15 იანვარი, 2021 3677 ნახვა

2020 წელმა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე ზეგავლენა იქონია. ჩვენი მოვლის რუტინაც კი ვერ გადაურჩა მას – სალონები დაკეტილი იყო, ჩვენ იძულებული გავხდით საკუთარი თავის სტილისტი, კოსმეტოლოგი, კოლორისტი და დერმატოლოგი გავმხდარიყავით.

უმრავლესობა ამას ძალიან კარგად გაუმკლავდა, ერთი-ორი შეცდომით შეღებილი თმა, ექსტრავაგანტული ვარცხვნილობა, წარუმატებელი სახის ნიღბის რეცეპტი – იძულებითი სახლის პირობებში მოვლის კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. სამაგიეროდ ასეთმა გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა!

ასეთი გამოცდილების მიღების შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ვიდრე აქამდე, ამიტომ ოპტიმისტურად ვუყურებთ 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მისი პირველი ნახევარიც სახლის ოფისებში, Zoom-ზარებზე საღამურში ჩაცმულებმა გავატაროთ. მზად ხართ გაიგოთ რა სილამაზის ტრენდებით გხვდებათ 2021 წელი?!

მეტი აქცენტი ჰიგიენაზე

ხელის საპონი და სანიტაიზერი შეიძლება არ მიეკუთვნოდეს სილამაზის გლამურულ კატეგორიას, მაგრამ სადაც საჭიროება არის იქ ყოველთვის არსებობს ასეთი საშუალებების დახვეწის შანსიც. სილამაზის ბრენდებმა უკვე დაიწყო ამ მიმართულებაში მუშაობა, და ბევრი კომპანია მომხმარებელს გაუმჯობესებულ შეფუთვას და არომატიზირებულ პროდუქტებს სთავაზობს. გარდა ამისა პროდუქტის ფორმულაც უფრო დახვეწილი ხდება, შემადგენლობა დამატენიანბელი კომპონენტებით მდიდრდება, ხელის საპნები და სადეზინფექციო საშუალებები უფრო ნაზი და დაკნლებად გამაღიზიანებელი იქნება კანისთვის.

კანის მოვლის პროდუქტების შემადგენლობის გამჭვირვალობა და სისუფთავება

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კომპანიების მიერ პროდუქციის ინგრედიენტების მიმართ განსაკუთრებული კონტროლის წარმოება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მომხმარებელს უნდა, რომ იცოდეს, რა არის მის კრემში. ბუნებრივია, ასეთმა ზეწოლამ კომპანიებზე, ისინი აიძულა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროდუქციის ფორმულის შედგენას, შეფუთვის ხარისხს და წარმოების პროცესს. დღესდღეობით ის ბრენდები, რომელიც ვერ ან არ მიყვება ეკოლოგიური და დგრადი განვითარების ტენდენციას, კარგავს პოპულარობას იმ მომხმარებლებს შორის, რომელიც არ არის გულგრილი იმის მიმართ თუ რა პროდუქტს მიიღებს და დაიტანს კანზე და თუ რა გავლენა ექნება მას გარემოზე.

“მასკნეს” საწინააღმდეგო პროდუქტები

ეს ახალი ტერმინი უკვე დამყარებულია მსოფლიო ლექსიკონში და ნაცნობია ყველასთვის, ვინც შეწუხებულია პირბადის მუდმივი ტარებით გამოწვეული კანის გაღიზიანებით. დამამშვიდებელი სახის სპრეის და სახის ნიღბების სახით სხვადასხვა კომპანიები ამ პრობლემის თავიდან არიდების საშუალებებს გთავაზობთ. ჩვენ კი გირჩევთ ხშირად გამოიცვალოთ პირბადე და საწიროების შემთხვევაში გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საშუალებები, მაგალითად ZO Skin Health-ის COMPLEXION RENEWAL PADS ან OIL CONTROL PADS ACNE TREATMENT.

“ლურჯი ნათებისგან” გაძლიერებული დაცვა

მადლობა პანდემიას – ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს გაციფრულება მოხდა!  “ლურგი ნათების” კანზე მავნე ზეგავლენის არსებობს ჩვენთვის უკვე საიდუმლო არ არის და გვსმენია მისგან დამცავი საშუალებების შესახებ. წელს ასეთი პროდუქცია უფრო მეტი კომპანიის პორტფოლიოში გამოჩნდება. მონიტორების გამოსხივებისგან დაცვის ახალი, მეტად ეფექტური კომპონენტები ემატება როგორც მზისგან დაცვის სასუალებებში ასევე ცალკე პროდუქტებად ჩნდება ესთეტიკურ ბაზარზე.

მინიმალიზმი კანის მოვლაში და მაკიაჟში

“სქინიმალიზმი” ეპოქის კიდევ ახალი ტერმინია, თუმცა შეუმჩნეველი მაკიაჟი უკვე შემოვიდა სილამაზის ტრენდებში. რთული, მრავალფერიანი და “მძიმე” მაკიაჟი ყოველდღიურ რუტინაში სავარაუდოდ უკვე აღარ დაბრუნდება. უპირატესობა მიენიჭება მსუბუქი ტექსტურის პროდუქტებს და ისეთ მაკიაჟს, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება და ხაზს უსვამს ინდივიდუალურ ნაკვთებს, კანის ბზინვარებას.

კოსმეტიკური პროცედურები “ZOOM face”-ისთვის

უკვე თვეებია საკუთარ თავს ვიდეოზარების და ონლაინ კონფერენციების მეშვეობიტ ვაკვირდებით. საერთაშორისო დონეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საძიებო სისტემებში გაიზარდა მცირე ნაკლოვანებების კორექციისთვის პროცედურების მოთხოვნა, როგორიცაა თვალის გარშემო ნაოჭების , თვალის ქვემოთ უპეების კორექცია, შუბლის ნაოჭებია და სხვა. პირბადის ხშირი ტარების გამო უფრო შესამჩნევი გახდა სახის ზედა მესამედი, შესაბამისად ასეტი ფოკუსის გამო იმატა უკმაყოფილებამ. ჩვენ არ გირჩევთ იმპულსურად აყვეთ ამ ტრენდს, დაიწყეთ თვალების გარშემო კანის სწორი მოვლით, გააკეთეთ ინვესტიცია თვალის კრემში. და მხოლოდ იმ შემთხვევასი, ტუ ეს ნამდვილად გწირდებათ, მიმართეთ კოსმეტოლოგს თუ ქირურგს.

მოწინავე გაჯეტები

თმის ზრდის მასტიმულირებელი ლაზერები, მიკროტალღური და ულტრაბგერითი სახის მასაჟორები და სახლის პირობებში ფოტო ან ლაზერული ეპილაციის მოწყობილობები – ეს და მრავალი სხვა გაჯეტი ხელმისაწვდომი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. სალონების და ესთეტიკური ცენტრების დახურვამ მეტი ადამიანისთვის გააჩინა მოთხოვნა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.  დღესდღეობით უკვე უამრავი მოწყობილობა არის ბაზარზე, გონივრულად მიადექით მათი შერჩევის პროცესს, მხოლოდ მატი ნაწილი ნამდვილად ეფექტურია. ენდეთ ცნობილ ბრენდებს ან მიმართეთ პროფესიულ კომსეტოლოგიურ პროცედურებს.

კოსმეტიკა მცენარეული კომპონენტების საფუძველზე

უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება პროდუქტის ძიება არა ბრენდის მიხედვით, არამედ მისი ინგრედიენტების მიხედვით. ჩვენ ხშირად გვესმის ამა თუ იმ ექსტრაქტის, მჟავის, ზეთის დადებით თვისებებზე, და ახლა ერთერტი გადამწყვეტი ფაქტორი მოვლის პროდუქციის შერჩევისას ხდება ამ კომპონენტების ბუნებრიობა.  სინთეტიკურად მიღებული კომპონენტების ნაცვლად მცენარეული კოსმეტიკა წინა პლანზე გამოდის.

თხევადი ტუჩსაცხი

COVID-ის პერიოდში ყველაზე დასაფასებელი მდგრადი საშუალება ტუჩების მაკიაჟისთვის, და ერთ დროს მივიწყებული თხევადი ტუჩსაცხები კვლავ გვიბრუნდება ამ სეზონზე. ქალბატონებს სურთ პროდუქტი, რომელიც დღის განმავლობაში დარჩება ტუჩებზე და არ გაითხაპნება პირბადის ტარებისას. mask.”

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback