კითხვა/პასუხი
Aptos ძაფები
ქირურგია
დერმატოლოგია
Aptos ძაფები
რა სხვაობაა გაწოვად და გაუწოვად ძაფებს შორის?

გამწოვი და გაუწოვადი ძაფები განსხვავდებიან მატერიალის შემადგენლობით. გაუწოვადი ძაფები შედგებიან პოლიპროპილენისაგან, მატერიალი რომელიც ქირურგიაში 50 წელზე მეტია გამოიყენება და აბსოლიტურად უვნებელია ორგანიზმისათვის. გამწოვი ძაფები კი შედგებიან პოლირძემჟავასაგან და კაპროლაქტონისაგან. გამწოვი ძაფებს გაუწოვადისაგან გააჩნიათ მეორადი ეფექტი, ანუ გარდა ლიფტინგისა ისინი გაწოვის პროცესში შემადგენელ კომპონენტებად იშლებიან და ხელს უწყობენ ქსოვილების ბიორევიტალიზაციას. გაუწოვადი ძაფების რეზულტატი შენარჩუნებულია 2,5 წლიდან 5 წლამდე. გამწოვისა კი 1,5 – 2 წელი. გარდა მაგისა გაუწოვადებს უფრო ხანდაზმულ ასაკის და მძიმე ქსოვილების შემთხვევაში იყენებენ.

შესაძლოა თუ არა ძაფებმა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს?

როგორც გამწოვი, ასევე გაუწოვადი ძაფები შედგება მატერიალისან, რომელიც ძალიან დიდი ხანია, რაც ქირურგიასა და მედიცინაში გამოიყენება. ძაფების შემადგენელი მატერიალი არის კარგად შესწავლილი და შესაბამისად ალერგიული რეაქცია უშუალოდ ძაფზე გამორიცხულია. გაუწოვადი ძაფები შედგება პოლიპროპილენისაგან, ხოლო გამწოვი – პოლირძემჟავასაგან და კაპროლაქტონისაგან.

შეიძლება თუ არა გრიპის დროს Thread Lifting-ის ჩატარება ?

ვინაიდან და რადგანაც გრიპის და გაციების დროს ორგანიზმის იმუნიტეტი ეცემა, უმჯობესია Thread Lifting-ის პროცედურის გამოჯანმრთელების შემდეგ ჩატარება

რა შემთხვევაში არ შეიძლება Thread Lifting-ის პროცედურის ჩატარება?

Thread Lifting-ის პროცედურის ჩატარება არ შეიძლება, როცა პაციენტს აღენიშნება:

  • ლოკალური და სისტემური ინფექციური და ანთებითი დაავადებები
  • კანისა და შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები
  • ონკოლოგიური დაავადებები
  • კელოიდური ნაწიბურებისაკენ მიდრეკილება
რომელი ასაკიდან შეიძლება სხეულის ძაფებით დაჭიმვა?

სურვილის შემთხვევაში, ძაფებით სხეულის დაჭიმვა შესაძლებელია ნებისმიერ ზრდასლურ ასაკში.

რა სახის გაუტკივარებას მიმართავთ Thread Lifting-ის პროცედურისას?

Thread Lifting-ის პროცედურის დროს გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარება. ადგილობრივი ანესთეზიისას აყუჩებენ იმ ზონებს, სადაც შემდგომში ხდება ძაფის იმპლანტის ჩადგმა. გაუტკივარებისათვის უმეტესწილად გამოიყენება ულტრაკაინი. რიგ შემთხვევებში კი უბესტეზინი და ლიდოკაინი.

რამდენჯერ შეიძლება ძაფების პროცედურის ჩატარება?

ძაფების პროცედურის ჩატარება მრავალჯერ არის შესაძლებელი. გამწოვი ძაფების შემთხვევაში, პროცედურების განმეორება უმჯობესიცაა, რადგან გარდა ყოველი გაწოვის შემდეგ, ქსოვილებში იქმნება შიდა კარკასი, რაც ერთგვარი პრევენციაა ქსოვილების შემდგომი ჩამოშვების წინააღმდეგ.

რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაცია ძაფების პროცედურის შემდეგ?

Thread Lifting-ის დროს, რეაბილიტაციის ხანგრძლივობა მერყეობს იმპლანტირებული ძაფებისა და კორეგირებული ზონების რაოდენობის მიხედვით, თუმცა ძირითადად ეს არის 4-5 დღიანი პერიოდი.

ქირურგია
შეიძლება თუ არა ზედა და ქვედა ბლეფაროპლასტიკის ერთად გაკეთება?

ქვედა და ზედა ბლეფაროპლასტიკის გაკეთება თავისუფლად შეიძლება ერთდროულად. მსგავსი პროცედურა საფრთხესთან და სიძნელესთან არ არის დაკავშირებული.

რა სახის გაუტკივარებას მიმართავთ ბლეფაროპლასტიკის პროცედურისას?

ბლეფაროპლასტიკის პროცედურისას მიმართავენ ადგილობრივ ანესთეზიას, თუმცა შესაძლებელია ოპერაციის ინტრავენური გაუტკივარების ფონზე ჩატარება.

რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაცია ბლეფაროპლასტიკის პროცედურის შემდეგ?

ბლეფაროპლასტიკის პროცედურის შემდეგ რეაბილიტაცია გრძელდება 2 კვირამდე. თუმცა ეს ხანგრძლივობა ძირითადად დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებზე. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტმა მხოლოდ ზედა ან ქვედა ბლეფაროპლასტიკის პროცედურა გაიკეთა თუ ორივე ერთად. თუკი მხოლოდ ერთი ზონაა გაკეთებული, მაშინ რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა ერთდროულად გაკეთების შემთხვევაში.

მკერდის იმპლანტებით გადიდება უშლის თუ არა შემდგომში ხელს ძუძუთი კვებას?

მკერდის იმპლანტი არ უშლის ხელს ძუძუთი კვებას. ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ იმპლანტით გადიდებული მკერდი, შეუძლიათ უპრობლემოდ გამოკვებონ ბავშვები ძუძუთი.

პ.ს. ფეხმძიმობის დაგეგმვის წინ, მაინც უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ქირურგთან.

მკერდის იმპლანტებით გადიდების შემდეგ დამრჩება თუ არა ნაწიბურები?

მკერდის იმპლანტით გადიდებისას, განაკვეთი შეიძლება გაკეთდეს როგორც სარძევე ჯირკვლის ქვემოთ (სუბმამარული განაკვეთი), ასევე დვრილის ირგვლივ (პერიორეალური განაკვეთი).

ორივე შემთხვევაში, ნაწიბურები ბუნებრივ ნაოჭში ლოკალიზდება, რის გამოც ისინი რთულად შესამჩნევია. დროთა განმავლობაში კი შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი გახდეს.

დერმატოლოგია
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, გორგასლის ქ. #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ.ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ.ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback

gamarjoba lamaso

How do you rate our support?