13 მაისი, 2020 11879 ნახვა

თუ თქვენ გაქვთ ვარიკოზული დაავადება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დიდი ოპერაცია უნდა ჩაიტაროთ. თანამედროვე მედიცინის ტექნოლოგიები ამ დაავადების ნაკლებინვაზიური ჩარევით მკურნალობის საშუალებას იძლევა. ვარიკოზული დაავადების შემთხვევაში ოპერაცია სპინალური, თუ ზოგადი ანესთეზიით – წარსულის მეთოდია.

კლინიკა „ტოტალ შარმში“ ვენური პათოლოგიების პრევენციასა და მკურნალობისთვის 2019 წლიდან მცირეინვაზიური მანიპულაციები არის ხელმისაწვდომი.

ვარიკოზული ვენები წარმოადგენენ ზომაში გაზრდილ, დაგრეხილ, გაგანიერებულ სისხლძარღვებს, რომლის ძირითადი მიზეზიც მასში არსებული სარქველოვანი აპარატის გაუმართაობაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: წვა, ტკივილი, ქავილი, სიმძიმე, შეშუპება და სხვა ტიპის დისკომფორტი ქვემო კიდურებში. ასევე ვარიკოზული ვენები ესთეტიკურ პრობლემასაც წარმოადგენს.

ვარიკოზული დაავადების განვითარების მიზეზები და რისკ-ფაქტორები

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  •  ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან ჯდომა
  • სიმძიმეების აწევა
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ორსულობა – როდესაც თანდათანობით გაზრდილი საშვილოსნო მუცლის ღრუს ვენებს აწვება, რაც ქვედა კიდურების ვენებს ტვირთავს
  • ჭარბი წონა-თუ ბევრ ცხიმიან საკვებს მიირთმევთ და ცოტას მოძრაობთ, წონის მატება გარდაუვალია, რაც ზრდის სისხლ-ძარღვებზე დატვირთვას

ვარიკოზული დაავადების სიმპტომები

  • სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში (მძიმე ფეხის სინდორმი)
  • სიმხურვალე, წვა, ქავილი, ტკივილი – ქვემო კიდურებში
  • ღამის კრამპული კრუქჩხვები წვივის კუნთებში

დატვირთვის შემცირების შემდეგ დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის აღდგენა და სიმპტომების შემცირება. ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის კურსის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა შედეგად თრომბოზი ან თრომბოემბოლია მივიღოთ. შესაძლოა განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), დაზიანებულ მიდამოში ტროფიკული წყლულები, ეგზემა ან თრომბის წარმონაქმნი, რომელიც შესაძლოა გადაადგილდეს და სადმე დაეცოს. დაბერილი, დაავადებული ვენა ზოგჯერ სკდება და იწყება სისხლდენა.

მკურნალობის მეთოდოლოგია

ვენების ვარიკოზული დაავადებების მკურნალობას, ჯანმრთელობისა და ესთეტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა სწრაფი, ეფექტური და ნაკლებად ტრავმატული იყოს, რათა გააუმჯობესოს მისი ცხოვრების ხარისხი და ამავდროულად ხელი არ შეუშალოს ცხოვრების ჩვეულ რითმს.

ვენის ლაზერული აბლაცია

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდია – ვენის ლაზერული აბლაცია.კანზე მცირე ნაჩხვლეტის წერტილიდან ულტრაბგერითი აპარატის კონტროლით სპეციალისტს დაზიანებულ ვენაში ლაზერული კათეტერი შეყავს. ლაზერის მიერ გენერირებული ენერგიის ზემოქმედების შემდეგ ვენის “შეწებება” ხდება. დროთა განმავლობაში განადგურებული ვენა იწოვება და კანის ზედაპირზე მისი კვალი არ რჩება. რამოდენიმე წუთიანი უმტკივნეულო მანიპულაციის შემდეგ საჭიროა სპეციალური კომპრესიული სახვევის გამოყენება.

ლაზერული აბლაციის უპირატესობები:

  • ადგილობრივი ანესთეზია.
  • მინიინვაზიურობა (ოპერაცია კეთდება ერთი ჩხვლეტით)
  • მინიმალური პრე და პოსტოპერაციული პერიოდი.
  • ოპერაციის ხანგრძლივობა – 45წთ.
  • ოპერაციის შემდგომ კიდურზე არ აღინიშნება ჰემატომა, არ აღინიშნება პიგმენტაცია.
  • ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად.
  • პაციენტი ბინაზე ეწერება ოპერაციიდან 1 საათში.

პროცედურა ტარდება საოპერაციოში სისხლძარღვთა ქირურგის მიერ გერმანული წარმოების აპარატით Leonardo® (Bioletic). არ საჭროებს სპინალურ ან ზოგად ნარკოზს და ჰოსპიტალიზაციას.

მინიფლებექტომია

ვარიკოზული ვენების რთული და ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები თანამედროვე მკურნალობის მეთოდების განვითარების დამსახურებით მცირეინვაზიურ პროცედურებმა ჩაანაცვლა. რაც ნიშნავს, რომ მანიპულაცია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას, მნიშვნელოვნად მცირეა გვერდითი მოვლენების განვითარების შანსი.

მანიპულაცია ტარდება საოპერაციოში სისხლძარღვთა ქირურგის მიერ. ხანგრძლივობა 20-40 წუთი. გამოიყენება მინიმალური 0.2 სმ-იანი განაკვეთი. ჩარევა არ საჭიროებს სპინალერ ან ზოგად ნარკოზს და ჰოსპიტალიზაციას. შესაძლოა ინექციურ სკლეროთერაპიასთან ან ვენის ლაზერულ აბლაციასთან კომბინირება.

ინექციური სკლეროთერაპია

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდია.

დაზიანებულ სისხლძარღვში შეყავთ სპეციალური გამაღიზიანებელი ნივთიერება – სკლეროზანტი, რაც გარკვეული პირობების დაცვის შემდეგ ხელს უწყობს ვენის სრულად გაქრობას. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა, ინექციის ადგილი გადაიხვევა ელასტიური სახვევით.

პროცედურის შემდეგ შეიძლება შეინიშნებოდეს პიგმენტაცია, რომელიც სრულად ალაგებისათვის გარკვეული პერიოდის გასვლაა საჭირო, შედეგი აუცილებლად მიღწევადია.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მცირე ზომის ზედაპირული სისხლძარღვები
  • გაფართოებული კაპილარები სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე
  • ვენური კვანძები
  • მცირე დიამეტრის კანქვეშა ვენები

პროცედურის შესრულებისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნემსი ან მინიკათეტერი. პროცედურა უმტკივნეულოა. თანამედროვე სკლეროზანტები სრულიად უსაფრთხოა.

სკლეროთერაპია შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეტიკურ შედეგს იძლევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან რიგ შემთხვევაში სამუდამოდ.

კლინიკა „ტოტალ შარმში“ ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკას და მკურნალობას სპეციალისტი სისხლძარღვთა ქირურგი ეკა ჩაფიძე აწარმოებს. საქართველოს სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის, ბალტიისპირეთის ფლებოლოგიის ასოციაციისა და ფლებოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. მისი სამუშაო პრაქტიკა ლატვიაში, გერმანიაში და ბელორუსიაში მიმდინარეობდა. ქალბატონი ეკას მიერ დაგროვილი გამოცდილება და სისხლძარღვთა დაავდებების საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე მედიცინის მიღწევების დახმარებით საშუალებას იძლევა უმაღლესი ხარისხის სერვისები შემოგთავაზოთ ვარიკოზული დაავადების მკურნალობასა და პრევენციისთვის. დღესდღეობით ეს ყოველივე მარტივი და უსაფრთხოა.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback