ტოტალ შარმი

ტოტალ შარმიპლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელს წარმოადგენს. მისი ფილიალები თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პრაღასა და ვალენსიაში მდებარეობს. „ტოტალ შარმის“ ყველა კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა. კლინიკის პირველი ფილიალი მოსკოვში 1996 წელს გაიხსნა. პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სფეროში 24 წლიანი სამუშაო გამოცდილებით „ტოტალ შარმმა“ პაციენტებსა და კოლეგებში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული კლინიკის სახელი დაიმკვიდრა. „ტოტალ შარმის“ ექიმები საკუთარი გამოცდილებითა და მუშაობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, ატარებენ სასწავლო ტრენინგებსა და ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია კლინიკის ქირურგების ექიმ მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეების მიერ გამოგონილი და მსოფლიო მედიცინაში აღიარებული „აპტოსის“ ძაფებით კანის დაჭიმვის მეთოდი. საქართველოში, მხოლოდ „ტოტალ შარმის“ კლინიკებშია შესაძლებელი აღნიშნული მეთოდით სახისა და სხეულის კანის გადაჭიმვა მეთოდის ავტორებთან.

სერვისები
კონტურული პლასტიკა

კონტურული პლასტიკა არის სახის და სხეულის ასაკობრივი და პოსტრავმატული დეფექტების კორექცია დერმალური ფილერების ინექციის გზით. პროცედურისთვის გამოიყენება სხვადასხვა მახასიათებლების და შემადგენლობის ფილერები (გელები) კანის ზედაპირის გასწორებისთვის, მოცულობის აღდგენისთვის და მომატებისთვის.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • ზედაპირული და ღრმა ნაოჭები/ნაკეცები
  • პოსტრავმატული ნაწიბურების კორექცია
  • ქსოვილების მოცულობის დეფიციტი
  • ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის, ცხვირის ესთეტიკური კორექცია
  • თვალის ქვემოთ უპეები
  • ტუჩების გარშემო წვრილი ნაოჭები
  • სხეულის ნებისმიერი მონაკვეთის მცირე დეფექტები

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 15-40 წუთი. შედეგი 10-12 თვემდე ნარჩუნდება.

ჩაწერა
მეზოთერაპია

მეზოთერაპია – არის მცირე დოზის მედიკამენტების შეყვანა უშუალოდ კანქვეშ. მეზოთერაპიის ეფექტი მიიღწევა როგორც პრეპარატის სამკურანალო თვისებების დამსახურებით, ასევე კანზე მდებარე ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულაციით. მეზოთერაპია ძალიან სასარგებლო, პროფილაქტიური და სამკურნალო პროცედურაა.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • კანის დაბერების პროცესის პროფილაქტიკა და შენელება
  • სხვადასხვა ტიპის ნაწიბურები (ატროფიული, კელოიდური, ჰიპერტროფიული)
  • აკნე
  • ალოპეცია
  • წინასაოპერაციო მომზადება
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაცია
  • აგრესიული კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდგომი რეაბილიტაცია
  • ნაოჭები
  • პიგმენტაცია
  • კანის ტონუსის აღდგენა
  • ღაბაბის მოცილება
  • ოვალის მკვეთრი კონტურის აღდგენა
  • თვალის ქვემოთ სიმუქის და შეშუპების მკურნალობა
  • კანის ფერის და ტექსტურის გათანაბრება
  • კანის დატენიანება და გამკვრივება

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. მოითხოვს მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურას 1-2 კვირიანი ინტერვალებით.

სტატიები ბლოგში:
მეზოთერაპიის ჩვენებები

▶ 10 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ

▶ გამონაყარისა და აკნეს მკურნალობა

ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ჰკითხე ექიმს
ხშირად დასმული შეკითხვები
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback