30 ივლისი, 2019 9229 ნახვა

პიგმენტაცია არის კანის დაფერვა პიგმენტების ზემოქმედებით. ადამიანის ორგანიზმში კანის საფარის, თვალის და თმის ფერზე პასუხისმგებელია მელანინი. მისი მთავარი ამოცანაა უჯრედების დაცვა ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მელანინი ირეკლავს და ითვისებს სხივებს და არ ძალევს მათ კანის ფენებში შეღწევის და უჯრედების განადგურების საშუალებას. და ის რასაც ჩვენ რუჯს ვუწოდებთ – სინამდვილეში ორგანიზმის დამცავი რეაქციაა.

თუ მელანინინ შემცველი კანის უჯრედების საკმარისი რაოდენობა კანის ზედაპირზე თანაბრად არის განთავსებული, რუჯიც თანაბარი და ლამაზია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეინიშნება ჰიპერპიგმენტაცია.

შეძენილი ჰიპერპიგმენტაციის მთავარ მიზეზებს შორის არის:

? ულტრაიისფერი გამოსხივება (52-63%)

? ჰორმონალური სისტემის დარღვევები და ანთებითი პროცესები (25%)

? ორსულობა (18-24%)

☀️ თითქმის ყოველი მეორე ჩვენი რჩევა ასე თუ ისე ეხება მზისგან დაცვას და ჯანმრთელი ორგანიზმისთვის დამცავი კრემის გამოყენება კანის პრობლემების უმრავლესობას მართლაც ააცილებს. მაგრამ როგორც ვხედავთ ზოგ შემთხვევაში მისი მიზეზი შიგნით იმალება. კერძოდ ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, როგორებიცაა ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, ნუჭ-ნაწლავის პრობლემები, ასაკობრივი ცვლილებები, სტრესი, გენეტიკური თავისებურობები და არასწორი მოვლა და კოსმეტიკური საშუალებები.

ამიტომ ჰიპერპიგმენტაციის მკურნალობისთვის ხშირად საჭიროა დერმატოლოგის, ენდოკრინოლოგის და სხვა სპეციალისტების ჩართულობა და სწორი მედიკამენტური და კოსმეტიკური პრეპარატების შერჩევა.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback