28 იანვარი, 2020 15065 ნახვა

ღაბაბი ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდებს და მისი კორექციის რამდენიმე გზა არსებობს. სირთულე კონკრეტული პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და შესაფერისი მეთოდის შერჩევაშია. აპტოსის მეთოდების დახმარებით არაერთი ესთეტიკური პრობლემის გადაწყვეტა და მაქსიმალური შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, თანაც მინიმალური დანახარჯითა და რისკებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე.

რა შედეგს ველოდოთ აპტოსის მეთოდებით კორექციისგან სუბმენტალურ არეში:

  • ღაბაბის მოშორება და სახის გამოკვეთილი ოვალის ფორმირება
  • ნიკაპის ხაზის და კისრის შორის კუთხის ვიზუალური გაზრდა
  • მცირე ნაოჭების კორექცია
  • კანის ტონუსის და ტურგორის გაუმჯობესება

როგორ მოქმედებს აპტოსის ძაფები?
აპტოსის ძაფები მაქსიმალური და ხანგრძლივი შედეგისთვისაა შექმნილი.
აპტოსის პროდუქტების ხაზში არსებობს ძაფების სერია კბილანებით, რომელიც იდეალურია შეეფერება სახის სუბმენტალური ზონის არსებული ნაკლოვანებების კორექციისთვის, მათ შორის ღაბაბის მოშორებისთვის.

კბილანების უნიკალურობა იმაშია, რომ სპეციალისტს ძაფის შეყვანა და საჭირო მდგომარეობაში დაფიქსირება მომავალში მისი წანაცვლების რისკის გარეშე შეუძლია.

აპტოსის გაწოვადი ძაფების სერია პოლირძემჟავას შეიცავს, რომელიც დამატებითი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამიტომ თვალსაჩინო ლიფტინგის ეფექტის გარდა, ასევე კანის მდგომარეობის და ტონუსის თვალსაჩინო გაუმჯობესება ხდება.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ აპტოსი:

  • ხანგრძლივი ეფექტი

პროცედურა 30-40 წუთი გრძელდება, შედეგი მომენტალურად თვალსაჩინოა და 2-5 წლამდე ნარჩუნდება.

  • პროდუქტების ფართო არჩევანი

პროდუქტების ფართო არჩევანიძაფების და მათი შეყვანის მეთოდების მრავალფეროვნება სპეციალისტს საშუალებას აძლევს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ოპტიმალური გამოსავალი შეარჩიოს.

  • უსაფრთხოება

ძაფების მასალა მისი შემადგენლობით თავსებადია ადამიანის ქსოვილებთან, რაც ალერგიული რეაქციების და ძაფის მიუღებლობის შესაძლებლობას მაქსიმალურად ამცირებს.

  • პროცედურის მსვლელობისას რისკების გამორიცხვა

სპეციალისტს ძაფები კანში 5 მმ-ის სიღრმეზე შეჰყავს, იქ, სადაც არ არსებობს ნერვის ან სისხლძარღვის დაზიანების საფრთხე.

  • ნაწიბურების ჩამოყალიბების გამორიცხვა

პროცედურა მცირე ინვაზიურ მანიპულაციებს მიეკუთვნება, ამიტომ შესამჩნევ კვალს არ ტოვებს და არასასურველ გვერდით ეფექტებს გამორიცხავს.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა – სწრაფად და უნტკივნეულოდ
მანიპულაციის მიდამო ანტისეპტიკური ხსნარით მუშავდება, რის შემდეგაც სპეციალისტს შეჰყავს ადგილობრივი ანესთეტიკი. ექიმი კანის ზედაპირზე სამედიცინო მარკერით მონახაზს აკეთებს, რომლის მიხედვით კანში ერთი ნაჩხვლეტიდან მცირე დიამეტრის ნემსით ან კანულით (ნემსი ბლაგვი წვერით) შეჰყავს ძაფები, ამავდროულად შეყვანის სწორ კუთხეს, მიმართულებას და სიღრმეს აკონტროლებს. პროცედურის შემდეგ მსუბუქი შეშუპება და სიწითლე აღინიშნება. რეაბილიტაციის პერიოდი 2-3 კვირას გრძელდება, რა დროსაც მსუბუქი შეშუპება და დისკომფორტი დასაშვებია.

კორექციისთვის საჭირო მეთოდს კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალისტი ინდივიდუალურად არჩევს. კვალიფიცირებული ექიმის კონსულტაციისთვის და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ჩაეწერეთ უფასო მიღებაზე ტელ: +995 32 2181814

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ აპტოსის სასწავლო კურსებზე მოდელის როლში და სხვადასხვა ტიპის კორექციაზე ფასდაკლებით ისარგებლოთ.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback