კლინიკის შესახებ

„ტოტალ შარმი“ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელს წარმოადგენს. მისი ფილიალები თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, პრაღასა და ვალენსიაში მდებარეობს. „ტოტალ შარმის“ ყველა კლინიკა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდიკის გამოყენების საშუალებას იძლევა.

კლინიკის პირველი ფილიალი მოსკოვში 1996 წელს გაიხსნა. პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სფეროში 21 წლიანი სამუშაო გამოცდილებით „ტოტალ შარმმა“ პაციენტებსა და კოლეგებში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული კლინიკის სახელი დაიმკვიდრა. „ტოტალ შარმის“ ექიმები საკუთარი გამოცდილებითა და მუშაობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, ატარებენ სასწავლო ტრენინგებსა და ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღსანიშნავია კლინიკის ქირურგების ექიმ მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეების მიერ გამოგონილი და მსოფლიო მედიცინაში აღიარებული კანის „აპტოსის“ ძაფებით კანის დაჭიმვის მეთოდი. საქართველოში, მხოლოდ ტოტალ შარმის კლინიკებშია შესაძლებელის სხეულის კანის გადაჭიმვა აპტოს ძაფებით.

გუნდი
გიორგი სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში
მარლენ სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში
ალბინა ქაჯაია
ექიმი დერმატო–კოსმეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი. აპტოსის სერტიფიცირებული ტრენერი.
ნინო ნიშნიანიძე
ექიმი დერმატო–კოსმეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი
მარიამ წიკლაური
ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
სოფიკო აზრუმელაშვილი
ექიმი დერმატო-ვენეროლოგი
თამარ დარჯანია
უმცროსი ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი
ტატიანა ფაიკიძე
ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი. აპტოსის სერტიფიცირებული ტრენერი.
კონსტანტინე სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში
მურატ ცინცაძე
სპეციალისტი პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგიაში. აპტოსის სერტიფიცირებული ტრენერი
ისტორია
2005
პირველი ფილიალი თბილისში

2005 წელს, თბილისში, გაიხსნა კლინიკა "ტოტალ შარმის" პირველი ფილიალი, რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე აპარატურით და მომხმარებლებს ქირურგიული და დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობდა.

2013
ფილიალის გახსნა ბათუმში

2013 წელს, ქალაქ ბათუმში, გაიხსნა კლინიკა "ტოტალ შარმის" მეორე ფილიალი.

2017
აპტოს პროცედურები

დღესდღეობით, აპტოს პროცედურები -
კლინიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ მხრივ აღსანიშნავია კლინიკის ქირურგების, ქართველი ექიმების - მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეების მიერ გამოგონილი და მსოფლიო მედიცინაში აღიარებული სხეულის კანის Aptos ძაფებით დაჭიმვის პროცედურები.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, გორგასლის ქ. #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback