12 აგვისტო, 2019 34990 ნახვა

სიცხეში, სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის დროს ოფლის გამოყოფა სრულიად ნორმალურია და უმრავლესობა ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება დეზოდორანტების და ანტიპერსპირანტების საშუალებით. მაგრამ ზოგისთვის ეს საკმარისი არ არის, ხშირად ოფლიანობა ზემოდჩამოთვლილი ფაქტორებითაც არ არის გამოწვეული და ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება აწუხებდეთ. ასეთ ჭარბოფლიანობას ჰიპერჰიდროზს უწოდებენ.

ოფლიანობა – არ არის დაავადება. არც ჭარბი ოფლიანობა. ექიმების აზრით ჰიპერჰიდროზი ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურობას მიუკუთვნება.

ადამიანის სხეულის ზედაპირი სრულად დაფარულია საოფლე ჯირკვლებით, რომლების მუშაობა ორგანიზმის ტემპერატურის რეგულირებას უზრუნველჰყოფენ. ოფლის გამოყოფას ორგანიზმი ნერვული იმპულსების და სისხლის ჰორმონალური შემადგენლობით არეგულირებს.

ნორმალურად როცა სხეულის ტემპერატურა იწევს, ტვინის თერმორეგულაციის ცენტრი აფიქსირებს ამას და აგზავნის შესაბამის სიგნალს. ოფლის ჯირკვლები რეაგირებენ: იხსნებიან და ზრდიან გამოსაყოფი ოფლის რაოდენობას. კანის ზედაპირზე ხვდება სითხე და აქტიურად ორთქლდება, რაც ამცირებს სხეულის ტემპერატურას და შემდეგ იწვევს საოფლე ჯირკვლების დახურვას და ოფლის რაოდენობას.

ყველაზე ხშირად იღლიების, ხელის და ფეხის გულების ჰიპერჰიდროზი გვხვდება, რადგან ამ მონაკვეთებში საოფლე ჯირკვლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია აღინიშნება.

მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს სისტემა ასე გამართულად არ მუშაობს. მაგალითად ზოგიერთ ადამიანს საოფლე ჯირკვლები ადრენალინის მიმართ მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა და სულ მცირე სტრესის ან ნერვიულობის დროს დაუყოვნებლივ გამოყოფენ ოფლს. ან შეიძლება საოფლე ჯირკვლებს საერთოდ არ შეუძლია დახურვა და ოფლიანობა ნებისმიერ სიტუაციაში ნორმალურზე მეტია, გრილ გარემოშიც კი.

როგორი ტიპის ჰიპერჰიდროზი არსებობს?

პირველადი

ეს თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მას ასევე იდიოპათიურ ჰიპერჰიდროზს უწოდებენ, რაც ნიშნავს რომ იგი გაურკვეველი მიზეზით არის გამოწვეული. თანამედროვე მედიცინას ჯერ კიდევვერ დაუდგენია თუ რატომ ხდება ასეთი დარღვევა საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებაში.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მსგავსი დარღვევები თავს იჩენენ მცირე ასაკში და მოზარდობის პერიოდში და ხშირ შემთხვევაში ლოკალური ხასიათისაა: იღლიებში, ხელის და ფეხის გულებზე.

ჰიპერჰიდროზის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით პირველადი ფორმის ჰიპერჰიდროზი საშუალოდ ადამიანების 5%-ს აწუხებს. მეორადი ჰიპერჰიდროზის მაჩვენებელი კი 15%-მდეა.

მეორადი

ამ ტიპის ჰიპერჰიდროზი ხშირად სხვადასხვა მედიკამენტური პრეპარატების მიღებით ან რიგი ფიზიოლოგიური მდგომარეობით და დაავადებებით (მათ შორის ჰორმონალური) არის გამოწვეული. ჭარბი წონა, ორსულობა, მენოპაუზა, პოდაგრა, რევმატული არტრიტი, სხვადასხვა სიმსივნეები, ალკოჰოლიზმი, დიაბეტი, ჰიპერთირეოზი – ყველა ამ დაავადებას ჭარბი ოფლიანობის გამოწვევა შეუძლია.

ჰიპერჰიდროზი ნებისმიერი ფორმით უვნებელია ორგანიზმისთვის. მაგრამ იგი იწვევს მორალურ ზიანს, რადგან საგრძნობლად ამცირებს ცხოვრების ხარისხს. ამიტომ ჰიპერჰიდროზთან ბრძოლა საჭიორა და შესაძლებელია. მითუმეტეს რომ ეს ბევრად მერტივია ვიდრე შეიძლება გეგონოთ.

როგორ მოიქცეთ თუ ჰიპერჰიდროზი გაწუხებთ?

მეორადი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება ძირითადი დაავადების თერაპიით უნდა მოხდეს. მიმართეთ ექიმს: თერაპევტს, ნევროპათოლოგს, ენდოკრინოლოგს. სპეციალისტი დაგეხმარებათ ცხოვრების წესის კორექტირებაში, შეგირჩევთ ჰიპერჰიდროზის გამომწვევი პრეპარატების ალტერნატივას. ხშირ შემთხვევაში ეს საკმარისია რათა სამუდამოდ დაივიწყოთ ჭარბი ოფლიანობა.

პირველადი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში მკურნალობა შედგება პროფილაქტიკური და სამედიცინო ზომების კომბინაციისგან.

პროფილაქტიკა იგივე რაც სიცხეში ნებისმიერი ადამიანის ოფლიანობისთვის. რათა არ მოხდეს ჭარბოფლიანობის პროვოცირება გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:

  • თავისუფალი სამოსი ბუნებრივი ნაჭრებისგან (ბამბა, ტილო) განსაკუთრებით ცხელ ამინდში
  • წინდები ნებისმიერი დახურული ფეხსაცმლის შიგნით აუცილებელია
  • ანტიპერსპირანტების გამოყენება (დეზოდორანტებისგნან განსხვავებით არა მხოლოდ არასასიამოვნო სუნისგან გაგანთავისუფლებთ, არამედ ოფლიანობასაც შეამცირებს)
  • ხშირი შხაპი და სველი სალფეტკების გამოყენება
  • სტრესული სიტუაციების შემცირება
  • კვებითი ჩვევების კორექტირება, კერძოდ ალკოჰოლის და ცხარე საკვების ამოღება.
  • სამკურნალო პრეპარატების ანალიზი და ექიმთან ერთად ალტერნატიული პრეპარატების შერჩევა მათ ნაცვლად, რომლების გვერდით მოვლენებში ჭარბოფლიანობა აღინიშნება.

როგორ მოიქცეთ თუ მარტივი ხერხები არ მოქმედებს?

ჰიპერჰიდროსთან ბრძოლისთვის უფრო ძლიერი მეტოდებიც არსებობს – კოსმეტოლოგიური და სამედიცინო მანიპულაციები, რომლებიც ამშვიდებენ ზედმეტად მგრძნობიარე და აქტიურ საოფლე ჯირკვლებს.

ძალზედ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ასეთი პროცედურების დანიშვნა მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს შეუძლია! ამიტომ პირველ რიგში ეწვიეთ თერაპევტს ან დერმატოლოგს.

რა პროცედურები არსებობს?

  1. ბოტოქსის ან დისპორტის ინექციები

ბოტულინოტოქსინი ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას ახდენს, და ეს ნერვები ვერ გადასცემენ შესაბამის სიგნალს საოფლე ჯირკვლებს. პროცედურა დაახლოებით 30 წუთი გრძელდება და მისი შედეგი 1 წლამდე ნარჩუნდება.

  1. ანტიქოლინერგიული პრეპარატების დანიშვნა

ეს პრეპარატები ასევე არეგულირებენ იმ ნერვულ იმპულსებს, რომლებიც ჭარბოფლიანობის პროვოცირებას ახდენენ. პაციენტების უმრავლესობა ოფლიანობის შემცირებას პრეპარატის მიღების დაწყებიდან 2 კვირაში ამჩნევენ. აღნიშნული პრეპარატი შეიძლება მხოლოდ საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ დაინიშნოს თერაპევტის ან ნევროპათოლოგის მიერ.

  1. ენდოსკოპიური სიმპათექტომია

ეს ქირურგიული ჩარევაა, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ყველა დანარჩენი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ოპერაციის დროს იმ ნერვების ამოკვეთა ხდება, რომლებიც საოფლე ჯირკვლებს ელექტრონულ სიგნალებს მიაწოდებს. ამ მეთოდეს გარკვეული უკუჩვენებები გააჩნია და მისი გამოყენება მხოლოდ გარკვეულ ზონებზე (ხელის გულები, იღლიები, სახე) არის დასაშვები.

დაიმახსოვრეთ, ჰიპერჰიდროზი კოსმეტიკური დეფექტია, მაგრამ მას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ნუ გადადებთ მკურნალობას, განთავისუფლდით ჭარბი ოფლიანობისგან!

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback