სერვისები
ქირურგია
დერმატო-კოსმეტოლოგია
Aptos პროცედურები
ცხვირის პლასტიკა (რინოპლატიკა)

რინოპლასტიკა- პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც ტარდება ცხვირის გარეგანი და ესთეტიკური დეფორმაციების დროს.
„ტოტალ შარმის“ ექიმები 20 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენებენ თავისივე შემუშავებულ რინოპლასტიკის ორიგინალურ მეთოდებს, რაც გულისხმობს ოპერაციამდე ცხვირის ფორმის მოდელირებას თაბაშირითა და კომპიუტერის მეშვეობით. ჩვენი ქირურგები სარგებლობენ როგორც ღია, ასევე დახურული რინოპლასტიკის ტექნიკით და მოცემულობის მიხედვით გამოიყენებენ კონკრეტულ მეთოდს.

ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარებით. პოსტოპერაციულად პაციენტი იმყოფება სტაციონარში პროფესიონალი პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და 2 დღის შემდეგ ეწერება ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმით. დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ შეშუპებები და დალურჯება შეუმჩნეველი ხდება და თაბაშირის სახვევებიც იხსნება. ცხვირის საბოლოო ფორმის შეფასება ხდება ოპერაციიდან 6-10 თვის შემდეგ.

ვრცლად
ჩაწერა
ყურის პლასტიკა (ოტოპლასტიკა)

ყურის ნიჟარების პლასტიკა: ყურის ნიჟარის „დგომის“ გასწორება, ნიჟარის შემცირება, ბიბილოს კორექცია. ყურის ნიჟარის ოპერაციები ჩვენთან წარმოებს კლასიკური მეთოდოლოგიით, რომელიც გამოცდილია მრავალწლიანი პრაქტიკით. ჩვენს კლინიკაში ასევე დანერგილია ამ ოპერაციის მცირეინვაზიური წესით წარმოება, როცა ყურის ნიჟარის ფორმა და დგომა სწორდება განაკვეთის გარეშე, ძაფების მეშვეობით.
ოტოპლასტიკა ტარდება ინფილტრაციული გაუტკივარებით. პოსტოპერაციულად შედეგი ფიქსირდება სპეციალური ელასტიური სახვევით 10-14 დღით. შედეგი ნარჩუნდება სამუდამოდ.

ვრცლად
ჩაწერა
ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკა (ბლეფაროპლასტიკა)

ბლეფაროპლასტიკისას ხდება ეფექტური ჩარევა კანზე ნაოჭებისა და თვალის ქვეშ ცხიმოვანი შეშუპების („თიაქარის“) მოსაცილებლად. პროცედურა იძლევა გამაახალგაზრდავებელ ეფექტს და აუმჯობესებს სახის საერთო შესახედაობას.
ოპერაციები ტარდება ინფილტრაციული ან ზოგადი გაუტკივარებით. ნაკერები იხსნება მე-4 დღეს, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი კი 10-14 დღეს შეადგენს. ოპერაციის ეფექტი მრავალწლიანია და იშვიათად (5-10 წილის შემდეგ) მოითხოვს განმეორებით ოპერაციულ ჩარევას.

 

ზედა ქუთუთოები – 1700-2700 ლარი

ქვედა ქუთუთოები – 2000-3000 ლარი

ტრანსკონიუქტივალური მეთოდი – 2500-3500 ლარი

ვრცლად
ჩაწერა
სახისა და კისრის ნაოჭების მოშორება (რიტიდოპლასტიკა)

რიტიდოპლასტიკა არის ყველაზე რადიკალური და ეფექტური გამაახალგაზრდავებელი ოპერაცია სახისა და კისრის მიდამოში გრძელვადიანი შედეგით. ტარდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეინიშნება რბილი ქსოვილების მეტ-ნაკლებად გამოხატული ფტოზი, ზედმეტი კანი, ღრმა ნაკეცები და ნაოჭები. ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარებით, ჩვეული კვეთით.
თუ ოპერაცია დელიკატურად არის ჩატარებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ, გართულებები იშვიათად შეინიშნება. სარეაბილიტაციო პერიოდი მოიცავს 2 კვირას, რის შემდგომაც ნაწიბურები პრაქტიკულად შეუმჩნეველი ხდება. სტაციონარული მკურნალობა გრძელდება 2-3 დღე, ხოლო შემდგომი 7-10 დღის განმავლობაში პაცინეტი იმყოფება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

ვრცლად
ჩაწერა
მუცლის პლასტიკა (აბდომინოპლასტიკა)

ოპერაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის წინა კედლის ე.წ. „ცხიმოვანი წინსაფარი“ ან ამოზნექილი მუცელი.  მუცლის მიდამოს ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბისას კი ძალიან ეფექტურია ლიპოსაქცია.
სტაციონარულად მკურნალობა 3-5 დღე გრძელდება, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი 3-4 კვირას მოიცავს. ზოგჯერ საჭიროა გვერდითი მხარეების დამატებითი ლიპოსაქცია, როდესაც აღინიშნება მცირე „წინსაფარი“ ან მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე.
კლინიკა „ტოტალ შარმი“ პაციენტს სთავაზობს სიმულტანურ ოპერაციას, მინიაბდომინოპლასტიკას ლიპოსაქციით. ამ დროს ჭრილობაც უფრო მცირეა (საკეისრო კვეთასთან შედარებით) და სარეაბილიტაციო პერიოდიც 2-ჯერ უფრო მცირეა.

 

კლასიკური – 5500-9000 ლარი

მინიაბდომინოპლასტიკა – 4500-8000 ლარი

ვრცლად
ჩაწერა
მკერდის პლასტიკა (მამოპლასტიკა)

მამოპლასტიკის ოპერაციის აუცილებლობის გამომწვევი შეიძლება იყოს მკერდის ესთეტიკური ხარვეზები ან სამედიცინო მაჩვენებლები.

ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • პატარა მკერდის ზომა – იმპლანტებით კორექცია საუკეთესო ვარიანტია მკერდის მოცულობის გასაზრდელად
  • ატროფია – სარძევე ჯირკვლების, დეფორმაცია პოსტალაქტაციის პერიოდში –  ასეთ შემთხვევებში, მეტწილად, მკერდის კორექციის ქირუქგიული ჩარევის გარეშე სასურველი შედეგის მიღება  შეუძლებელია.
  • მკერდის რეკონსტრუქცია – ეს მეთოდი გამოიყენება მკერდის ავთვისებიანი დაავედებების შემთხვევაში . რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა მნიშვნელოვნად ეხმარება ქალებს რადიკალური ოპერაციების შემდეგ რეაბილიტირებაში.
  • მშობიარობის შემდგომი ოპერაცია – მშობიარობისას, იცვლება  სარძევე ჯირკვლების ფორმა, ხოლო მკერდის  იმპლანტაციით და დამატებითი ჯირკვლოვანი ქსოვილების გადაადგილებით შესაძლებელია პირვანდელი სახის აღდგენა.
  • გინეკომასტია (მამაკაცის სარძევე ჯირკვლის ზომაში ზრდა)- ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა. ოპერაცია ხორციელდება ზედმეტად განვითარებული ჯირკვლის მოცილების გზით, ნიღბის ქვეშ გაკეთებული ჭრილობის საშუალებით.
ვრცლად
ჩაწერა
ლიპოსაქცია

ლიპოსაქციისას ხდება შემდეგი მიდამოების კორექცია: სახე, კისერი, მხრები, მკერდი, ზურგის „ქეჩო“, მუცლის წინა კედელი, გვერდები, წელი, ბარძაყები, დუნდულოები, მუხლები და წვივები.
ჩვენთან ლიპოსაქცია კეთდება ნოვატორული ტექნოლოგიებით, ბელგიური აპარატით Lipomatic (ლიპოსაქცია ვიბრაციული წესით) და ამერიკული Stars-ით (ლიპოსაქცია როტაციული წესით). მსოფლიოში აღიარებული აპარატურა საშუალებას იძლევა , მოვაცილოთ უფრო მეტი ცხიმოვანი სუსპენზია, მცირე რაოდენობით სისხლის კომპონენტების მინარევით. სხვა მეთოდებთან შედარებით, შედეგები ბევრად უკეთესია, რეაბილიტაცია კი ხანმოკლე.

ვრცლად
ჩაწერა
ტუჩის კორექცია - ბულჰორნი

ოპერაცია “ბულჰორნი” გამოიყენება ზედა ტუჩის კორექციისათვის, რომლის დროსაც ხდება ცხვირის წვეტიდან ზედა ტუჩამდე მანძილის შემცირება. პროცედურა ტუჩების კორექციის ოპერაციების ჯგუფს განეკუთვნება, რომლის ზოგადი სახელწოდება ჰეილოპლასტიკაა.

ოპერაციის დროს, იკვეთება კანის მცირე ნაწილი და ხდება რბილი ქსოვილების ძვლის საზარდულზე დაფიქსირება. პროცედურისას ხდება ზედა ტუჩის ზედაპირის შემცირება.

პროცედურა რეკომენდებულია შემდეგ ჩვენებების დროს:
თხელი ზედა ტუჩი;
ასაკობრივი ცვლილებები
ზედა ტუჩის მოგრძო კანის ნაწილი;
ტრავმა სახეზე;
ასიმეტრია;
პტოზი(კანის მოდუნება);
ზედა ტუჩის არასაკმარისი მოცულობა.

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
კონტურული პლასტიკა

კონტურული პლასტიკით ხდება სახის, კისრის და დეკოლტეს ზონის ასაკობრივი და პოსტრავმატული დეფექტების კორექცია ინექციის გზით. კონტურული პლასტიკის პროცედურა მოცულობას აძლევს იმ არეებს, სადაც მისი დეფიციტია. პროცედურა ხორციელდება filler-ების მეშვეობით, რომლებიც კანის ზედაპირს ასწორებს და უბრუნებს მას დაკარგულ მოცულობას. კოსმეტიკური დეფექტის კორექციის ხანგრძლივობის მიხედვით არსებობს სამი სახის პროცედურა:

  • პერმანენტული ან ხანგრძლივი (5 წელზე მეტი);
  • პროლონგირებული (1,5 – 2 წელი);
  • დროებითი (4-15 თვე)

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული მეორე და მესამე კატეგორიის პროცედურები გახლავთ. პრეპარატები, რომლებიც ამ პროცედურებისას გამოიყენება არ მიგრირებს ახლოსმდებარე ქსოვილებში და არ იწვევს ფიბროზს. ასაკის მატებასთან ერთად, ჰიალურონის მჟავის მოცულობა იკლებს სხეულში, რაც კანის დეფექტების მიზეზი ხდება. დერმალური მიკროინექციები ამ დეფექტების მოცილების ეფექტური საშუალებაა.

ვრცლად
ჩაწერა
ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებით ზემოქმედებენ. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისათვის გამოიყენება, ორგანული მჟავები. სწორად ჩატარებული პროცედურა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების თანაბარ აქერცვლას. პილინგის პროცედურა ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და გაახალგაზრდავებას.

ქიმიური პილინგი სხვა უოპერაციო პროცედურებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. იგი გამოირჩევა მაღალეფექტურობით და საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მიღებულ იქნას გაახალგაზრდავების სასურველი შედეგი, მცირე სარეაბილიტაციო პერიოდით.

ქიმიური პილინგის პროცედურა აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:

  • კანის ჰიპერპიგმენტაცია
  • ნაოჭები
  • ელასტიურობის დაკარგვა
  • აკნეს და ნაწიბურების მკურნალობა
  • დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები და სხვა
ვრცლად
ჩაწერა
ალმასური დერმაბრაზია (Pristine)

ალმასური დერმაბრაზია კანის გაახალგაზრდავების არაინვაზიური მეთოდია. აღნიშნული პროცედურა წარმოებს ალმასური დაბოლოების (საცმი) გამოყენებით, რაც პროცედურას საკმაოდ უსაფრთხოს ხდის. ალმასური დერმაბრაზიის გამოყენებისას ხდება სახის კანის ზედაპირული ფენის მოცილება (დესქვამაცია). საცმზე მჭიდროდ განლაგებული სწრაფადმბრუნავი ალმასები აშორებენ კანს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყოებენ ახალი ჯანმრთელი უჯრედების გამოჩენას, რაც კანს გლუვ, უფრო მბრწყინავ და უზადო ფერს აძლევს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სახისა და სხეულის ადგილებსა და კანის მდგომარეობაზე. მთლიანი სახის დამუშავება საშუალოდ 10-15 წუთი გრძელდება.
ალმასურ დერმაბრაზიას მინიმუმამდე დაყავს შემდეგი პრობლემები:
• “პატარა ხაზები” და ნაოჭები
• აკნეს და ტრავმის შემდგომი ნაწიბურები
• ფორების გაფართოება
• თეთრი და შავი კომედონები
• ჭორფლი
• კანის არათანაბარი სტრუქტურა.

ვრცლად
ჩაწერა
ელექტროკოაგულაცია

ელექტროკოაგულაციის მეთოდი გამოიყენება პათოლოგიური წარმონაქმნების მოცილებისთვის (ხალები, პაპილომები, მეჭეჭები). პროცედურისას კონტროლირდება მოქმედების სიღრმე და დონე.
ელექტროკოაგულაციის მეთოდით შესაძლებელია ძალიან წვრილი ხალების მოცილებაც კი. პროცედურა სულ 15-20 წუთი გრძელდება. როგორც წესი იგი უმტკივნეულოა, მაგრამ არასასიამოვნო. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივი ანესთეზია. პროცედურამდე ექიმი დეტალურად სწავლობს წარმონაქმნის სახეობას და სიღრმეს. აგრეთვე უჯრედების და ქსოვილის ანალიზის მეშვეობით დგინდება მისი კეთილთვისებიანობა.

ვრცლად
ჩაწერა
ტუჩის კორექცია

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სასურველ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურებისათვის, მათ შორის ტუჩის კორექციისთვის. ინექცია პრობლემურ არეში კეთდება, რის შემდეგაც ფორმის გამოსწორება ხდება კოსმეტოლოგის მიერ.

პროცედურა 15 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. ვინაიდან ტუჩები მგრძნობიარეა, პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ხორციელდება. პროცედურის შემდგომ შეიძლება იყოს მცირე სიწითლე, შეშუპება ან ჰემატომა, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში ქრება. პროცედურის საბოლოო შედეგები 48 საათის შემდეგ ჩნდება. ამ დროის განმავლობაში მჟავა თანაბრად ნაწილდება ტუჩების არეში და მის გარშემო აკავშირებს წყლის მოლეკულების საკმარის რაოდენობას.

ინექციის შემდეგ, აუცილებელია:
• ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლდენა ან შეშუპება
• წყლის ბალანსის მონიტორინგი:სითხის ოდენობა დამოკიდებულია ჰიალურონის მჟავას ოდენობაზე

ვრცლად
ჩაწერა
ლაზერული გაახალგაზრდავება

 

ასაკთან ერთად, კანი განიცდის კოლაგენისა და ელასტინის დანაკლისს, ორგანიზმში მათი სინთეზის შემცირების გამო. ლაზერული გაახალგაზრდავების მეშვეობით, ხდება კანის აღდგენა კოლაგენის გამომუშავების მეთოდით, რაც უმჯობესებს კანის ვიზუალური მდგომარეობას.

ლაზერული კოსმეტოლოგია – არის თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ეფექტური სფერო. სახის და სხეულის კანის გაახალგაზრდავების ლაზერული მეთოდების შედეგები მსგავსია პლასტიკური ოპერაციის გზით მიღებული შედეგებისა, იმ განსხვავებით, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი მკვეთრად მცირეა.

ფრაქციული ლაზერი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • კანის გაახალგაზრდავება
  • კანის სიმკვრივის გაუმჯობესება
  • სახის კანის კონტურის აღდგენა
  • ჰიპერპიგმენტაციის აღმოფხვრა
  • ნაოჭების კორექცია
ვრცლად
ჩაწერა
Rf ლიფტინგი

Rf ლიფტინგი.

ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენური ბოჭკოები იფიტება, რის შედეგაც კანის ტონუსი დუნდება. რადიოტალღური ლიფტინგის მეშვეობით ხდება ბოჭკოების სტიმულაცია და კოლაგენის გამომუშავების აღდგენა.

პროცედურა საშუალებას გაძლევთ გაიახალგაზრდავოთ კანი უოპერაციო მეთოდით და ამასთანავე ხანგრძლივი ეფექტით.

კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით. რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე, რის შედეგადაც ხდება კოლაგენის სინთეზის გააქტიურება და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვნად შემცირება. ასეთ დროს, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოები იჭიმება, რის შედეგადაც იმატებს კანის ტონუსი, რაც მას ხდის უფრო მკვრივს და ელასტიურს.

Rf ლიფტინგის პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილია შემდეგი ჩვენებების დროს:

სახე:

კანის მოდუნება
კანის ქსოვილების პტოზი
ნაოჭები თვალების ირგვლივ
ღრმა მიმიკური ნაოჭები

სხეული:

ცხიმის განლაგება პრობლემურ ზონებში
ცელულიტი
სტრიები
კანის ელასტიურობის დარღვევა.

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, გორგასლის ქ. #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback