ენდერმოლოგია არის კანის მექანიკური სტიმულაცია, უჯრედული მეტაბოლიზმის ბუნებრივი გააქტიურების არაინვაზიური და არააგრესიული მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის მდგრად დამუშავებას და კანის დაბერების შეჩერებას.
LPG მასაჟის უპირატესობაა ის, რომ ვაკუუმური მანიპულის საშუალებით მუშავდება კანის უფრო ღრმა ფენები, მასაჟის ინტენსივობა თანაბარია სრული პროცესის განმავლობაში და ექვსჯერ მაღალია ვიდრე მანუალური მასაჟის დროს.
LPG – მასაჟი მსოფლიოში ერთადერთი მეთოდია, რომელიც ბუნებრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის სინთეზის გასააქტიურებლად კანის ღრმა რეგენერაციისთვის.
LPG მასაჟის შედეგად ხდება:
- ცელულიტის შემცირება;
- კანის გამკვრივება;
- სხეულის გარშემოწერილობის შემცირება;
- სხეულიდან ზედმეტი ცხიმის გამოდევნა;
- ლიმფოდრენაჟი.
LPG სახის მექანიკური მასაჟი აღადგენს და ინარჩუნებს კანში არსებულ კოლაგენის რაოდენობას, ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავით კანის ბუნებრივ დატენიანებას, რაც სახის ოვალს უბრუნებს მის ბუნებრივ მოცულობას.
LPG სახის პროცედურა შესაძლებელია გაკეთდეს ყველა ტიპის კანზე, ძალიან ეფექტურია ლიმფური დრენაჟისთის. პროცედურა ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
LPG პროცედურა:
- ამკვრივებს კანს;
- ამცირებს შეშუპებას;
- ამცირებს წვრილ ნაოჭებს;
- ანიჭებს სახეს მბზინვარებას,