ბლეფაროპლასტიკა არის ოპერაცია თვალის ქუთუთოს ფორმის კორექციისთვის. ამ ტიპის ჩარევა ზედმეტი კანის და ცხიმის ამოკვეთას გულისხმობს.
ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:
განაკვეთი თვალის გარშემო ბუნებრივ ნაკეცში კეთდება ან თვალის ლორწოვანის მხრიდან (ტრანსკონიუქტივალური მეთოდი). ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ზოგადი ნარკოზის ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა – 1-1,5 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.
სტატიები ბლოგში:
▶ ნუშისებრი თვალის ფორმა Aptos ძაფებით
რიტიდოპლასტიკა არის გამაახალგაზრდავებელი ოპერაცია გამოხატული ასაკობრივი ცვლილებების კორექციისთვის როგორც სახის ცალკეულ მონაკვეთებზე, ასევე მთლიანი სახის და კისრის მიდამოებში. კანის ინდივიდუალური თავისებურებების კორექციისთვის ოპერაცია ტარდება ახალგაზრდა ასაკში, ასაკობრივი ცვლილებების კორექციისთვის – 40-45 წლის შემდეგ.
ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:
განაკვეთები კეთდება შეუმჩნეველ ზონებში (ყურის უკან, თმიზ ზრდის ხაზის ზემოთ). ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ზოგადი ნარკოზის ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. მოითხოვს სტაციონარულ მეთვალყურეობას 1-2 დღის განმავლობაში. ხანგრძლივობა – 1,5 საათიდან. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.
სტატიები ბლოგში:
▶ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ Aptos ძაფების შესახებ
სახის მოცულობითი კორექციისთვის და ჰარმონიული პროპორციების აღდგენისთვის ხშირად მცირეინვაზიური ჩარევები არ არის საკმარისი. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება სხვადასხვა ფორმის და ზომის იმპლანტები, რომლის შეყვანა კანქვეშ ქირურგიული მეთოდით ხდება.
ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:
განაკვეთები კეთდება შეუმჩნეველ ზონებში (ნიკაპის ქვედა მხარეს ან ქვედა ტუჩის შიდა მხრიდან – ნიკაპის კორექციისთვის;ქუთუთოების ან პირის ღრუს მხრიდან – ყვრიმალების კორექციისთვის). ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ზოგადი ნარკოზის ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. მოითხოვს სტაციონარულ მეთვალყურეობას 1-2 დღის განმავლობაში. ხანგრძლივობა –1-1,5 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.
სტატიები ბლოგში:
▶ კონტურული პლასტიკა
მამოპლასტიკის ოპერაციის აუცილებლობის გამომწვევი შეიძლება იყოს მკერდის ესთეტიკური ხარვეზები ან სამედიცინო მაჩვენებლები.
ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
სტატიები ბლოგში:
▶ მამოპლასტიკა. ყველაზე ხშირად დასმული კითხვები
ბიშას ბურთულები – არის ინკაფსულირებული ცხიმოვანი წარმონაქმნები, რომლებიც სახის ორივე მხარეს ლოყის კუნთსა და სახის ზედაპირულ კუნთებს შორის ღრმად კანის ქვეშ მდებარეობს, მაგრამ არ არის კანთან დაკავშირებული. ამ წარმონაქმნებს სახელი მათი აღმომჩენის – ფრანგი ანატომის და ფიზიოლოგის მარი ფრანსუა ქსავიე ბიშას – საპატიოდ დაერქვა.
ბიშექტომია არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროს ლოყის ცხიმოვანი წარმონაქმნები ნაწილობრივად ან სრულად ამოიკვეთება.
ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:
განაკვეთი პირის ღრუს მხრიდან კეთდება. ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა – 1-1,5 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 3-5 დღე.
ეფექტი ჩარევის შემდეგ დაუყოვნებლივ თვალსაჩინო და სამუდამოა, საბოლოო შედეგი 2-3 თვეში ფასდება.⠀
სტატიები ბლოგში:
▶ ბიშექტომია – დადებითი და უარყოფითი არგუმენტები
ინტიმური პლასტიკა თანდაყოლილი ან ტრავმის და ორსულობის შემდეგ გაჩენილი ფიზიოლოგიური, სექსუალური და მორალური პრობლემების მოგვარებაა ქირურგიული მეთოდით.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
ოპერაციის ჩატარება რეკომენდირებულია სპინალური ანესთეზიით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 1-2 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 1 თვემდე.
სტატიები ბლოგში:
▶ მცირეინვაზიური ინტიმური პლასტიკა Aptos ძაფებით
ლაბიოპლასტიკა არის პლასტიკური ოპერაცია სასირცხვო ბაგეების ფორმის და ზომის კორექციისთვის ქალბატონების სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის და თვითკმაყოფილების აღდგენის მიზნით.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
ოპერაციის ჩატარება რეკომენდირებულია სპინალური ანესთეზიით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 1-2 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 2 კვირამდე.
სტატიები ბლოგში:
▶ მცირეინვაზიური ინტიმური პლასტიკა Aptos ძაფებით
ინტიმური კონტურული პლასტიკა არის ასაკობრივ ცვლილებებთან თუ ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ესთეტიკური და ფუნქციური ნაკლოვანებების კორექცია ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დერმალური ფილერების ინექციის გზით. იზრდება ქალის სექსუალური მიმზიდველობა და ფსიქოლოგიური კომფორტი.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. შედეგი 10-12 თვემდე ნარჩუნდება.
სტატიები ბლოგში:
▶ G-წერტილის აუგმენტაცია
ბოტულინოტოქსინის ინექციები ყველაზე ეფექტური საშუალებაა მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის. ბოტულინოტოქსინი ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გატარებას დროებით არღვევს, რითაც ფაქტობრივად აჩერებს კუნთის შეკუმშვას და ხელს უშლის ნაოჭის წარმოქმნას. პრეპარატი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს კუნთოვან ქსოვილზე და მის სტრუქტურაზე, პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ ნერვის სიგნალის მიწოდება აღდგება და კუნთი ისევ აქტიური ხდება. ინექციის მიკროდოზები ტარდება უშუალოდ კორექციის არეში. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, არ საჭიროებს გამაყუჩებელი კრემის გამოყენებას. ხანგრძლივობა 10-15 წუთი. შედეგი 4-6 თვემდე ნარჩუნდება.
სტატიები ბლოგში:
▶ ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) მკურნალობა
ბიორევიტალიზაცია არის მეზოთერაპიის ერთერთი სახეობა და კანში ჰიალურონის მჟავის პრეპარატების შეყვანას გულისხმობს. კანის ღრმა დატენიანებისთვის, სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და გაახალგაზრდავებისთვის პროცედურა ნებისმიერ უბანზე ტარდება. ძირითადად ეს უბნებია რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ ულტრაიისფერ სხივებთან და გარემოს სხვა დამაზიანებელ ფაქტორებთან შეხება: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნები.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. მოითხოვ მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურას 1-2 კვირიანი ინტერვალებით.
სტატიები ბლოგში:
▶ როგორ გადავარჩინოთ კანი ზაფხულის შემდეგ?
მეზოთერაპია – არის მცირე დოზის მედიკამენტების შეყვანა უშუალოდ კანქვეშ. მეზოთერაპიის ეფექტი მიიღწევა როგორც პრეპარატის სამკურანალო თვისებების დამსახურებით, ასევე კანზე მდებარე ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულაციით. მეზოთერაპია ძალიან სასარგებლო, პროფილაქტიური და სამკურნალო პროცედურაა.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. მოითხოვს მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურას 1-2 კვირიანი ინტერვალებით.
სტატიები ბლოგში:
▶ მეზოთერაპიის ჩვენებები
პლაზმალიფტინგი რევიტალიზაციის ინოვაციური ინექციური პროცედურაა, რომელიც ბიძგს აძლევს კანის ბუნებრივ გაახალგაზრდავებას და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე ეს არის მეზოთერაპიის ერთერთი სახეობა და კანში პაციენტი სისხლისგან მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის პრეპარატის შეყვანას გულისხმობს, რომელიც არის ბუნებრივი „ახალგაზრდობის ელიქსირი” და მაღალი კონცენტრირებით ზრდის ფაქტორებს, ჰორმონებს, ცილებს და ვიტამინების ბუნებრივ კომბინაციას შეიცავს. კანის ღრმა დატენიანებისთვის, სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და გაახალგაზრდავებისთვის პროცედურა ნებისმიერ უბანზე ტარდება. ძირითადად ეს უბნებია რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ ულტრაიისფერ სხივებთან და გარემოს სხვა დამაზიანებელ ფაქტორებთან შეხება: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნები.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 30-40 წუთი. მოითხოვ მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურას მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ინტერვალებით.
სტატიები ბლოგში:
▶ PRP თერაპია თანამედროვე კოსმეტოლოგიაში
ბოტულინოტოქსინის ინექციები ჭარბოფლიანობის მკურნალობის ერთერთი მეთოდია. ბოტულინოტოქსინი ნერვის იმპულსების გატარებას დროებით არღვევს, რითაც აფერხებს საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის გამოყოფას. პრეპარატი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს საოფლე ჯირკვლებზე და მათ სტრუქტურაზე, პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ ნერვის სიგნალის მიწოდება აღდგება და ჯირკვლები ისევ აქტიური ხდებიან. ინექციის მიკროდოზები ტარდება უშუალოდ კორექციის არეში. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
ჭარბოფლიანობა…
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, არ საჭიროებს გამაყუჩებელი კრემის გამოყენებას. ხანგრძლივობა 30 წუთი. შედეგი სახეზე 4-6 თვემდე ნარჩუნდება, სხეულზე 1 წლამდე.
სტატიები ბლოგში:
▶ ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) მკურნალობა
ალოპეციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური ფაქტორი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტების მიღება, რკინის, თუთიის, მანგანუმის ან სელენის ნაკლებობა, სტრესი და სიცივეც კი. მაგრამ თმის ცვენასთან ბრძოლის ნამდვილად ეფექტური მეთოდები არც თუ ისე ბევრია. ერთერთი მათგანი არის მეზოთერაპია.
მეზოთერაპია არის თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც მიკროცირკულაციის გაუმჯობესებასა და თმის ფოლიკულურ ნივთიერებებთან ერთად ნუტრიენტებით გამდიდრებას უწყობს ხელს. პროცედურა მოიცავს სპეციალური მედიკამენტების ინექციას, რომელიც ხელს უწყობს თავის თმიანი საფარის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას. გარდა ამისა, პროცედურა არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ასუფთავებს სკალპს და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას.
როგორც მეზოთერაპიის ერთერთი სახეობა ასევე გამოიყოფა პლაზმალიფტინგი, რომლის დროს სხვადასხვა ვიტამინების და მიკქროელემენტების შემცველი მეზოკოქტეილის ნაცვლად კანში პაციენტის სისხლისდან მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა გამოიყენება.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურა ტარდება დერმატოლოგიურ კაბინეტში წინასწარი კონსულტაციის და თმის ცვენის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ. მეზოთერაპია ან პლაზმალიფტინგი შეიძლება დაინიშნოს როგორც თმის ცვენის მკურნალობის ერთ-ერთი თერაპიული საშუალება კომპლექსური მკურნალობის დროს. მკურნალობაში შეიძლება ჩართული იყოს ექიმი ტრიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვა. შესაბამისად თერაპიაც ინიშნება კოსმეტოლოგიური, მედიკამენტური და კვების, სტრესის და სხვა ფაქტორების მინიმიზირებისთვის არის გამიზნული. პროცედურა არ მოითხოვს ანესთეზიას, 15-30 წუთი გრძელდება. მკურნალობის ხანგრძლივობა, პროცედურების რაოდენობა და ინტერვალები ინდივიდუალურია.
სტატიები ბლოგში:
▶ თმის ცვენის მკურნალობა
თანამედროვე კოსმეტოლოგია მუდმივად ვითარდება. ახალი პროცედურები და კანის მოვლის პროდუქტები ჩნდება. თვალის გარშემო მიდამო განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ყველა პროცედურა და საშუალება ამ მონაკვეთისთვის უსაფრთხო და ეფექტური არ არის. კონკრეტულ შემთხვევაში ასაკის, კანის ტიპის და პრობლემის მიხედვით კორექციის მეთოდს სპეციალისტი ინდივიდუალურად არჩევს.
თვალების გარშემო მიდამოში ყველაზე გავრცელებული პრობლემები:
თვალების ირგვლივ კანის დაბერების პირველი ნიშნები შესაძლოა 25 წლის ასაკისთვის შესამჩნევი გახდეს. კოსმეტოლოგის მიზანია არა მხოლოდ ოპტიმალური და ეფექტური პროცედურების, არამედ სახლის პირობებში გამოყენებისთვის კოსმეტიკური საშუალებების შერჩევაა.
პროცედურების ნაირსახეობა:
სტატიები ბლოგში:
▶ მუქი წრეები თვალების ირგვლივ
▶ შეინარჩუნეთ თვალის გარშემო კანის ახალგაზრდობა
ასაკთან ერთად, კანი განიცდის კოლაგენისა და ელასტინის დანაკლისს, ორგანიზმში მათი სინთეზის შემცირების გამო. ლაზერული გაახალგაზრდავების მეშვეობით, ხდება კანის აღდგენა კოლაგენის გამომუშავების მეთოდით, რაც უმჯობესებს კანის ვიზუალური მდგომარეობას.
ლაზერული კოსმეტოლოგია – არის თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ეფექტური სფერო. სახის და სხეულის კანის გაახალგაზრდავების ლაზერული მეთოდების შედეგები მსგავსია პლასტიკური ოპერაციის გზით მიღებული შედეგებისა, იმ განსხვავებით, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი მკვეთრად მცირეა.
ფრაქციული ლაზერი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
სტატიები ბლოგში:
▶ სტრიების ლაზერული მკურნალობა
კარბონის ლაზერული პილინგი – არის თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც კანზე ნეოდიმის ლაზერის და სპეციალური ნანო-ლოსიონის ნახშიროჟანგის ნაწილაკებით ზემოქმედებას აერთიანებს.
Spectra Peel – ფორების გასუფთავების და კანის რეგულარული მოვლის დელიკატური და ეფექტური საშუალებაა. პროცედურა უნიკალური და მისი ჩატარება წლის ნებისმიერ სეზონზე არის შესაძლებელი.
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ლაზეროთერაპიის სპეცილიზაციის მქონე ექიმის მიერ. არ საჭიროებს გაყუჩებას, არ გააჩნია სარეაბილიტაციო პერიოდი. ხანგრძლივობა 30-40 წუთი. მოითხოვს მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურიდან 1-2 კვირიანი ინტერვალებით.
სტატიები ბლოგში:
▶ ტატუს და პერმანენტული მაკიაჟის მოშორება
Hydrafacial – კანის მოვლის უნიკალური პროცედურაა. სახის კანის წმენდა Hydrafacial – კანის გაახალგაზრდავების ნაზი, არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც თვალსაჩინო, ეფექტურ შედეგს იძლევა! სახის წმენდა აღარ არის დაკავშირებული ტკივილთან, დისკომფორტთან და კანის სიწითლესთან. Hydrafacial სარელქასაციო სპა პროცედურას გაქვს, რომლის შემდეგ კანი სუფთა, დატენიანებულია და ბზინვარეა – შესანიშნავი შედეგი, რომელიც უმჯობესდება ყოველი მომდევნო პროცედურის შემდეგ.
კლასიკური პროცედურა 3 ძირითადი ეტაპისგან შედგება:
შერჩეული პროცედურის და კონკრეტული პაციენტის ჩვენების მიხედვით, დამატებითად შესაძლოა გამოყენებული იქნას:
კლინიკური კვლევებით დადასტურებელი Hydrafacial ტექნოლოგიის ეფექტურობა შემდეგი რობლემების მკურნალობისთვის:
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში. არ საჭიროებს გაყუჩებას, არ გააჩნია სარეაბილიტაციო პერიოდი. ხანგრძლივობა 30 წუთიდან დამატებითი ეტაპების მიხედვით. შესაძლოა ერთჯერადად ჩატარდეს როგორც ექსპრეს პროცედურა მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, პროფილაქტიკის მიზნით ჩვენების მიხედვით ან პრობლემური კანის მკურნალობისთვის. უკანასკნელ შემთხვევაში თერაპოოს კურსი (6-8 პროცედურა გარკვეული ინტერვალებით) ექიმის მიერ ინიშნება.
სტატიები ბლოგში:
▶ Hydrafacial პროცედურის 5 უპირატესობა
სახის და სხეულის კანის დაჭიმვა Aptos ძაფებით არის კანის ასაკობრივი ცვლილებების და რბილი ქსოვილების ფტოზის ეფექტური პროფილაქტიკა და მკურნალობა. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახის და სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. პრაქტიკულად, ნებისმიერ მეთოდში შესაძლებელია როგორც გაუწოვადი, ასევე გამწოვი ძაფების გამოყენება. პროცედურის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურა სახის მიდამოში მოითხოვს მხოლოდ რამოდენიმე ჩხვლეტას და ადგილობრივი ანესთეზიას. სხეულზე კი დასაშვებია მცირე 0,5 სმ-მდე განაკვეთის გაკეთება ძაფების შეყვანისთვის და ფიქსირებისთვის, დიდი მონაკვეთების კორექცია ტარდება ზოგადი ნარკოზის გამოყენებით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 15 წუთი მცირე მონაკვეთების კორექციისთვის. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.
სტატიები ბლოგში:
▶ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ Aptos ძაფების შესახებ
▶ სახის ოვალის კორექცია Aptos ძაფებით
ღაბაბი ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდებს და მისი კორექციის რამდენიმე გზა არსებობს. სირთულე კონკრეტული პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და შესაფერისი მეთოდის შერჩევაშია. აპტოსის მეთოდების დახმარებით არაერთი ესთეტიკური პრობლემის გადაწყვეტა და მაქსიმალური შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, თანაც მინიმალური დანახარჯითა და რისკებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე.
რა შედეგს ველოდოთ აპტოსის მეთოდებით კორექციისგან სუბმენტალურ არეში:
როგორ მოქმედებს აპტოსის ძაფები?
აპტოსის ძაფები მაქსიმალური და ხანგრძლივი შედეგისთვისაა შექმნილი.
აპტოსის პროდუქტების ხაზში არსებობს ძაფების სერია კბილანებით, რომელიც იდეალურია შეეფერება სახის სუბმენტალური ზონის არსებული ნაკლოვანებების კორექციისთვის, მათ შორის ღაბაბის მოშორებისთვის.
კბილანების უნიკალურობა იმაშია, რომ სპეციალისტს ძაფის შეყვანა და საჭირო მდგომარეობაში დაფიქსირება მომავალში მისი წანაცვლების რისკის გარეშე შეუძლია.
აპტოსის გაწოვადი ძაფების სერია პოლირძემჟავას შეიცავს, რომელიც დამატებითი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამიტომ თვალსაჩინო ლიფტინგის ეფექტის გარდა, ასევე კანის მდგომარეობის და ტონუსის თვალსაჩინო გაუმჯობესება ხდება.
სტატიები ბლოგში:
▶ ღაბაბის კორექცია სკალპელის გარეშე
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ