
უნიკალური ქართული პროდუქტია, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს საქართველოს და მსოფლიო ბაზარზე. აპტოს ძაფების შექმნის იდეა ეკუთვნის ცნობილ პლასტიკურ ქირურგს, მარლენ სულამანიძეს. პირველი იდეა 1987 წელს დაიბადა ხოლო პირველი ძაფი 1996 წელს შეიქმნა. ამჟამად Aptos-ის სახელით იწარმოება 30ზე მეტი პროდუქტი და მათი გამოყენება 50 მეთოდით არის შესაძლებელი.
პოლირძემჟავისგან დამზადებული კბილანებიანი ძაფი გამოიყენება კანის მცირეინვაზიური ლიფტინგისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია სახეზე, ტანზე და ასევე ინტიმურ ზონაზე.
ძაფის უპირატესობა მისი მცირე ინვაზიურობა და მაღალი ეფექტურობაა. ძაფი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც ეხმარება კანს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებაში, რომელიც თავის მხრივ ამუჯობესებს კანის სტრუქტურულ მდგომარეობას.

სამუშაო ზონებია:
სახე – წარბის ზონა, ყვრიმალის ზონა, ცხვირტუჩის ნაოჭი, ოვალის ზონა, მარიონეტის ნაოჭი, ღაბაბის ზონა.
ტანი – მკერდის ლიფტინგი, მკლავების კანის ლიფტინგი, მუცლის წინა კედლის კანის ლიფტინგი, დუნდულოების ლიფტინგი, ბარძაყების ლიფტინგი.
ინტიმური ზონა – ქალები – შარდის სტრესული შეუკავებლობა, საშოს ღიაობა, ინტიმური ზონის ვიზუალიზაცია.
პროცედურის ხანგრძლივობა 20-30 წუთია ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი 1-2 დღე გრძელდება.
საბოლოო შედეგის მისაღებად საჭიროა 2 კვირა, ხოლო შედეგი გრძელდება 2 წელი.