27 ივლისი, 2020 25669 ნახვა

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია: მიზეზები, ძირითადი სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია წარმოადგენს შიდა სასქესო ბაგეების ზედმეტად განვითარებას, რა დროსაც დიდი სასირცხვო ბაგეები ვეღარ ფარავს მცირე  სასირცხვო ბაგეებს.

მიზეზები

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია შეიძლება წარმოადგენდეს თანდაყოლილ პათოლოგიას, კონსტიტუციონალურ თავისებურებებს ან შეძენილ ცვლილებებს. მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია აღენიშნებათ დღენაკლულ და პატარა წონით დაბადებულ ბავშვებს (გოგონებს). მცირე სასირცხვო ბაგეების მემკვიდრეობითი ჰიპერტროფია ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ. ზოგჯერ დაავადება შეიძლება გაძლიერდეს და დაიწყოს განვითარება მცირე სასირცხვო ბაგეების მექანიკური გაღიზიანების, სქესობრივი აქტების ან მშობიარობის დროს სისტემატიური გაღიზიანების შედეგად,  აგრეთვე პათოლოგიური პროცესის დაწყების სტიმულირება შეუძლია ქრონიკულ ვულვიტს, ვულვის ლიმფედემას, სხეულის წონაში მკვეთრ კლებას.

ამის გარდა, სასქესო ბაგეების ფორმასა და ზომაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრავმებმა და ქირურგიულმა ოპერაციებმა გარეთა სასქესო ორგანოებზე, აგრეთვე ინტიმური ზონის პირსინგით გატაცებამ. ასაკთან ერთან მცირე სასირცხვო ბაგეები განიცდიან ასაკობრივ ინვოლუციას, რის შემდეგაც ისინი ნაოჭდებიან და იცვლიან ფერს.

სიმპტომები

ანატომიური ნორმიდან სხვადასხვა სახის გადახრებს, როგორც წესი, უწოდებენ მცირე სასირცხვო ბაგეების დეფორმაციას ფორმის, ზომის და ზედაპირის ხარისხის მიხედვით.

ყველაზე ხშირად კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება ელონგაცია, ჰიპეტროფია, პროტრუზია და მცირე სასირცხვო ბაგეების ასიმეტრია. ელონგაციის ქვეშ იგულისხმება სასქესო ბაგეების დაგრძელება, რომელთა ზომაც მაქსიმალური გაჭიმვის მდგომარეობაში აღემატება 5 სმ. ქალბატონთა უმეტესი ნაწილის სურვილია, რომ შიდა სასქესო ბაგეების ზომა ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ აღემატებოდეს 1 სმ-ს.

მცირე სასირცხვო ბაგეების პროტრუზიის შესახებ საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სცდება დიდი სასქესო ბაგეების საზღვრებს.

მცირე სასირცხვო ბაგეების ჭეშმარიტი ჰიპერტროფია წარმოადგენს მცირე სასირცხვო ბაგეების ზომების ტოტალურ ზრდას (სიგრძე, სიგანე, ნაკეცები, ნაოჭები) და საკმაოდ ხშირად მას თან ახლავს ვულვის სექსუალური ჰიპოსტეზია. ამას გარდა, მცირე სასირცხვო  ბაგეებს შეიძლება ჰქონდეს ასიმეტრიული ფორმა და სხვადასხვა ზომა.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტოფია არ წარმოადგენს პათოლოგიას ან რაიმე სახის ანომალიას, ასეთმა ესთეტიკურმა ნაკლმა შესაძლოა ქალის ცხოვრებაში გამოიწვიოს სერიოზული გართულებების განვითარება. ჩივილები, რომლებსაც წარმოადგენენ პაციენტები შეიძლება დავყოთ ესთეტიკური, ფსიქოლოგიური და ფუნქციონალური ხასიათის მიხედვით.

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია დგინდება ქალის გარე სასქესო ორგანოების ვიზუალური დათვალიერების გზით მისი გინეკოლოგის სავარძელში გასინჯვისას. ქირურგიული კორექციის ჩატარების საჭიროებისას

მკურნალობა

მცირე სასირცხვო ბაგეების ზომების შეცვლა და ფორმის კორექცია კონსერვატორული მეთოდით შეუძლებელია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფიის დროს, რასაც თან ახლავს პაციენტისთვის მორალური და ფიზიკური დისკომფორტი, ერთადერთი გამოსავალი ინტიმური პლასტიკაა. სასქესო ბაგეების კორექციას არ აქვს მკაცრი სამედიცინო ჩვენებები, ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილება მის ჩატარებასთან დაკავშირებით პაციენტმა უნდა მიიღოს.

პროფილაქტიკა

ამ მომენტისთვის არ არის შემუშავებული პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც საშუალებას მოგვცემს შევცალოთ მცირე სასირცხვო ბაგეების ფორმა ან ზომა.

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback