სკლეროთერაპია

არის სხვადასხვა ფორმის ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, დაზიანებულ სისხლძარღვში შეყავთ სპეციალური გამაღიზიანებელი ნივთიერება-სკლეროზანტი, რაც გარკვეული პირობების დაცვის შემდეგ ხელს უწყობს ვენის სრულად გაქრობას. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა, ინექციის ადგილი გადაიხვევა ელასტიური სახვევით. პროცედურის შემდეგ შეიძლება შეინიშნებოდეს პიგმენტაცია, რომელიც სრულად ალაგდება 2 კვირამდე ვადაში.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მცირე ზომის ზედაპირული სისხლძარვები
  • გაფართოებული კაპილარები სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე
  • ვენური კვანძები
  • მცირე დიამეტრის კანქვეშა ვენები

პროცედურის შესრულებისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნემსი ან მინიკათეტერი. თანამედროვე სკლეროზანტები სრულიად უსაფრთხოა. სკლეროთერაპია შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეთიკურ შედეგს იძლევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან რიგ შემთხვევაში სამუდამოდ.

დაგვიკავშირდით

თბილისი

ვ.ორბელიანის ქუჩა #18

ბათუმი

პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15

მანამდე / შემდეგ

სხვა სერვისები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.