ბლოგი
2021 წლის სილამაზის ტრენდები

2020 წელმა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე ზეგავლენა იქონია. ჩვენი მოვლის რუტინაც კი ვერ გადაურჩა მას – სალონები დაკეტილი იყო, ჩვენ იძულებული გავხდით საკუთარი თავის სტილისტი, კოსმეტოლოგი, კოლორისტი და დერმატოლოგი გავმხდარიყავით.

უმრავლესობა ამას ძალიან კარგად გაუმკლავდა, ერთი-ორი შეცდომით შეღებილი თმა, ექსტრავაგანტული ვარცხვნილობა, წარუმატებელი სახის ნიღბის რეცეპტი – იძულებითი სახლის პირობებში მოვლის კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. სამაგიეროდ ასეთმა გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა!

ასეთი გამოცდილების მიღების შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ვიდრე აქამდე, ამიტომ ოპტიმისტურად ვუყურებთ 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მისი პირველი ნახევარიც სახლის ოფისებში, Zoom-ზარებზე საღამურში ჩაცმულებმა გავატაროთ. მზად ხართ გაიგოთ რა სილამაზის ტრენდებით გხვდებათ 2021 წელი?!

მეტი აქცენტი ჰიგიენაზე

ხელის საპონი და სანიტაიზერი შეიძლება არ მიეკუთვნოდეს სილამაზის გლამურულ კატეგორიას, მაგრამ სადაც საჭიროება არის იქ ყოველთვის არსებობს ასეთი საშუალებების დახვეწის შანსიც. სილამაზის ბრენდებმა უკვე დაიწყო ამ მიმართულებაში მუშაობა, და ბევრი კომპანია მომხმარებელს გაუმჯობესებულ შეფუთვას და არომატიზირებულ პროდუქტებს სთავაზობს. გარდა ამისა პროდუქტის ფორმულაც უფრო დახვეწილი ხდება, შემადგენლობა დამატენიანბელი კომპონენტებით მდიდრდება, ხელის საპნები და სადეზინფექციო საშუალებები უფრო ნაზი და დაკნლებად გამაღიზიანებელი იქნება კანისთვის.

კანის მოვლის პროდუქტების შემადგენლობის გამჭვირვალობა და სისუფთავება

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კომპანიების მიერ პროდუქციის ინგრედიენტების მიმართ განსაკუთრებული კონტროლის წარმოება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მომხმარებელს უნდა, რომ იცოდეს, რა არის მის კრემში. ბუნებრივია, ასეთმა ზეწოლამ კომპანიებზე, ისინი აიძულა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროდუქციის ფორმულის შედგენას, შეფუთვის ხარისხს და წარმოების პროცესს. დღესდღეობით ის ბრენდები, რომელიც ვერ ან არ მიყვება ეკოლოგიური და დგრადი განვითარების ტენდენციას, კარგავს პოპულარობას იმ მომხმარებლებს შორის, რომელიც არ არის გულგრილი იმის მიმართ თუ რა პროდუქტს მიიღებს და დაიტანს კანზე და თუ რა გავლენა ექნება მას გარემოზე.

“მასკნეს” საწინააღმდეგო პროდუქტები

ეს ახალი ტერმინი უკვე დამყარებულია მსოფლიო ლექსიკონში და ნაცნობია ყველასთვის, ვინც შეწუხებულია პირბადის მუდმივი ტარებით გამოწვეული კანის გაღიზიანებით. დამამშვიდებელი სახის სპრეის და სახის ნიღბების სახით სხვადასხვა კომპანიები ამ პრობლემის თავიდან არიდების საშუალებებს გთავაზობთ. ჩვენ კი გირჩევთ ხშირად გამოიცვალოთ პირბადე და საწიროების შემთხვევაში გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საშუალებები, მაგალითად ZO Skin Health-ის COMPLEXION RENEWAL PADS ან OIL CONTROL PADS ACNE TREATMENT.

“ლურჯი ნათებისგან” გაძლიერებული დაცვა

მადლობა პანდემიას – ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს გაციფრულება მოხდა!  “ლურგი ნათების” კანზე მავნე ზეგავლენის არსებობს ჩვენთვის უკვე საიდუმლო არ არის და გვსმენია მისგან დამცავი საშუალებების შესახებ. წელს ასეთი პროდუქცია უფრო მეტი კომპანიის პორტფოლიოში გამოჩნდება. მონიტორების გამოსხივებისგან დაცვის ახალი, მეტად ეფექტური კომპონენტები ემატება როგორც მზისგან დაცვის სასუალებებში ასევე ცალკე პროდუქტებად ჩნდება ესთეტიკურ ბაზარზე.

მინიმალიზმი კანის მოვლაში და მაკიაჟში

“სქინიმალიზმი” ეპოქის კიდევ ახალი ტერმინია, თუმცა შეუმჩნეველი მაკიაჟი უკვე შემოვიდა სილამაზის ტრენდებში. რთული, მრავალფერიანი და “მძიმე” მაკიაჟი ყოველდღიურ რუტინაში სავარაუდოდ უკვე აღარ დაბრუნდება. უპირატესობა მიენიჭება მსუბუქი ტექსტურის პროდუქტებს და ისეთ მაკიაჟს, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება და ხაზს უსვამს ინდივიდუალურ ნაკვთებს, კანის ბზინვარებას.

კოსმეტიკური პროცედურები “ZOOM face”-ისთვის

უკვე თვეებია საკუთარ თავს ვიდეოზარების და ონლაინ კონფერენციების მეშვეობიტ ვაკვირდებით. საერთაშორისო დონეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საძიებო სისტემებში გაიზარდა მცირე ნაკლოვანებების კორექციისთვის პროცედურების მოთხოვნა, როგორიცაა თვალის გარშემო ნაოჭების , თვალის ქვემოთ უპეების კორექცია, შუბლის ნაოჭებია და სხვა. პირბადის ხშირი ტარების გამო უფრო შესამჩნევი გახდა სახის ზედა მესამედი, შესაბამისად ასეტი ფოკუსის გამო იმატა უკმაყოფილებამ. ჩვენ არ გირჩევთ იმპულსურად აყვეთ ამ ტრენდს, დაიწყეთ თვალების გარშემო კანის სწორი მოვლით, გააკეთეთ ინვესტიცია თვალის კრემში. და მხოლოდ იმ შემთხვევასი, ტუ ეს ნამდვილად გწირდებათ, მიმართეთ კოსმეტოლოგს თუ ქირურგს.

მოწინავე გაჯეტები

თმის ზრდის მასტიმულირებელი ლაზერები, მიკროტალღური და ულტრაბგერითი სახის მასაჟორები და სახლის პირობებში ფოტო ან ლაზერული ეპილაციის მოწყობილობები – ეს და მრავალი სხვა გაჯეტი ხელმისაწვდომი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. სალონების და ესთეტიკური ცენტრების დახურვამ მეტი ადამიანისთვის გააჩინა მოთხოვნა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.  დღესდღეობით უკვე უამრავი მოწყობილობა არის ბაზარზე, გონივრულად მიადექით მათი შერჩევის პროცესს, მხოლოდ მატი ნაწილი ნამდვილად ეფექტურია. ენდეთ ცნობილ ბრენდებს ან მიმართეთ პროფესიულ კომსეტოლოგიურ პროცედურებს.

კოსმეტიკა მცენარეული კომპონენტების საფუძველზე

უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება პროდუქტის ძიება არა ბრენდის მიხედვით, არამედ მისი ინგრედიენტების მიხედვით. ჩვენ ხშირად გვესმის ამა თუ იმ ექსტრაქტის, მჟავის, ზეთის დადებით თვისებებზე, და ახლა ერთერტი გადამწყვეტი ფაქტორი მოვლის პროდუქციის შერჩევისას ხდება ამ კომპონენტების ბუნებრიობა.  სინთეტიკურად მიღებული კომპონენტების ნაცვლად მცენარეული კოსმეტიკა წინა პლანზე გამოდის.

თხევადი ტუჩსაცხი

COVID-ის პერიოდში ყველაზე დასაფასებელი მდგრადი საშუალება ტუჩების მაკიაჟისთვის, და ერთ დროს მივიწყებული თხევადი ტუჩსაცხები კვლავ გვიბრუნდება ამ სეზონზე. ქალბატონებს სურთ პროდუქტი, რომელიც დღის განმავლობაში დარჩება ტუჩებზე და არ გაითხაპნება პირბადის ტარებისას. mask.”

სრულად ნახვა
მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია: მიზეზები, ძირითადი სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია წარმოადგენს შიდა სასქესო ბაგეების ზედმეტად განვითარებას, რა დროსაც დიდი სასირცხვო ბაგეები ვეღარ ფარავს მცირე  სასირცხვო ბაგეებს.

მიზეზები

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია შეიძლება წარმოადგენდეს თანდაყოლილ პათოლოგიას, კონსტიტუციონალურ თავისებურებებს ან შეძენილ ცვლილებებს. მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია აღენიშნებათ დღენაკლულ და პატარა წონით დაბადებულ ბავშვებს (გოგონებს). მცირე სასირცხვო ბაგეების მემკვიდრეობითი ჰიპერტროფია ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ. ზოგჯერ დაავადება შეიძლება გაძლიერდეს და დაიწყოს განვითარება მცირე სასირცხვო ბაგეების მექანიკური გაღიზიანების, სქესობრივი აქტების ან მშობიარობის დროს სისტემატიური გაღიზიანების შედეგად,  აგრეთვე პათოლოგიური პროცესის დაწყების სტიმულირება შეუძლია ქრონიკულ ვულვიტს, ვულვის ლიმფედემას, სხეულის წონაში მკვეთრ კლებას.

ამის გარდა, სასქესო ბაგეების ფორმასა და ზომაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრავმებმა და ქირურგიულმა ოპერაციებმა გარეთა სასქესო ორგანოებზე, აგრეთვე ინტიმური ზონის პირსინგით გატაცებამ. ასაკთან ერთან მცირე სასირცხვო ბაგეები განიცდიან ასაკობრივ ინვოლუციას, რის შემდეგაც ისინი ნაოჭდებიან და იცვლიან ფერს.

სიმპტომები

ანატომიური ნორმიდან სხვადასხვა სახის გადახრებს, როგორც წესი, უწოდებენ მცირე სასირცხვო ბაგეების დეფორმაციას ფორმის, ზომის და ზედაპირის ხარისხის მიხედვით.

ყველაზე ხშირად კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება ელონგაცია, ჰიპეტროფია, პროტრუზია და მცირე სასირცხვო ბაგეების ასიმეტრია. ელონგაციის ქვეშ იგულისხმება სასქესო ბაგეების დაგრძელება, რომელთა ზომაც მაქსიმალური გაჭიმვის მდგომარეობაში აღემატება 5 სმ. ქალბატონთა უმეტესი ნაწილის სურვილია, რომ შიდა სასქესო ბაგეების ზომა ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ აღემატებოდეს 1 სმ-ს.

მცირე სასირცხვო ბაგეების პროტრუზიის შესახებ საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სცდება დიდი სასქესო ბაგეების საზღვრებს.

მცირე სასირცხვო ბაგეების ჭეშმარიტი ჰიპერტროფია წარმოადგენს მცირე სასირცხვო ბაგეების ზომების ტოტალურ ზრდას (სიგრძე, სიგანე, ნაკეცები, ნაოჭები) და საკმაოდ ხშირად მას თან ახლავს ვულვის სექსუალური ჰიპოსტეზია. ამას გარდა, მცირე სასირცხვო  ბაგეებს შეიძლება ჰქონდეს ასიმეტრიული ფორმა და სხვადასხვა ზომა.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტოფია არ წარმოადგენს პათოლოგიას ან რაიმე სახის ანომალიას, ასეთმა ესთეტიკურმა ნაკლმა შესაძლოა ქალის ცხოვრებაში გამოიწვიოს სერიოზული გართულებების განვითარება. ჩივილები, რომლებსაც წარმოადგენენ პაციენტები შეიძლება დავყოთ ესთეტიკური, ფსიქოლოგიური და ფუნქციონალური ხასიათის მიხედვით.

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია დგინდება ქალის გარე სასქესო ორგანოების ვიზუალური დათვალიერების გზით მისი გინეკოლოგის სავარძელში გასინჯვისას. ქირურგიული კორექციის ჩატარების საჭიროებისას

მკურნალობა

მცირე სასირცხვო ბაგეების ზომების შეცვლა და ფორმის კორექცია კონსერვატორული მეთოდით შეუძლებელია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფიის დროს, რასაც თან ახლავს პაციენტისთვის მორალური და ფიზიკური დისკომფორტი, ერთადერთი გამოსავალი ინტიმური პლასტიკაა. სასქესო ბაგეების კორექციას არ აქვს მკაცრი სამედიცინო ჩვენებები, ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილება მის ჩატარებასთან დაკავშირებით პაციენტმა უნდა მიიღოს.

პროფილაქტიკა

ამ მომენტისთვის არ არის შემუშავებული პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც საშუალებას მოგვცემს შევცალოთ მცირე სასირცხვო ბაგეების ფორმა ან ზომა.

 

სრულად ნახვა
შეცდომები ზაფხულის მოვლაში

კალენდარული ზაფხული დადგა!  ჩვენს რეგიონში ეს განსაკუთრებით იგრძნობა. შესაფერისი დროა ზაფხულის მოვლის ძირითადი შეცდომები განვიხილოთ

1. მჟავები.

ყველაზე მსუბუქი ქიმიური პილინგებიც უმჯობესია ოქტომბრამდე გადადოთ. ხოლო ყოველდღიური მოვლის პროდუქცია, რომელშიც შედის მჟავეები ასევე შეინახეთ არააქტიური მზის პერიოდამდე. თუკი ასეთი საშუალებები რჩება თქვენს მოვლაში კოსმეტოლოგის დანიშნულებით (არა თვითმკურნალობისთვის!), აუცილებელი ყოველდღიურად მისგან დამცავი კრემის გამოყენება. იმ შემთხვევაშიც, როცა მჟავის შემცველ პროდუქტს ღამით გამოიყენებთ, დღისით კანი მზისგან მაინც დაცული უნდა იყოს.

2. ზამთრის დღის კრემი.

თუ თქვენი დღის კრემი სქელი ტექსტურის არის, ზაფხულში ის “მძიმე” იქნება თქვენი კანისთვის, რამაც შეიძლება გამონაყარი, ცხიმიანი ბზინვარება და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ზაფხულისთვის შეარჩიეთ უფრო მსუბუქი ტექსტურის ყოველდღიური კრემი, ხოლო ზამთრის დროებით შეინახეთ.

3. არასწორი მზისგან დამცავი საშუალება ან მისი არარსებობა.

თუ არ წაგიკითხავთ ჩვენი წინა პოსტები ზაფხულის შემდეგ დაზიანებული კანის მოვლის შესახებ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, რომ მზეზე ყოფნისას აუცილებელია დამცავი საშუალების გამოყენება და მისი განახლება ინსტრუქციის შესაბამისად თუ გარეთ ხანგრძლივი დროის განმავლობასი გიწევთ ყოფნა.

4. თერმალური წყლის ხშირი გამოყენება.

აორთქლებისას თერმალური წყალი კანის საკუთარ ტენიანობასაც იყოლებს. ამიტომ ამ პროდუქტის გამოყენება დღეში რამდენიმეჯერ რეკომენდირებული არ არის, მიუხედავად იმისა თუ რას გვაჩვენებენ სარეკლამო რგოლებში. გამოიყენეთ თერმალური წყალი მხოლოდ მასინ, როცა არ გაქვთ საშუალება სათანადოდ გაისუფთაოდ და დაიტენიანოთ კანი.

5. “მძიმე” მაკიაჟი.

ზაფხულში, სიცხეში მაკიაჟმა შეიძლება კანის რეაქცია გამოიწვიოს. შეცვალეთ ფენები დღის კრემი+ტონალური კრემი+პუდრი ერთი პროდუქტით, მაგალითად ВВ/СС კრემით (თუ გჭირდებათ ტონი) და მის ქვეშ შრატი ან მსუბუქი კრემი/ემულსია გამოიყენეთ. კანი მოვლილიც იქნება და ისუნთქებს სიცხეში. იდეალური, თუ თქვენი კანის მდგომარეობა გაძლევთ საშუალებას ზაფხულში უარი თქვათ ყოველგვარ დეკორატიულ კოსმეტიკაზე.

თუ ეს ასე არ არის, კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაში და მკურნალობაში ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ კლინიკა “ტოტალ შარმში”!

კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია – არარეგულარული მოვლა. გახსოვდეთ, რომ კანს მოვლა ყოველდღიურად ჭირდება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თქვენი მოვლის პროდუქტები იმუშავებს და კანი მადლობას გეტყვით.

შეინახეთ ეს რჩევები და დაუბრუნდით მათ, როცა დაგჭირდებათ.

კიდევ რა შეცდომები გახსენდებათ ზაფხულის მოვლაში, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და სილამაზის ხრიკები კომენტარებში

დეტალური ინფორმაციისთვის და პროფესიული რჩევებისთვის ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე დერამტოკოსმეტოლოგთან ტელ.: +995 32 2181814

სრულად ნახვა
ვარიკოზული დაავადების მკურნალობის თანამედროვე, მინიინვაზიური მეთოდები

თუ თქვენ გაქვთ ვარიკოზული დაავადება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დიდი ოპერაცია უნდა ჩაიტაროთ. თანამედროვე მედიცინის ტექნოლოგიები ამ დაავადების ნაკლებინვაზიური ჩარევით მკურნალობის საშუალებას იძლევა. ვარიკოზული დაავადების შემთხვევაში ოპერაცია სპინალური, თუ ზოგადი ანესთეზიით – წარსულის მეთოდია.

კლინიკა „ტოტალ შარმში“ ვენური პათოლოგიების პრევენციასა და მკურნალობისთვის 2019 წლიდან მცირეინვაზიური მანიპულაციები არის ხელმისაწვდომი.

ვარიკოზული ვენები წარმოადგენენ ზომაში გაზრდილ, დაგრეხილ, გაგანიერებულ სისხლძარღვებს, რომლის ძირითადი მიზეზიც მასში არსებული სარქველოვანი აპარატის გაუმართაობაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: წვა, ტკივილი, ქავილი, სიმძიმე, შეშუპება და სხვა ტიპის დისკომფორტი ქვემო კიდურებში. ასევე ვარიკოზული ვენები ესთეტიკურ პრობლემასაც წარმოადგენს.

ვარიკოზული დაავადების განვითარების მიზეზები და რისკ-ფაქტორები

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  •  ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან ჯდომა
  • სიმძიმეების აწევა
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ორსულობა – როდესაც თანდათანობით გაზრდილი საშვილოსნო მუცლის ღრუს ვენებს აწვება, რაც ქვედა კიდურების ვენებს ტვირთავს
  • ჭარბი წონა-თუ ბევრ ცხიმიან საკვებს მიირთმევთ და ცოტას მოძრაობთ, წონის მატება გარდაუვალია, რაც ზრდის სისხლ-ძარღვებზე დატვირთვას

ვარიკოზული დაავადების სიმპტომები

  • სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში (მძიმე ფეხის სინდორმი)
  • სიმხურვალე, წვა, ქავილი, ტკივილი – ქვემო კიდურებში
  • ღამის კრამპული კრუქჩხვები წვივის კუნთებში

დატვირთვის შემცირების შემდეგ დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის აღდგენა და სიმპტომების შემცირება. ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის კურსის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა შედეგად თრომბოზი ან თრომბოემბოლია მივიღოთ. შესაძლოა განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), დაზიანებულ მიდამოში ტროფიკული წყლულები, ეგზემა ან თრომბის წარმონაქმნი, რომელიც შესაძლოა გადაადგილდეს და სადმე დაეცოს. დაბერილი, დაავადებული ვენა ზოგჯერ სკდება და იწყება სისხლდენა.

მკურნალობის მეთოდოლოგია

ვენების ვარიკოზული დაავადებების მკურნალობას, ჯანმრთელობისა და ესთეტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა სწრაფი, ეფექტური და ნაკლებად ტრავმატული იყოს, რათა გააუმჯობესოს მისი ცხოვრების ხარისხი და ამავდროულად ხელი არ შეუშალოს ცხოვრების ჩვეულ რითმს.

ვენის ლაზერული აბლაცია

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდია – ვენის ლაზერული აბლაცია.კანზე მცირე ნაჩხვლეტის წერტილიდან ულტრაბგერითი აპარატის კონტროლით სპეციალისტს დაზიანებულ ვენაში ლაზერული კათეტერი შეყავს. ლაზერის მიერ გენერირებული ენერგიის ზემოქმედების შემდეგ ვენის “შეწებება” ხდება. დროთა განმავლობაში განადგურებული ვენა იწოვება და კანის ზედაპირზე მისი კვალი არ რჩება. რამოდენიმე წუთიანი უმტკივნეულო მანიპულაციის შემდეგ საჭიროა სპეციალური კომპრესიული სახვევის გამოყენება.

ლაზერული აბლაციის უპირატესობები:

  • ადგილობრივი ანესთეზია.
  • მინიინვაზიურობა (ოპერაცია კეთდება ერთი ჩხვლეტით)
  • მინიმალური პრე და პოსტოპერაციული პერიოდი.
  • ოპერაციის ხანგრძლივობა – 45წთ.
  • ოპერაციის შემდგომ კიდურზე არ აღინიშნება ჰემატომა, არ აღინიშნება პიგმენტაცია.
  • ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად.
  • პაციენტი ბინაზე ეწერება ოპერაციიდან 1 საათში.

პროცედურა ტარდება საოპერაციოში სისხლძარღვთა ქირურგის მიერ გერმანული წარმოების აპარატით Leonardo® (Bioletic). არ საჭროებს სპინალურ ან ზოგად ნარკოზს და ჰოსპიტალიზაციას.

მინიფლებექტომია

ვარიკოზული ვენების რთული და ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები თანამედროვე მკურნალობის მეთოდების განვითარების დამსახურებით მცირეინვაზიურ პროცედურებმა ჩაანაცვლა. რაც ნიშნავს, რომ მანიპულაცია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას, მნიშვნელოვნად მცირეა გვერდითი მოვლენების განვითარების შანსი.

მანიპულაცია ტარდება საოპერაციოში სისხლძარღვთა ქირურგის მიერ. ხანგრძლივობა 20-40 წუთი. გამოიყენება მინიმალური 0.2 სმ-იანი განაკვეთი. ჩარევა არ საჭიროებს სპინალერ ან ზოგად ნარკოზს და ჰოსპიტალიზაციას. შესაძლოა ინექციურ სკლეროთერაპიასთან ან ვენის ლაზერულ აბლაციასთან კომბინირება.

ინექციური სკლეროთერაპია

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდია.

დაზიანებულ სისხლძარღვში შეყავთ სპეციალური გამაღიზიანებელი ნივთიერება – სკლეროზანტი, რაც გარკვეული პირობების დაცვის შემდეგ ხელს უწყობს ვენის სრულად გაქრობას. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა, ინექციის ადგილი გადაიხვევა ელასტიური სახვევით.

პროცედურის შემდეგ შეიძლება შეინიშნებოდეს პიგმენტაცია, რომელიც სრულად ალაგებისათვის გარკვეული პერიოდის გასვლაა საჭირო, შედეგი აუცილებლად მიღწევადია.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მცირე ზომის ზედაპირული სისხლძარღვები
  • გაფართოებული კაპილარები სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე
  • ვენური კვანძები
  • მცირე დიამეტრის კანქვეშა ვენები

პროცედურის შესრულებისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნემსი ან მინიკათეტერი. პროცედურა უმტკივნეულოა. თანამედროვე სკლეროზანტები სრულიად უსაფრთხოა.

სკლეროთერაპია შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეტიკურ შედეგს იძლევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან რიგ შემთხვევაში სამუდამოდ.

კლინიკა „ტოტალ შარმში“ ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკას და მკურნალობას სპეციალისტი სისხლძარღვთა ქირურგი ეკა ჩაფიძე აწარმოებს. საქართველოს სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის, ბალტიისპირეთის ფლებოლოგიის ასოციაციისა და ფლებოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. მისი სამუშაო პრაქტიკა ლატვიაში, გერმანიაში და ბელორუსიაში მიმდინარეობდა. ქალბატონი ეკას მიერ დაგროვილი გამოცდილება და სისხლძარღვთა დაავდებების საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე მედიცინის მიღწევების დახმარებით საშუალებას იძლევა უმაღლესი ხარისხის სერვისები შემოგთავაზოთ ვარიკოზული დაავადების მკურნალობასა და პრევენციისთვის. დღესდღეობით ეს ყოველივე მარტივი და უსაფრთხოა.

სრულად ნახვა
10 ორგანიზმის დამატენიანებელი პროდუქტი

ორგანიზმის დატენიანება არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, თუ რამდენ წყალს დალევთ, ყველაფერი დამოკიდებულია წყალის შენარჩუნების უნარზე. ჯანსაღი, დატენიანებული უჯრედები – ჯანმრთელი და ლამაზი კანის  მთავარი პირობაა, ამიტომ დღეს 10 დამატენიანებელი საკვების შესახებ მოგიყვებით.

 

დაბერების პროცესთან ერთად ჩვენი უჯრედები წყალს კარგავენ. როცა ვიბადებით, ჩვენი სხეული დაახლოებით 75% წყლისგან შედგება, ასაკის მატებასთან ერთად უჯრედებში წყალის რაოდენობა 50%-მდე იკლებს. უჯრედულ დონეზე გაუწყლოვანება ამავდროულად დაბერების ნიშნებს იწვევს (კანის ნაოჭები და ნაკეცები). წყალი ბოსტნეულში და ხილში ნუტრიენტებს და სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს ჩვენი უჯრედების დატენიანებისთვის, ჯანსაღი და ბზინვარე კანისთვის.

 

უმრავლესობას გონია, რომ დღეში წყლის 8 ჭიქის დალევა ორგანიზმის დატენიანებას უზრუნვეჰყოფს. ეს მითი დიდი ხანია დავამსხვრიეთ, და თუ გამოგრჩათ, შეგახსენებთ, რომ  მიღებული წყალი იმდენად სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან, რომ სხვადასხვა ორგანოებისთვის წყლის მიწოდებისას კანის ზედაპირს ვერც კი აღწევს.

წყალი ბოსტნეულსა და ხილში სპეციალური მოლეკულებით არის შემოფარგლული, რომლებიც წყლის უჯრედებში შეღწევაში ეხმარება. უჯრედული წყალი უფრო ნელა გაიწოვება, რაც ორგანიზმს უფრო ხანგრძლივი დროით დატენიანებას უზრუნველჰყოფს.

ბევრი სახეობის საკვები შეიცავს წყალს, მაგრამ მცენარეული საკვები, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, უფრო მეტ წყალთან ერთად ანტიოქსიდანტებს, ანთების საწინააღმდეგო აგენტებსა და მცენარეულ ბოჭკოებს შეიცავს. მეტი ეფექტისთვის აღნიშნული პროდუქტები სითბოთი დამუშავების გარეშე, უმად მიირთვით, ან წვენის სახით (მაღაზიის წვენებს არ ვგულისხმობთ)

1. კიტრი | 97% წყალი

ერთერთი ყველაზე დამატენიანებელი პროდუქტი. დაამატეთ კიტრი თქვენს ისპანახის და ქოქოსის მწვანე სმუზიში. კიდევ 2 კობზი ჩიას თესლები და თქვენ უკვე სასარგებლო ბოჭკოების დოზაც მიიღეთ!

2. მარწყვი| 92% წყალი

სმუზის ეს რეცეპტი მარწყვსა და საზამთროს შეიცავს – ორი წყლის მაღალი შემცველი და გემრიელი პროდუქტი და ანტიოქსიდანტური კოქტეილი მზად არის!

ბლენდერში მოათავსეთ შემდეგი ინგრედიენტები:

½ ჭიქა ანანასი

1 გაყინული ბანანი

½ გაყინული მარწყვი

¾ საზამთრო წყლის ნაცვლად

2-3 tablespoons

3. საზამთრო | 92% წყალი

რეცეპტი ძალიან მარტივია, ბლენდერში მიღებულ საზამთროს წვენში აურიეთ 1 კოვზი ჩიას თესლი 4 გრამიანი პროტეინული ბიძგისთვის. საზამთრო ასევე ანტიოქსიდანტ ლიკოპენს შეიცავს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო სასუალებად მიიჩნევა.

4. ჟოლო| 92% წყალი

თითო ჭიქა ჟოლო, ისპანახი, გაყინული ბანანი ბლენდერსი დაამუშავეთ ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად – კიდევ ერთი ანტიოქსიდანტური კოქტეილის რეცეპტი!

5. ისპანახი| 92% წყალი

ეს მწვანე სმუზი ისეთი დამატენიანებელია, რომ მეგობარს ან ახლობელს შეგიძლიათ გაუზიაროთ. თითო ჭიქა ისპანახი, კიტრი, ნიახური, 1 ავოკადო, 1 ლიმონიდან გამოწურული წვენი, 4 ჭიქა წყალი და ყინული.

6. ნიახური| 95% წყალი

ეს დამატენიანებელი წვენი A ვიტამინის დღიურ დოზას შეიცავს – ნიახური ორი ტოტის წვენი, 3 სტაფილო, 1 ვაშლი, კიტრის მეოთხედი. ცოტა სიტკოსთვის შეგიძლიათ ლიმონი გრეიპფრუტით ჩაანაცვლოთ ან დაამატოთ ცოტა ვაშლი ან ატამი.

7. გრეიპფუტი| 91% წყალი

1 გრეიპფრუტი გაასუფთავეთ კანისგან, დაამატეთ ვაშლი, 2 ჭიქა ისპანახი, გაყინული ბანანი, ყინული და 1/2 ჭიქა წტალი – ეს არის თქვენი მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი და დამატენიანებელი სმუზი. გრეიპფრუტი ასევე C ვიტამინის მიღების დიდი წყაროა!

8. ნესვი| 90% წყალი

სასარგებლო ბოჭკოების დოზისთვის ბლენდერში აურიეთ კუბიკებად დაჭრილი ნესვი, 2 გაყინული ბანანი, ყინული და ჩიას ან სხვა თესლი, ორი ადამიანისთვის სმუზი მზად არის!

9. წითელი კომბოსტო | 92% წყალი

ცოტა უცნაური კომბინაციაა, მაგრამ ეს ვიტამინებით მდიდარი სმუზი თქვენ მოგეწონებათ. ეს კომბოსტოს მირთმევის ერთერთი საუკეთესო მეთოდია. უბრალოდ შეურიეთ მას ჭარხალი და კენკრა.

10. სტაფილო| 87% წყალი

მოიმზადეთ ანთებისსაწინააღმდეგო დაცვა შემდეგი სმუზის სახით – 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, დახეხილი პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი და 2 სუფრის კოვზი აკაჟუს თხილი (კეშიუ).

მალე ჩვენც გავიხსნებით და შემოგთავაზებთ კანის სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურას – მეზოთერაპიას, ბიორევიტალიზაცია და პროფესიულ მოვლას. მანამდე კი მზად ხართ მტვერი გადაწმინდოთ თქვენს ბლენდერს და უჩვეულო ფორმაში მიიღოთ ვიტამინები, სასარგებლო ნივთიერებები და წყალი? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ვიტამინური კოქტეილებისა და სმუზის რეცეპტები კომენტარებში

სრულად ნახვა
როგორ შევწყვიტოთ სახეზე ხელით შეხება?

გახსოვთ, რომ თქვენი კოსმეტოლოგი ხშირად გეუბნებათ, რომ სახეს ხელით არ შეეხოთ?

მაგიდასთან ჯდომისას ხელის გულზე ჩამოდებული ნიკაპი და ლოყა, თვალების ფშვნეტა, ცხვირის მოფხანა და ფრჩხილების კვნეტა – დღის განმავლობაში სხვადასხვა გზით გაუცნობიერებლად სახეს ბევრჯერ ვეხებით.

ეს ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილად მიგვაჩნია, მაგრამ კანის მოვლაში ეს არის ერთერთი ტაბუ.

დერმატოლოგიის ამერიკული აკადემიის (AAD) აზრით, ხელით სახეზე ხშირი შეხება პირდაპირ კავშირშია კანის ცხიმიანობასა და გამონაყარის გაჩენასთან. ხელით შეხებისას სახის კანზე ჭუჭყი და ბაქტერიები გადადის, რაც ფორების დაბინძურებასა და ანთებით პროცესებს იწვევს. სახეზე შეხება ნებადართულია მხოლოდ– დაბანის, გაწმენდის, კრემის და სხვა მოვლის საშუალებების წასმის დროს. რა თქმა უნდა ხელები აუცილებლად სუფთა უნდა იყოს!

ასევე, წინა სტატიებში არა ერთხელ ავღნიშნეთ რომ ინფექციის შეტანის და ნაწიბურის გაჩენის პრევენციისთვის, დერმატოლოგის მთავარი რჩევაა – არ ეცადოთ გამონაყარის, ანთებითი ელემენტისა და შავი წერტილების ამოღება, მითუმეტეს ბინძური ხელებით.

როგორ შევწყვიტოთ სახეზე ხელით შეხება?

ახლა, როცა იცით რომ სახეზე შეხება ცუდი იდეაა, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ჩვევის დაძლევა გსურთ. რა თქმა უნდა, როცა რაიმე ქმედება ყოველდღიურ ჩვევად იქცევა, რთულია მისი გაკონტროლება ან თავის დანებება.

გთავაზობთ 5 ხრიკს, თუ როგორ შეძლოთ ამ და ბევრი სხვა მავნე ქმედებისგან გათავისუფლება.

#1 შეცვალეთ ქცევა. როცა გააცნობიერებთ, რომ გაქვთ ასეთი ჩვევა, თქვენ შეგიძლიათ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ მისი შეცვლისთვის. როგორც კი გრძნობთ, რომ ხელები სახისკენ მიგაქვთ, შეცვალეთ ეს ქმედება განსხვავებულით. ეცადეთ ეს ერთი და იგივე მოძრაობა იყოს, მაგალითად თითების გადაჯვარედინება. დროთა განმავლობაში უკანასკნელი ჩაანაცვლებს მავნე ჩვევას.

#2 ყოველთვის დაკავებული ხელები. ბეჭდვა, ხატვა, სხვა აქტივობა, რომელიც დააკავებს თქვენს ხელებს ნაკლებ დროს დაგიტოვებთ სახეზე შეხებისთვის.

#3 შეხსენებები. დააყენეთ ყოველდღიური შეხსენება ტელეფონზე, ხშირი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე (აბანოს სარკე, კომპიუტერის მონიტორი…) წებოვან ქაღალდზე შეხსენებებიც დააკარით.

#4 ხელთათმანი. ეს შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ხელთათმანი ერთ-ერთი საშუალებაა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ ყოველდღიურ ჩვევას. ეს ასევე შეზღუდავს თითებიდან სახეზე კანის ცხიმის გადატანას, მაგრამ ეცადეთ ხელთათმანიანი ხელიც აარიდონ სახეს.

#5 მეგობრის დახმარება. თხოვეთ ახლობელს ან მეგობარს მიაქციოს ყურადღება და გამცნოთ, როცა სახეს შეეხებით. ამისთვის სიმბოლური “ჯარიმაც” შეგიძლიათ დააწესოთ.

სახეზე ყველანაირი შეხება არ არის მავნებელი. სინამდვილეში არის საშუალებები თქვენს კანს (სუფთა!) ხელებით სარგებელი მოუტანოთ. ისწავლეთ როგორ უნდა ჩაიტაროთ სახის მასაჟი სახლის პირობებში 

სრულად ნახვა
მეტის ნახვა
ინფორმაცია ვერ მოიძებნა
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback