16 იანვარი, 2020 22792 ნახვა

შეშუპება და სიმუქე თვალების ირგვლივ – კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც ამა თუ იმ სახით ყველასთვის დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის მთავარი მიზეზებია – ასაკობრივი ფაქტორი (კანის ელასტიურობას კარგავს, და შეშუპება უფრო ხშირი მოვლენა ხდება) და გენეტიკა (კანის უჯრედებს შესაძლოა სქელი კანქვეშა ცხიმოვანი ფენის წარმოქმნისკენ მიდრეკილება გააჩნდეს).

მეორადი მიზეზები – გაუწყლოვანება, არასაკმარისი ძილი, ალერგიული რექციები, ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება და მავნე ჩვევები. ერთი სიტყვით, მათ, ვისაც ზოგადად არ აწუხებს თვალების გარშემო კანის პრობლემები, გაციების დროს ან სეზონურად შესაძლოა ასეთი პრობლემა გაუჩნდეს. ამიტომ შემდეგი რჩევები ყველასთვის სასარგებლო იქნება.

  • დაიბანეთ გრილი წყალით. ცხელი წყალი ხელს უწყობს შეშუპებას და სიმუქეს მეტად გამოხატულს ხდის. გამოიყენეთ ყინულის ან უბრალოდ ცივი კომპრესები, თუმცა ფრთხილად იყავით, თუ ამ მიდამოში ზედაპირული კაპილარული ბადე ან გამსკდარი სისხლძარღვები აღინიშნება. მაკიაჟის მოსაცილებლად ზეთოვანი საშუალებები შეარჩიეთ. ასეთი პროდუქტები სწრაფად და ზედმეტი ზეწოლის გარეშე მოგაცილებთ თვალის ფანქარს, ტუშს, ჩრდილებს და ამავდროულად არ გააღიზიანებს კანს.
  • შეამოწმეთ თქვენი მოვლის საშუალებები. ზოგი კრემი თვალების გარშემო კანისთვის შეშუპება იწვევს. ასაკობრივი კოსმეტიკა ალერგიული რეაქციები მიზეზი შეიძლება იყოს. თუ კი შეამჩნიეთ მსუბუქი შეშუპება, 4-5 დღით თავი შეიკავეთ მისი გამოყენებისგან და დააკვირდით იქნება თუ არა განსხვავება. თუ პროდუქტის გამოყენების გარეშე შეშუპება არ არის, გამოცვალეთ კრემი. და უკეთესი – ეწვიეთ ექიმ კოსმეტოლოგს და ერთად შეარჩიეთ სწორი შემადგენლობის პროდუქტი.

გახსოვთ ჩვენი სტატია სახის მასაჟის შესახებ? თვალების გარშემო კრემის წასმის პრინციპი ზუსტად იგივეა, როგორც მასაჟის დროს. კრემი მსუბუქი მოძრაობებით თვალის გარშემო ძვალზე უნდა დაიტანოთ და არა მოძრავ ქუთუთოზე. ხშირად სწორედ მოვლის პროდუქტების მოძრავ ქუთუთოებზე გამოყენა არის იმის მიზეზი, რომ გაახალგაზრდავებული და ტონიზირებული კანის მაგივრად დილით შეშუპებული თვალებით იღვიძებთ.

  • გამოიყენეთ კრემი რეტინოლით, რომელიც ასწორებს კანის ზედაპირს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. A ვიტამინი პრეპარატებში ქსოვილებთად სისხლის მიწოდებას და მათ გამკვრივებას უწყობს ხელს. მცირე რაოდენობის პროდუქტი კანზე მისი გაწელვის და დაჭერის გარეშე დაიტანეთ. რეტინოლის მოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება, ზოგჯერ ეფექტი თვალსაჩინო 10-12 კვირაში ხდება.

! დაიმახსოვრეთ, რომ რეტინოლის გამოყენება აკრძალულია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში!

  • შეშუპების შესამცირებლად შეარჩიეთ პროდუქტი კოფეინით, იგი ავიწროვებს სისხლძარღვებს და ქსოვილებიდან ზედმეტი წყლის გამოყვანას უწყობს ხელს. სწორედ ამ ეფექტისთვის ბევრი გამოიყენებს შავი ჩაის მაცივარში გაციებულ კომპრესებს ან გამოყენებულ ჩაის პაკეტებს.
  • შეამცირეთ ალკოჰოლის და მარილიანი საკვების მიღება, ორივე ორგანიზმში წყალს აკავებს , რის გამოც ჩნდება შეშუპება. სხვათა შორის წყლის გამოყვანას ხელს უწყობს საზამთრო, კიტრი, ნიახური და ოხრახუში. მეორე მხრივ, გაუწყლოვანება თვალის გარშემო სიმუქეს იწვევს, ამიტომ წყლის დღიური ნორმა აუცილებლად დაიცავით.
  • კანის სიმუქის პროვოცირებას ასევე მზის ჭარბი ზემოქმედებით ან ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული ჰიპერპიგმენტაცია ახდენს. პერიორბიტალური ზონისთვის გამაღიავებელი კრემი გამოიყენეთ, მოარიდეთ პროდუქტი ლორწოვანს, ხშირად ასეთი კრემები საკმაოდ აქტიურ კომპონენტებს შეიცავს. პიგმენტაციის სწრაფად და ეფექტურად გაღიავება და კანის სტუქტურის აღდგენა მეზოთერაპიის ინექციების კურსის დახმარებით არის შესაძლებელი. მთავარია ყოველთვის მზეზე გასვლისას დამცავი საშუალება და სათვალე გამოიყენეთ!
  • თუ კი თვალების გარშემო კანის კორექციისთვის საჭიროა უფრო სერიოზული ზომების მიღება, აპარატული პროცედურებიდან რეკომენდირებულია ლაზერული თერაპია. ეს პროცედურა შლის კანქვეშა ცხიმებს, ათანაბრებს და აღიავებს კანის ზედაპირს. კიდევ ერთი პროცედურა ჯანმრთელი დასვენებული თვალებისთვის არის ფოტოთერაპია, რომელიც პრობლემურ მონაკვეთზე მაღალი ინტენსივობის ულტრაიისფერი სხივების იმპულსების ზემოქმედებაზე არის დაფუძნებული.
  • მოაწესრიგეთ დღის რეჟიმი. სრულყოფილი დასვენება – ეს არა მხოლოდ რვასაათიანი ძილი, არამედ საწოლში სხეულის სწორი პოზიციაა. როცა თქვენ მუცელზე და გვერდზე გძინავთ, მიზიდულობის ძალა წყალს თვალებისკენ მიმართავს და დილით ეს მიდამო შეშუპებული და გამუქებულია. ეცადეთ ზურგზე წოლით ძილს მიეჩვიოთ. ბონუსის სახით კი დამატებითი ბალიშის დახმარებით თავი უფრო მაღალ პოზიციაში მოათავსეთ და ზედმეტი წყალი არ დაგროვდება სახის მიდამოში.
  • მუქი წრეების ხშირი მიზეზი სახის ანატომიური აღნაგობაა, მაგალითად – ღრმად დასმული თვალები. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია შემავსებელი გელის/ფილერის დახმარებით. თვალის ქვემოთ უპეების ამოვსება ასწორებს კანის ზედაპირს, რელიეფი უფრო თანაბარია და მიდამო არ ხვდება ისეთ ჩრდილში, როგორც პროცედურამდე, ამიტომაც უფრო ღიაა.
  • თვალების მაკიაჟისთვის ზედა ქუთუთოსთვის მუქი ფერის ფანქარი აარჩიეთ, ასეთი ტექნიკა ყურადღებას ზედა ქუთუთოზე გადაიტანს და თვალებს უფრო მკვეთრად გამოაჩენს. ხოლო ქვედა ქუთუთოებისთვის თქვენი მეგობარი კანის ფერის ფანქარი უნდა გახდეს. ქუთუთოს ლორწოვანზე მისი გამოყენება გამოხედვას უფრო ბზინვარეს და თვალის ქვემოთ სიმუქეს – ნაკლებად შესამჩნევს ხდის.
  • კიდევ ერთი საშუალება არის კონსილერი (რაც პირდაპირი თარგმანით დამალვას ნიშნავს). არჩევანი კრემის ტექსტურის კონსილერზე გააჩერეთ, ასეთი ტექსტურა უფრო თანაბარი დაფარვის და მდგრადობის გარანტიაა. გარდა ამისა, მშრალი ტექსტურები ხშირად მეტად შესამჩნევს ხდიან კანის ნაკლოვანებებს, წვრილ ნაოჭებს და სიმშრალეს. თუ თვალის ქვემოთ სიმუქე იასამნისფერში გადადის – აარჩიეთ კონსილერი ყვითელი პიგმენტით, მოყავისფრო სიმუქეს ყველაზე კარგად ატმისფერი კონსილერი დაფარავს. წასმის ტექნიკები მრავალფეროვანია, რაც მთავარია კანი ზედმეტ ზეწოლას და გაწელვას მოარიდეთ და წასმა ყველაზე მუქი მონაკვეთიდან დაიწყეთ უფრი ღია მონაკვეთის მიმართულების. არ დაიტანოთ კონსილერი ძალიან ახლოს წამწამების ზრდის ხაზთან, აქ ყველას აქვს პატარა ნაკეცები, რომელშიც პროდუქტი მოხვდება და შედეგი ნაკლებად ესთეტიური იქნება.
  • არ დაგავიწყდეთ, რომ თვალების ქვემოთ სიმუქე ასევე რიგ დაავადებებზე მეტყველებს, ამიტომ თუ კი ეს პრობლემა ცდება კოსმეტიკური დისკომფორტის ზღვარს, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს.

შეინარჩუნეთ თვალის გარშემო კანის ახალგაზრდობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback