Services
დერმატო-კოსმეტოლოგია
ქირურგია
აპტოს პროცედურები
პერმანენტული მაკიაჟი (ტატუაჟი)

კონტურული მაკიაჟი წარბების ხაზის, თვალისა და ტუჩის კონტურის კორექციის მეთოდია მიკროპიგმენტაციის საშუალებით. „ტატუაჟი“დეკორატიული კოსმეტიკის გრძლევადიანი ალტერნატივაა, მაგრამ ხშირად ბოლომდე არ გამორიცხავს მის გამოყენებას. პერმანენტული მაკიაჟი კეთდება ნემსით, რომლითაც ტუჩის, წარბისა და თვალის ქუთუთოების ზედა კანქვეშა შრეში შეყავთ ორგანული საღებავი. შეყვანილი პიგმენტი ნატურალურ ფუძისა და ბუნებრივი წარმოშობის საღებავისგან შედგება, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციას.
პროცედურის ეფექტი დაახლოებით 5 წლამდე გრძელდება და დამოკიდებულია კანის ტიპზე , ასაკზე და გამოყენებულ პიგმენტზე. მიკროპიგმენტაცია არ ვნებს კანს.

View More
Record
ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი-გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისათვის გამოიყენება, ორგანული მჟავები. სწორად ჩატარებული პროცედურა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების თანაბარ ექსფოლიაციას, ანუ აქერცვლას. პილინგის მეშვეობით ხდება კანის რეგენერაციის ბუნებრივი პროცესისთვის ხელშეწყობა, რის შედეგადაც კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
პილინგი საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მიღებულ იქნას გაახალგაზრდავების სასურველი შედეგი მცირე რეაბილიტაციის პერიოდით.

View More
Record
ალმასური დერმაბრაზია (Pristine)

ალმასური დერმაბრაზია კანის გაახალგაზრდავების არაინვაზიური მეთოდია. აღნიშნული პროცედურა წარმოებს ალმასური დაბოლოების (საცმი) გამოყენებით, რაც პროცედურას საკმაოდ უსაფრთხოს ხდის. ალმასური დერმაბრაზიის გამოყენებისას ხდება სახის კანის ზედაპირული ფენის მოცილება (დესქვამაცია). საცმზე მჭიდროდ განლაგებული სწრაფადმბრუნავი ალმასები აშორებენ კანს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყოებენ ახალი ჯანმრთელი უჯრედების გამოჩენას, რაც კანს გლუვ, უფრო მბრწყინავ და უზადო ფერს აძლევს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სახისა და სხეულის ადგილებსა და კანის მდგომარეობაზე. მთლიანი სახის დამუშავება საშუალოდ 10-15 წუთი გრძელდება.
ალმასურ დერმაბრაზიას მინიმუმამდე დაყავს შემდეგი პრობლემები:
• “პატარა ხაზები” და ნაოჭები
• აკნეს და ტრავმის შემდგომი ნაწიბურები
• ფორების გაფართოება
• თეთრი და შავი კომედონები
• ჭორფლი
• კანის არათანაბარი სტრუქტურა.

View More
Record
ელექტროკოაგულაცია

ელექტროკოაგულაციის მეთოდი გამოიყენება პათოლოგიური წარმონაქმნების მოცილებისთვის (ხალები, პაპილომები, მეჭეჭები). პროცედურისას კონტროლირდება მოქმედების სიღრმე და დონე.
ელექტროკოაგულაციის მეთოდით შესაძლებელია ძალიან წვრილი ხალების მოცილებაც კი. პროცედურა სულ 15-20 წუთი გრძელდება. როგორც წესი იგი უმტკივნეულოა, მაგრამ არასასიამოვნო. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივი ანესთეზია. პროცედურამდე ექიმი დეტალურად სწავლობს წარმონაქმნის სახეობას და სიღრმეს. აგრეთვე უჯრედების და ქსოვილის ანალიზის მეშვეობით დგინდება მისი კეთილთვისებიანობა.

View More
Record
Your message has been successfully sent
0
ცხვირის პლასტიკა (რინოპლატიკა)

რინოპლასტიკა- პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც ტარდება ცხვირის გარეგანი და ესთეტიკური დეფორმაციების დროს.
„ტოტალ შარმის“ ექიმები 20 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენებენ თავისივე შემუშავებულ რინოპლასტიკის ორიგინალურ მეთოდებს, რაც გულისხმობს ოპერაციამდე ცხვირის ფორმის მოდელირებას თაბაშირითა და კომპიუტერის მეშვეობით. ჩვენი ქირურგები სარგებლობენ როგორც ღია, ასევე დახურული რინოპლასტიკის ტექნიკით და მოცემულობის მიხედვით გამოიყენებენ კონკრეტულ მეთოდს.

ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარებით. პოსტოპერაციულად პაციენტი იმყოფება სტაციონარში პროფესიონალი პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და 2 დღის შემდეგ ეწერება ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმით. დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ შეშუპებები და დალურჯება შეუმჩნეველი ხდება და თაბაშირის სახვევებიც იხსნება. ცხვირის საბოლოო ფორმის შეფასება ხდება ოპერაციიდან 6-10 თვის შემდეგ.

View More
Record
ყურის პლასტიკა (ოტოპლასტიკა)

ყურის ნიჟარების პლასტიკა: ყურის ნიჟარის „დგომის“ გასწორება, ნიჟარის შემცირება, ბიბილოს კორექცია. ყურის ნიჟარის ოპერაციები ჩვენთან წარმოებს კლასიკური მეთოდოლოგიით, რომელიც გამოცდილია მრავალწლიანი პრაქტიკით. ჩვენს კლინიკაში ასევე დანერგილია ამ ოპერაციის მცირეინვაზიური წესით წარმოება, როცა ყურის ნიჟარის ფორმა და დგომა სწორდება განაკვეთის გარეშე, ძაფების მეშვეობით.
ოტოპლასტიკა ტარდება ინფილტრაციული გაუტკივარებით. პოსტოპერაციულად შედეგი ფიქსირდება სპეციალური ელასტიური სახვევით 10-14 დღით. შედეგი ნარჩუნდება სამუდამოდ.

View More
Record
სახისა და კისრის ნაოჭების მოშორება (რიტიდოპლასტიკა)

ლიფტინგი არის ყველაზე რადიკალური და ეფექტური გამაახალგაზრდავებელი ოპერაცია სახისა და კისრის მიდამოში გრძელვადიანი შედეგით. ტარდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეინიშნება რბილი ქსოვილების მეტ-ნაკლებად გამოხატული ფტოზი, ზედმეტი კანი, ღრმა ნაკეცები და ნაოჭები. ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარებით, ჩვეული კვეთით.
თუ ოპერაცია დელიკატურად არის ჩატარებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ, გართულებები იშვიათად შეინიშნება. სარეაბილიტაციო პერიოდი მოიცავს 2 კვირას, რის შემდგომაც ნაწიბურები პრაქტიკულად შეუმჩნეველი ხდება. სტაციონარული მკურნალობა გრძელდება 2-3 დღე, ხოლო შემდგომი 7-10 დღის განმავლობაში პაცინეტი იმყოფება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

View More
Record
მუცლის პლასტიკა (აბდომინოპლასტიკა)

ოპერაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის წინა კედლის ე.წ. „ცხიმოვანი წინსაფარი“ ან ამოზნექილი მუცელი. ხოლო, როდესაც აღინიშნება მუცლის მიდამოს ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე, ძალიან ეფექტურია ლიპოსაქცია.
სტაციონარულად მკურნალობა 3-5 დღე გრძელდება, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი 3-4 კვირას მოიცავს. ზოგჯერ საჭიროა გვერდითი მხარეების დამატებითი ლიპოსაქცია, როდესაც აღინიშნება მცირე „წინსაფარი“ ან მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე.
კლინიკა „ტოტალ შარმი“ პაციენტს სთავაზობს სიმულტანურ ოპერაციას, მინიაბდომინოპლასტიკას ლიპოსაქციით. ამ დროს ჭრილობაც უფრო მცირეა (საკეისრო კვეთასთან შედარებით) და სარეაბილიტაციო პერიოდიც 2-ჯერ უფრო მცირეა.

View More
Record
მკერდის პლასტიკა (მამოპლასტიკა)

რედუქციული მამოპლასტიკა წარმოადგენს დიდი სარძევე ჯირკვლების ოპერაციულ შემცირებას და აწევას, რომელიც კეთდება ზოგადი გაუტკივარების ქვეშ. ოპერაციის შედეგად, ვიღებთ უფრო პატარა მკერდს, რომელიც ესთეტიკურადაც ბევრად მიმზიდველია. ნაწიბურები თითქმის შეუმჩნეველია, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი 2 კვირა გრძელდება.
მასტოპლექსია – მკერდის აწევისა და ფორმის გაუმჯობესების პროცედურაა. ასევე მოდუნებული და ჩამოშვებული სარძევე ჯირკვლისათვის ხდება სიმკვრივის მინიჭება. ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარებით, ხოლო პოსტოპერაციული ნაწიბურები ძნელად შესაჩნევია. რეაბილიტაცია 10-12 დღე გრძელდება.

View More
Record
Your message has been successfully sent
0
Your message has been successfully sent
0
Batumi
Tbilisi
Batumi , Piazza, V. Gorgasali str. #15
Tbilisi , V. Orbeliani Str. #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ.ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ.ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback

gamarjoba lamaso

How do you rate our support?