესი: თმის ფილიკულისკენ მიმართული, სელექციურად შერჩეული Er:YAG ლაზერის სხივი ნაწილდება არააბლაციურად, მოქმედებს ნაზად და ეფექტურად თავის კანზე და ათბობს მას.

ლაზერის სხივი ასტიმულირებს თმის ფოლიკულს, რის შედეგადაც ხდება თმის ღერის ზრდის სტიმულაცია.

პროცედურის შედეგი:

  • თმის ცვენის პრევენცია;
  • მატულობს თმის ღერის სისქე;
  • ასტიმულირებს ახალი ფოლიკულების ზრდას;
  • არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

ეფექტურობა

ჩატარებული კვლევები ადასტურებს მეთოდის ეფექტურობას. კვლევის (Day D. et al., 2021) თანახმად, თმის ღერის სტრუქტურა 93% შემთხვევებში უმჯობესდება, ამასთან თავზე კანიც უფრო ელასტიური, ნაკლებად მშრალი და სტრუქტურულად სქელი ხდება.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.