30 მარტი, 2020 7602 ნახვა

გახსოვთ, რომ თქვენი კოსმეტოლოგი ხშირად გეუბნებათ, რომ სახეს ხელით არ შეეხოთ?

მაგიდასთან ჯდომისას ხელის გულზე ჩამოდებული ნიკაპი და ლოყა, თვალების ფშვნეტა, ცხვირის მოფხანა და ფრჩხილების კვნეტა – დღის განმავლობაში სხვადასხვა გზით გაუცნობიერებლად სახეს ბევრჯერ ვეხებით.

ეს ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილად მიგვაჩნია, მაგრამ კანის მოვლაში ეს არის ერთერთი ტაბუ.

დერმატოლოგიის ამერიკული აკადემიის (AAD) აზრით, ხელით სახეზე ხშირი შეხება პირდაპირ კავშირშია კანის ცხიმიანობასა და გამონაყარის გაჩენასთან. ხელით შეხებისას სახის კანზე ჭუჭყი და ბაქტერიები გადადის, რაც ფორების დაბინძურებასა და ანთებით პროცესებს იწვევს. სახეზე შეხება ნებადართულია მხოლოდ– დაბანის, გაწმენდის, კრემის და სხვა მოვლის საშუალებების წასმის დროს. რა თქმა უნდა ხელები აუცილებლად სუფთა უნდა იყოს!

ასევე, წინა სტატიებში არა ერთხელ ავღნიშნეთ რომ ინფექციის შეტანის და ნაწიბურის გაჩენის პრევენციისთვის, დერმატოლოგის მთავარი რჩევაა – არ ეცადოთ გამონაყარის, ანთებითი ელემენტისა და შავი წერტილების ამოღება, მითუმეტეს ბინძური ხელებით.

როგორ შევწყვიტოთ სახეზე ხელით შეხება?

ახლა, როცა იცით რომ სახეზე შეხება ცუდი იდეაა, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ჩვევის დაძლევა გსურთ. რა თქმა უნდა, როცა რაიმე ქმედება ყოველდღიურ ჩვევად იქცევა, რთულია მისი გაკონტროლება ან თავის დანებება.

გთავაზობთ 5 ხრიკს, თუ როგორ შეძლოთ ამ და ბევრი სხვა მავნე ქმედებისგან გათავისუფლება.

#1 შეცვალეთ ქცევა. როცა გააცნობიერებთ, რომ გაქვთ ასეთი ჩვევა, თქვენ შეგიძლიათ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ მისი შეცვლისთვის. როგორც კი გრძნობთ, რომ ხელები სახისკენ მიგაქვთ, შეცვალეთ ეს ქმედება განსხვავებულით. ეცადეთ ეს ერთი და იგივე მოძრაობა იყოს, მაგალითად თითების გადაჯვარედინება. დროთა განმავლობაში უკანასკნელი ჩაანაცვლებს მავნე ჩვევას.

#2 ყოველთვის დაკავებული ხელები. ბეჭდვა, ხატვა, სხვა აქტივობა, რომელიც დააკავებს თქვენს ხელებს ნაკლებ დროს დაგიტოვებთ სახეზე შეხებისთვის.

#3 შეხსენებები. დააყენეთ ყოველდღიური შეხსენება ტელეფონზე, ხშირი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე (აბანოს სარკე, კომპიუტერის მონიტორი…) წებოვან ქაღალდზე შეხსენებებიც დააკარით.

#4 ხელთათმანი. ეს შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ხელთათმანი ერთ-ერთი საშუალებაა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ ყოველდღიურ ჩვევას. ეს ასევე შეზღუდავს თითებიდან სახეზე კანის ცხიმის გადატანას, მაგრამ ეცადეთ ხელთათმანიანი ხელიც აარიდონ სახეს.

#5 მეგობრის დახმარება. თხოვეთ ახლობელს ან მეგობარს მიაქციოს ყურადღება და გამცნოთ, როცა სახეს შეეხებით. ამისთვის სიმბოლური “ჯარიმაც” შეგიძლიათ დააწესოთ.

სახეზე ყველანაირი შეხება არ არის მავნებელი. სინამდვილეში არის საშუალებები თქვენს კანს (სუფთა!) ხელებით სარგებელი მოუტანოთ. ისწავლეთ როგორ უნდა ჩაიტაროთ სახის მასაჟი სახლის პირობებში 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback