30 იანვარი, 2020 19915 ნახვა

გიფიქრიათ, რომ ზოგი ქალბატონის მკერდს გადიდების შემდეგ ბუნებრივისაგან თითქმის ვერ განასხვავებთ და ზოგ შემთხვევებში პლასტიკური ქირურგის ნამუშევარი უბრალო თვალით შესამჩნევია? სწორად შერჩეული იმპლანტები – მამოპლასტიკის წარმატების 90%! დღეს ენდოპროთეზების ნაირსახეობების შესახებ, მათი შერჩევის თავისებურებებზე და ექსპლუატაციის ვადებზე გიამბობთ.

  • რა არის მკერდის იმპლანტი და როგორ შევარჩიოთ საუკეთესო?
  • როგორი იმპლანტები არსებობს, ფორმა, ტექსტურა და ზომა?
  • რამდენი ხანი ძლებს იმპლანტი და რა მიზეზით შესაძლოა რეკომენდირებული იყოს მისი გამოცვლა?
  • მითები, რომლებიც დიდი ხანია არ არის სანდო.ჭუ
  • რა გართულებები შესაძლოა მოყვეს იმპლანტების დაყენებას?
  • რა ღირს იმპლანტის დაყენების ოპერაცია სხვადასხვა ქვეყანაში?

რა არის მკერდის იმპლანტი?

იმპლანტი (ენდოპროთეზი) – ეს არის მკვრივი დამცავი გარსი სპეციალური შემავსებლით. ენდოპროთეზების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ მკერდის ზომის გაზრდა, არამედ მისი ფორმის შეცვლისთვის, დაკარგული მოცულობის აღდგენისთვის და push-up ეფექტის მიღწევისთვის. იმპლანტები ასევე გამოიყენება სარძევე ჯირკვლის აღდგენისთვის მისი სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის (მასტექტომიის) შემდეგ, რომელიც საჭირო ხდება მკერდის კიბოს მკურნალობის დროს.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო მკერდის იმპლანტები?

მკერდის პროთეზის ბრენდს, სახეობას და ზომას თქვენ წინასაოპერაციო კონსულტაციის დროს პლასტიკურ ქირურგთან ერთად შეარჩევთ. თქვენს შემთხვევაში საუკეთესო იმპლანტების ოპტიმალური ვარიანტის შესარჩევად ქირურგს თხოვთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  • თქვენი მკერდის ბუნებრივი ზომა
  • გულმკერდის მოცულობა
  • კანის და ცხიმოვანი ქსოვილის სისქე
  • სარძევე ჯირკვლების სიმკვრივე
  • თქვენი სიმაღლე და წონა

მნიშვნელოვანი, რომ ქირურგმა თავზე არ მოგახვიოთ კონკრეტული პროთეზების გამოყენება, არამედ რეკომენდაცია გაგიწიოთ, სხვადასხვა ვარიანტი შემოგთავაზოთ, მოგიყვეთ ყოველივე ვარიანტის დადებით და უარყოფით თვისებებზე, აგიხსნათ, როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი ოპერაციის შემდეგ.

იმპლანტების ფორმა

იმპლანტების გარსის მიხედვით იმპლანტები არსებობს:

 

მრგვალი – გამოიყენება მკერდის აწევისთვის და push-up ეფექტისთვის, ამიტომ შესაფერისის ქალბატონებისთვის, რომლებსაც ორსულობის, წონის კლების და ასაკობრივი ცვლილებების შემდეგ მკერდის დეფორმაცია სურთ.

წვეთის ფორმის (ანატომიური) – მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის მისაღწევად გამოიყენება, რადგან სარძევე ჯირკვლის ფორმას შეესაბამება. ხშირად ასეთი იმპლანტები ახალგაზრდა ქალბატონებისთვის არის რეკომენდირებული, როცა მკერდი არ არის ძალიან დაწეული.

რით არის შევსებული იმპლანტები?

არსებობს დაახლოებით 5 სახეობის შემავსებელი, რომელთა შორის FDA-ს (ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სანიტარული კონტროლის ადმინისტრაცია) მიერ დადასტურებულის მხოლოდ 2 – სილიკონი და მარილიანი ხსნარი.

მარილიანი (სალინის) იმპლანტები შევსებულია ნატრიუმის ქლორიდით. FDA ამ იმპლანტებს რეკომენდაციას უწევს ახალგაზრდა ქალაბტონებისთვის 18 წლიდან ასაკში, მასტექტომიის შემდეგ სარძევე ჯირკვლის აღდგენისთვის და რევიზიული მამოპლასტიკისთვის (განმეორებითი მკერდის გადიდებისთვი).

სალინის იმპლანტებ სპეციალური კლაპანი გააჩნია, რომლის საშუალებით მასში ხსნარი შეყავთ. ოპერაციის დროს ქირურგს მხოლოდ იმპლანტის გარსი შეყავს და შემდეგ ავსებს მას ნატრიუმის ქლორიდით.

+ კლაპანიანი იმპლანტების დაყენებისთვის მცირე ზომის განაკვეთი საკმარისია. ფიზიოლოგიური ხსნარი ორგანიზმის მიერ გამოყოფილი სითხის იდენტურია, ამიტომ იმპლანტის დაზიანების შემთხვევაში ეს ხსნარი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა და გამოვა ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით.

 არასაკმარისი შევსების შემთხვევაში შესაძლოა იმპალნტის ტექსტურა არათანაბარი იყოს, შესამჩნევი იყოს ნაკეცები.

 ნაკლებად გამძლეა, ვიდრე სხვა ტიპის იმპლანტები.

სილიკონის იმპალნტების შევსებულია სილიკონის (კოჰეზიური) გელით. FDA-ს მონაცემებით სილიკონის იმპლანტები ყველაზე კარგად შესწავლილი მკერდის იმპლანტებია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარისხის და უსაფრთხოების მკაცრი კონტროლი აქვთ გავლილი.

სილიკონის იმპლანტების დაყენება ნაჩვენების ქალაბტონებისთვის 22 წლიდან ასაკში, ნებისმიერ ასაკში მასტექტომიის შემდეგ მკერდის რეკონსტრუქციისთვის და რევიზიული მამოპლასტიკისთვის.

პრაქტიკულად ნებისმიერ მწარმოებელს ასეთი ენდოპროთეზების კლასიფიკაციის სისტემა გააცნია მათი სიმკვრივის (კოჰეზიურობის) მიხედვით. ყველაზე გავრცელებული ტიპებია:

  • “soft touch” – ყველაზე რბილი სილიკონი
  • საშუალო სიმკვრივის გელი
  • მაღალი სიმკვრივია გელი

+ სილიკონის შემავსებლით იმპლანტები ხელის შეხებისას არ განსხვავდება ბუნებრივი მკერდისგან, რადგან შემავსებელი სარძევე ჯირკვლის ქსოვილის იდენტურია.

+ ასეთი იმპლანტების დაზიანების შემთხვევაში გელი არ განიცდის მიგრაციას ორგანიზმში მისი მკვრივი კონსისტენციის და გარსის მთლიანობის დამსახურებით.

მათი დაყენებისთვის შედარებით დიდი ზომის განაკვეთია საჭირო, ვიდრე სალინის იმპანტებისთვის.

სილიკონის პროთეზების დაზიანების აღმოჩენა შედარებით რთულია და ძირითადად სიმპტომების, მკერდის ფორმის და ზომის ცვლილებების გარეშე ვლინდება. ამიტომ ექიმების მიერ რეკომენდირებული წელიწადში 1-2-ჯერ მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარება.

ჰიდროგელის (ბიოიმპლანტები) პროთეზები შევსებულია ბუნებრივი პოლიმერით, რომელიც დაზიანების და მიგრაციის შემთხვევაში ორგანისმში უსაფრთხო ნაწილაკებად იშლება – გლუკოზა, წყალი და ნახშიროჟანგი.

+ ბუნებრივი ეფექტის მიღწევის საშუალებას იძლება, რადგან კონსისტენციით და სიმკვრივით ჰიდროგელის იმპლანტები ბუნებრივი სარძევე ჯირკვლების იდენტურია.

+ იმპლანტის გარშემო მისი დეფორმაციისთვის საშიში კაფსულის (კაფსულარუი კონტრაქტურა) ჩამოყალიბებას უფრო იშვიათად იწვევს, ვიდრე სილიკონის იმპლანტი.

+ იმპლანტის დაზიანების შემთხვევაში შემავსებელი ორგანიზმის მიერ გაიწოვება.

არ გააჩნია FDA სერტიფიკატი, როგორიც აქვს სილიკონის და სალინის იმპლანტებს, რაც ნიშნავს რომ მათი ხარისხი და უსაფრთხოება არ არის ისე მკაცრად გაკონტროლებული.

სილიკატის (B-Lite) იმპლანტი არის მკერდის პროთეზი, რომელიც შევსებულია გელით და მცირე ზომის შიგნიდან ცარიელი სილიკატის ბურთულებით.

+ 30%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვა ტიპის იმპლანტები (მწარმოებელი კომპანია Polytech-ის მონაცემებით), ამიტომ ნაკლებ დატვირთვას იძლევა კისერზე, ზურგზე და მკერდის დაწევის რისკს ამცირებს.

ეს ერთერთი მოწინავე ტექნოლოგიაა მკერდის იმპლანტების დარგში, ამიტომ მათ ნაკლები კლინიკური გამოკვლევა აქვს გავლილი ვიდრე სხვა იმპალნტებს. ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები 10-15 წლის განმავლობაში მათი ექსპლუატაციის შესახებ.

საინტერესოა:

მკერდის გადიდების პირველი ოპერაცია 1889 წელს ჩატარდა. იმ დროს პროცედურა თხევადი პარაფინის საშუალებით შესრულდა. დროთა განმავლობაში პრაქტიკაში სხვა მოულოდნელი მასალები გამოიყენებოდა: მატყლი, მინის ბურთები, სპილოს ძვალი, კაუჩუკი. მხოლოდ 1961 წელს გამოგონილი იქნა პირველი სილიკონის იმპლანტები.

როგორი ტექსტურის იმპლანტები არსებობს?

 

ტექსტურირებული – ფორებიანი, ხავერდოვანი ზედაპირით.

+ ასეთი ზედაპირი იმპლანტის სარძევე ჯირკვლის ქსოვილებთან კარგ შეხორცებას უზრუნველჰყოფს, შესაბამისად იმპლანტი უფრო საიმედოდ არის დაფიქსირებული და არ მიგრირებს გარშემო მიდამოებში.

+ უფრო იშვიათად იწვევს კაპსულარულ კონტრაქტურას, ვიდრე სხვა ზედაპირის მქონე იმპლანტები.

ტექსტურირებული იმპლანტები კანის ზედაპირზე ნაკეცების ფორმირების შანს ზრდის.

უფრო მკვრივია ხელის შეხებისას.

გლუვი – თანაბარი ზედაპირით.

+ უფრო რბილია ხელის შეხებისას, ვიდრე ტექსტურირებული იმპლანტები და თითქმის განუსხვავებელია ბუნებრივი მკერდისგან.

შედარებით ნაკლებად გამძლეა, ვიდრე ტექსტურირებული.

უფრო ხშირად იწვევს კაპსულარულ კონტრაქტურას.

როგორი ზომის იმპლანტები არსებობს?

იმპლანტების მოცულობას მილილიტრებში იზომება. პირველი ზომის მკერდი დაახლოებით 150 მლ პროთეზს შეესაბამება. მილილიტრის რაოდენობა (მოცულობა) ენდოპროთეზის დიამეტრზე და მის სიმაღლეზე აისახება.

არსებობს 3 სახეობის პროფილი:

  • მაღალი პროფილის – ყველაზე მაღალი იმპლანტები, რომელიც ფორმით ნახევარსფეროს მოგვაგონებს.
  • საშუალო პროფილის – შედარებით დაბალი იმპლანტები.
  • დაბალი პროფილი – ყველაზე ბრტყელი იმპლანტები.

რამდენი ხანია იმპლანტების ექსპლუატაციის პერიოდი და რა მიზეზით შეიძლება საჭირო გახდეს იმპლანტის გამოცვლა?

ხშირ შემთხვევაში იმპლანტების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 10-15 წელია, იშვიათ შემთხვევებში 20-30 წელი. ამიტომ დროთა განმავლობაში შესაძლოა რეკომენდირებული იყოს მათი გამოცვლა. რევიზიული მამოპლასტიკისთვის რეკომენდაციის მიზეზებს შორის შესაძლოა იყოს:

  • კაპსულარული კონტრაქტურა (იმპლანტის გარშემო ჭარბი ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნა, რაც იმპლანტის დაზიანებას და მკერდის ფორმის დეფორმირებას იწვევს)
  • ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად იმპლანტის დაზიანების პრევენციისთვის
  • ენდოპროთეზის დაზიანება და მისი გადაადგილება გარშემო მიდამოებში
  • ქალბატონის სურვილი შეცვალოს მკერდის ფორმა ან ზომა
  • ასაკობრივი ცვლილებები, წონის კლება ან მატება, მკერდის დაწევა

ექიმთან კონსულტაციაზე ყველა საინტერესო კითხვა დასვით, რათა თქვენთვის გარკვეული იყოს ყველა რისკი და მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ რევიზიული მამოპლასტიკა.

როგორ შეიძლება იმპლანტების დაზიანების რისკის შემცირება?

  • უპირატესობა მიანიჭეთ მხოლოდ FDA-ის მიერ რეკომენდირებული იმპლანტის დაყენების მიდგომებს – მკერდის ქვედა მხრიდან, არეოლას გარშემო ან იღლიის მხრიდან.
  • რეაბილიტაციის პერიოდში ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.
  • გულმკერდის ტრავმების თავიდან არიდება (მძიმე დატვირთვები, ექსტრემალური სპორტი)
  • მკერდის რეგულარული კონტროლი (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია). რა სიხშირით არის რეკომენდირებული გამოკვლევის ჩატარება გირჩევთ პლასტიკური ქირურგი. გარდა ამისა 30 წლის ასაკიდან ყველა ქალბატონისთვის რეკომენდირებული სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის ჩატარება წელიწადში 1-2-ჯერ.

მითები მამოპლასტიკის შესახებ

მკერდის გაზრდის ოპერაციები 1889 წლიდან ტარდება. ბუნებრივია, რომ 130 წელიწადში ქირურგიული ჩარევის ამ სახეობის გარშემო დიდი რაოდენობის მითები წარმოიქმნა. ჩვენ გადავწყვიტეთ მათ შორის ყველაზე გავრცელებული მცდარი მოსაზრებების უარყოფა:

X მამოპლასტიკის შემდეგ ქალს არ შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება

ამის შესახებ მოკლედ წინა სტატიაში ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ იმპლანტის არსებობა ხელს არ უშლის ლაქტაციას. თუმცა ზეგავლენა აქვს იმპლანტის დაყენების მეთოდს.

X იმპლანტი შეიძლება აფეთქდეს თვითმფრინავში წნევის ცვლილების გამო.

FDA-ის კვლევამ გამოავლინა, რომ ატმოსფერული წნევის ცვლილებების გამო იმპლანტები არ სკდება. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თამამად იფრინოთ თვითმფრინავში და დაკავდეთ დაივინგით.

X ენდოპროთეზის დაზიანება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

მწარმოებელი კომპანიები გამოიყენებენ მასალას, რომელი ხარისხის და ორგანიზმისთვის უსაფრთხოების მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. მაგალითად, მარილის შემავსებელი იმპლანტებში უსაფრთხოდ გაიწოვება ორგანიზმის მიერ. ბიოიმპლანტების შემავსებელი უსაფრთხო ნივთიერებებზე იშლება. სილიკონის იმპლანტების გელი მათი მკვრივი ტექსტურის და დამცავი გარეკანის გამო არ გადაადგილდება ქსოვილებში.

X დროთა განმავლობაში იმპლანტების დაყენების შემდეგ მკერდი იწელება და საჭირო ხდება ლიფტინგის ჩატარება.

პროთეზებს მართლაც შეუძლია მკერდის დეფორმირებაზე იქონიოს ზეგავლენა, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევებში მაშინ ხდება, როცა დიდი მოცულობის იმპლანტებს გამოიყენებენ თხელი კანის და მცირე მოცულობის ცხიმოვანი ქსოვილის მქონე ქალბატონებისთვის. ასევე მკერდის დაწევას ბუნებრივი პროცესები იწვევს – წონის კლება, ორსულობა, ძუძუთი კვება და ასაკობრივი ცვლილებები. ეს ფაქტორები აქტუალურია როგორც იმპლანტების საშუალებით კორექტირებული მკერდისთვის, ასევე ბუნებრივი მკერდისთვისაც.

X მკერდის გადიდების შემდეგ არ შეიძლება მუცელზე წოლა.

პირველადი რეაბილიტაციის დროს მუცელზე წოლა შესაძლოა დისკომფორტის და ტკივილის მიზეზი იყოს. ქსოვილების სრული შეხორცების შემდეგ, როცა ორგანიზმი აღდგება, წოლა და ძილი ნებისმიერ პოზიციაში ნებადართულია.

X იმპლანტების დაყენება მკერდის კიბოს იწვევს.

FDA-ს აუგმენტაციური მამოპლასტიკის რისკების სიაში სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები არ შეყავს.

რა პრობლემები შესაძლოა წარმოიქმნას იმპლანტების დაყენების შემდეგ?

აუგმენტაციური მამოპლასტიკის შესაძლო რისკების სიაში ASPS-ის (პლასტიკურ ქირურგთა ამერიკული საზოგადოება) არის:

  • ანესთეზიის შემდგომი გართულებები
  • სისხლდენა და ჰემატომა განაკვეთების ადგილას
  • ინფექციები
  • ძუძუს თავის ან მკერდის მგრძნობელობის შემცირება
  • იმპლანტის არასწორი ადგილმდებარეობა და მისი გადაადგილება დროთა განმავლობაში
  • პროთეზის დაზიანება
  • კაპსულარული კონტრაქტურა
  • სერომა – სითხის დაგროვება განაკვეთის ადგილას
  • ნაკეცები კანის ზედაპირზე
  • ტკივილი და დისკომფორტი

მისთვის რომ ოპერაცია და რეაბილიტაციის პერიოდში გართულებების განვითარების რისკის შემცირებისთვის შეარჩიეთ კვალიფიციური პლასტიკური ქირურგი და მისი რეკომენდაციები მთელი რეაბილიტაციის პერიოდში გაითვალისწინეთ.

რა ღირს მკერდის იმპლანტების დაყენების ოპერაცია?

სხვადასხვა ქვეყნებში მამოპლასტიკის ფასების შედარებისთვის წარმოგიდგენთ 15 ქვეყანაში ოპერაციის მიახლოებით ფასებს. ხშირ შემთხვევებს ფასი შედგება ენდოპროთეზების, ქირურგიული ჩარევის, ექიმის კონსულტაციის, სტაციონარში განთავსების, სპეციალური ბიუსტჰალტერის და საჭირო გამოკვლევების ღირებულებისგან.

$2 664-დან თურქეთი
$3 219-დან ჩეხეთი
$3 496-დან მექსიკა
$3 335-დან ტაილანდი
$5 250-დან ინდია
$3 700-დან არაბეთის გაერთიანებული საემიროები
$4 600-დან უკრაინა
$4 700-დან სამხრეთი კორეა
$8 000-დან გერმანია
$8 500-დან ისრაელი
$10 300-დან ავსტრია
$11 400-დან ესპანეთი
$12 100-დან იტალია
$15 100-დან შვეიცარია
$17 100-დან რუსეთი

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback