22 იანვარი, 2020 8504 ნახვა

დღეს ვისაუბროთ ისეთ ქალურ, დელიკატურ და ბედნიერებით აღსავსე თემაზე, როგორიცაა ორსულობა. უფრო სწორად ორსულობა და კანის მოვლა.

ჩვენ ხშირად ვღებულობთ კითხვებს:

  • აქვს თუ არა აზრი მოვლის საშუალებების გამოყენებას ორსულობის პერიოდში? რა პროდუქტები არ არის რეკომენდირებული?
  • რომელი კოსმეტოლოგიური ჩარევების ჩატარება ნებადართულია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში?
  • რა მოხდება ორსულობის პერიოდში ბოტოქსის ან სხვა ინექციები რომ ჩავიტაროთ?
  • ბონუს კითხვა! მკერდის იმპლანტები ხელს უშლის ძუძუთი კვებას?

ორსულობა შესანიშნავი მდგომარეობა, რომელიც ხშირად ქალის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობაში მეტამორფოზებს ახდენს. ზოგს კანის და თმის მდგომარეობა უუმჯობესდება. ზოგს, პირიქით, მოულოდნელი ანთებითი ელემენტები და პიგმენტაცია უჩნდება. მაგრამ კანის მოვლა აბსოლუტურად ყველას ესაჭიროება!

ორსულობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, კანს სჭირდება მოვლის საბაზისო პროდუქტები: დასაბანი საშუალება, ტონიკი, ქუთუთოების და სახის კრემი! სასურველია მოვლაში შრატის დამატება და ასევე არ დაგავიწყდეთ კანი ნიღბებით და მსუბუქი პილინგებით გაანებივროდ.

თქვენს ორგანიზმს მხარდაჭერა სჭირდება! არაფერი დაშავდება თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, გაწუხებთ ტოქსიკოზი და გამოტოვეთ თქვენი ჩვეულებრივი მოვლის „რიტუალები“. მითუმეტეს, რომ ორსულობის პერიოდში თითოეული თქვენი ქმედება სიამოვნებას და ბედნიერებას უნდა განიჭებდეთ!

  • რეტინოლი – კომპონენტი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 წლით ადრე და ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდე გამორიცხოთ რეტინოლის შემცველი პროდუქტები თქვენი მოვლის რუტინაში.
  • უმჯობესია ასევე დროებით გამორიცხოთ მჟავების შემცველი პროდუქტები. ბავშვის ჯანმრთელობას მჟავები არ ავნებს, მაგრამ ორსულობის პერიოდში შესაძლოა ქალბატონის კანზე მოულოდნელი და არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს, მაგალითად მომატებული მგრძნობიარობა და პიგმენტაცია.

სხვა მხრივ ორსულობის პერიოდში მოვლის ძირითადი წესები არ იცვლება. მოვლის 9 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომის შესახებ წაიკითხეთ აქ!

სხვადასხვა მოვლის პროცედურების ჩატარება კომსეტოლოგიურ კაბინეტშიც შეგიძლიათ. მთავარია ექიმს აუცილებლად მოახსენეთ ორსულობის შესახებ და სპეციალისტი გამორიცხავს იმ პროდუქტების გამოყენებას, რომლის შემადგენლობა შეიძლება გამაღიზიანებელი ან მავნებელი იყოს თქვენ მდგომარეობაში.

სამწუხაროდ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უარი უნდა თქვათ ინექციურ პროცედურებზე. ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში? პასუხი ერთია:

მსოფლიო მედიცინის პრაქტიკაში ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე არ ჩატარებულა არანაირი ოფიციალური და შესაბამისად სანდო კვლევა ორსულ ქალბატონებზე ბოტულინოტოქსინის ან სხვა ინექციების გამოყენებით. ესე იგი დადასტურებული არ არის, თუმცა საინექციო ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის და მოქმედების მექანიზმის ცოდნის საფუძველზე დასაშვებია, რომ ასეთი ჩარევები ნაყოფისთვის მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს. დარწმუნებული ვართ, თქვენ თავზე და ბავშვზე ასეთი ცდის ჩატარება არ გსურთ.

და დაპირებული პასუხი ბონუს კითხვაზე, რომელიც იმპლანტების დაყენების შემდეგ ძუძუთი კვებას ეხება.

მსოფლიო პრაქტიკა და არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ იმპლანტებით მკერდის მოცულობის გაზრდა ხელს არ უშლის ძუძუთი კვებას. თუ თქვენ ბავშვის გაჩენას აპირებთ, უბრალოდ ამაზე ექიმის ყურადღება გაამახვილეთ და ქირურგი განაკვეთს ძუძუს ქვემოთ ან იღლიის მხრიდან გააკეთებს, რაც – არეოლას გარშემო განაკვეთიდან იმპლანტის შეყვანისგან განსხვავებით – მექანიკურად არ აზიანებს სარძევე ჯირკვლებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback