17 ოქტომბერი, 2019 24696 ნახვა

მომრგვალებული ქალური ოვალი თუ გამოკვეთილი “მოდელური” ყვრიმალები? ბევრი მოსაზრება არსებობს ბიშას ბურთულების ამოკვეთის შესახებ, ამ პოსტში გაგიზიარებთ ყველაზე ძლიერ არგუმენტებს პროცედურის მომხრეებისგან და მოწინააღმდეგებისგან. გჭირდებათ თუ არა ლოყების მიდამოში ცხიმოვანი ქსოვილების მოშორება – თავად გადაწყვიტეთ. გემოვნებაზე ხომ არ დაობენ?..

არგუმენტები PRO:

  1. ლოყების ზომის შემცირებით და ყვრიმალების გამოკვეთით სახის სწორი პროპორციების მიღწევა არის შესაძლებელი.
  2. სახის გენეტიკური ტიპით განპირობებული ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტური მეთოდია. ბიშას ბურთულების ანატომია განსხვავებული ჩვეულებრივი ცხიმოვანი ქსოვილისგან, მათი ლიპოსაქციით კორექცია შეუძლებელია. ბიშას ბურთულები გამხდარ სახეზეც შეიძლება იყოს.
  3. აღნიშნული პროცედურა სახის კუნთების მოდუნებით გამოწვეული ასაკობრივი ცვლილებების აღმოფხვრაში გვეხმარება. შესაძლებელია ცხვირ-ტუჩის ნაკეცის გაღრმავებასთან, სახის ოვალის დარღვევასთან და ქუთუთოების ფტოზის (მოშვების) პრევენცია და კორექცია. სახის ქირურგიულ ლიფტინგთან კომბინაციაში ბიშექტომია მაქსიმალურ შედეგს იძლევა მკაფიოდ გამოხატული ასაკობრივი ცვლილებების დროსაც.
  4. ასაკთან ერთად ბიშას ბურთულები კარგავენ თავის ფუნქციებს. მათ დეფორმირების შემდეგ ყბა გარე დაზიანებების წინაშე და საღეჭი კუნთები – საკვების მიღების დროს ცვეთისგან დაუცველი რჩება.
  5. მანიპულაცია უდაოდ გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. სპეციალისტი გამოგკითხავთ და დაგინიშნავთ გამოკვლევებს და რაც მთავარია – სწორად შეაფასებს ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა უნდა მოხდეს და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.
  6. ბიშექტომია ლოყების კორექციის ყველაზე ოპერატიული მეთოდია, პროცედურა დაახლოებით 40-60 წუთი გრძელდება.
  7. პროცედურა დიდ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. აუცილებელი სარეაბილიტაციო პერიოდი გულისხმობს 3-5 დღის განმავლობაში შეშუპებას და სპეციალური კომპრესიული ნიღბის ტარებას. ასევე ამ დღეებში უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვა, ძალიან ცხელი, ცივი, მარილიანი, ცხარე და რთულად საღეჭი საკვების მიღება.
  8. მანიულაცია არ აისახება ღეჭვის ფუნქციაზე, დაახლოებით 3 დღეში თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ჩვეულ კვების რეჟიმს.
  9. ოპერაციის შედეგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება, ბიშას ბურთულების ცხიმოვანი ქსოვილი არასდროს აღდგება.

არგუმენტები CONTRA:

  1. სახის მსუბუქი სიმრგვალე ვიზუალურად აახალგაზრდავებს. რა თქმა უნდა ბუნებრივად გამხდარი მოდელური ლოყები მიმზიდველია, მაგრამ როცა საუბარია არაბუნებრივ მონაცემებზე და სახის ანატომიური წყობის კარდინალურ ცვლილებებზე ქირურგიული გზით, როგორც წესი, ხელოვნურად შექმნილი ჩავარდნილი ლოყების ეფექტი სახეს ვიზუალურად ასაკს მატებს.
  2. ქალბატონები, რომლებმაც პროცედურა 10-15 წლის წინ ჩაიტარეს უფრო დაღლილად გამოიყურებიან. ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომლებიც თან ახლავს დაბერების პროცესს (28-38 წლიდან). თუ ნორმალურ პირობებში ეს პროცესიი იწვევს ბიშას ბურტულების დეფორმაციას და ლოყების ჩავარდნას, ადრე ჩატარებული ბიშექტომიის შემთხვევაში ეს ეფექტი უფრო თვალსაჩინოა.
  3. ოპერაციის შედეგი შეუქცევადია. ამ მიდამოში აქტიური მიმიკის და ღეჭვითი მოძრაობების გამო, შეყვანილი ცხიმი თუ შემავსებელი გელი სწრაფად გაიწოვება და იმპლანტების დასაყენებლად ამ მონაკვეთში უბრალოდ არ არსებობს დამაგრების საშუალება. ნებისმიერი კოსმეტოლოგიური თუ ქირურგიული მეთოდი მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით დაგიბრუნებთ მოცულობას.
  4. შესაძლებელია, ბიშექტომია მხოლოდ თანამედროვე მოდური ტენდენციების შედეგია, როგორიც ადრე იყო ზედმეტად ნოცულობაში გაზრდილი ტუჩები, ძალიან ვიწრო და აპრეხილი ცხვირი, მკვეთრად გამოხატული ყვრიმალები და ა.შ. ქალბატონები, რომლებიც თავის დროზე ამ პროცედურებს იტარებდნენ ხშირად ცდილობენ მათი ეფექტის მოშორებას, როცა მოდა ბუნებრიობას და ჰარმონიული სახის ნაკვთებს უბრუნდება.
  5. ლოყების მოცულობის ვიზუალურად შემცირების ნაკლებად რადიკალური მეთოდებიც არსებობს, ასეთია ყვრიმალების მცირე გამოკვეთა ფილერების საშუალებით. თუ საუბარია ბიშას ბურთულების დეფორმირებაზე, ყოველთვის შესაძლებელია მისი კორექცია და ლიფტინგი. ასეთი მანიპულაცია შეინარჩუნებს მოცულობას და შესანიშნავ ლიფტინგის ეფექტს მოგვცემს.
  6. მანიპულაციის შემდეგ რეაბილიტაცია მინიმუმ 3 დღე გრძელედება და მთელი პერიოდი საჭიროა კომპრესიული ნიღბის ტარება. მაგალითად ფილერების ინექციის შემდეგ ასეთი შეზღუდვები არ არსებობს.
  7. ზოგ შემთხვევაში პირის ღრუს ლორწოვანზე არსებული განაკვეთის ადგილას ნაწიბური დისკომფორტს იწვევს, რომელიც 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.
  8. მანიპულაციის ჩატარება მიზანშეწონილია თუ არა, შეუძლია მხოლოდ გამოცდილმა ქირურგმა მოგახსენოთ, რომელიც პროცედურას არ ჩაატარებს მხოლოდ მატერიალური სარგებელის გამო.
  9. ბევრ შემთხვევაში პოტენციურმა პაციენტმა ნახა, რომ ნაცნობს ძალიან მოუხდა ესა თუ ის ჩარევა, ცნობილი ადამიანის მიმზიდველი სახის ნაკვთები ხიბლავს, მედია ინფლუენსერი რეკლამას უწევს სხვადასხვა ჩარევას, რომელიც მან ჩაიტარა ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ადამიანის სახის ანატომია განსხვავებულია და ერთი მეთოდი ყველასთის შესაფერისი არ არის. კარგად დაფიქრდით, თქვენი ბუნებრივი და ინდივიდუალური ნაკვთების შენარჩუნება თუ სხვა ადამიანად გადაქცევა გსურთ?

გადაწყვეტთ თუ არა ბიშექტომიის ჩატარებას, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს მცირე მაგრამ ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც კეთდება განაკვეთი. მანიპულაციის მსვლელობისას და მისი შედეგების პროგნოზირებისთვის აუცილებელია შესაბამისი ანატომიური ცოდნა და ესთეტიკური ხედვა, რომელიც მხოლოდ ესთეტიკური სფეროში მომუშავე ქირურგს გააჩნია. ამიტომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მარტივი ჩანს ერთი შეხედვით ჩარევა, მისი ჩატარება მხოლოდ სტერილულ საოპერაციოში უნდა მოხდეს და არა სტომატოლოგიურ ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. გაუფთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და პასუხისმგებლობიანად მიუდექით სპეციალისტის შერჩევას.

ინდივიდუალური უფასო კონსულტაციისთვის ჩაეწერეთ ჩვენს ქირურგებთან ტელ.: +995 32 2181814

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback