ტოტალ-შარმის სკოლა გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ სასწავლო კურსებს.
სკოლის შესახებ
ტოტალ-შარმის სკოლა დაარსდა 2021 წელს, რომელიც პლასტიკური ქირურგიის, დერმატო-კოსმეტოლოგიის, APTOS ძაფების და აპარატურული პროცედურების შესწავლის საშუალებას იძლევა.
სწავლების პროცესი გულისხმობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
სასწავლო კურსს უძღვებიან კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები: პლასტიკური ქირურგები და დერმატო – ვენეროლოგები.
ტოტალ-შარმის სკოლა სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გასცემს სერტიფიკატს.
სწავლება კადავერ მასალის კომპონენტით
ტოტალ შარმის სკოლა ატარებს კადავერ სწავლებებს ესთეტიკური და პლასტიკური მიმართულებით.